მარწყვის საუკეთესო სახეობები ნაკვეთზე დასარგავად

0
662

კარგ დიასახლისს ბაღის მარწყვების კოლექცია ორი-სამი სახეობით არ უნდა ეფარგლებოდეს. ეგზოტიკა და კლასიკა, წლებით ნაცადი საიმედო სახეობები და სელექციის ბოლო მიღწევები – ნუთუ უარს იტყვით ამ შესაძლებლობებზე და წელს რაღაც ახალს არ გამოცდით?

კლასიკა – ბაღის მარწყვების ნაადრევი სახეობები (1-15 ივნისი)

ბაღის მარწყვი ვიმა ზანტა

ეს უპრეტენზიო სახეობაა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ყინვაგამძლეობის საკითხში. ნაყოფს ძალიან ადრე ისხამს, ივნისის დასაწყისში. პრაქტიკულად არ ექვემდებარება ვერტიცილეზსა და ნაცარა სოკოს. კენკრა დიდი ზომისაა, 40 გრამამდე, ლამაზი ფორმისაა, ტკბილი, წვნიანი და მყარი – კარგია დაკონსერვებისთვის.

ბაღის მარწყვი დეროიალი

კენკრა ტკბილი, მოელვარე, 50 გრამამდე წონისაა. არ გამოგადგებათ შორი ტრანსპორტირებისთვის, თუმცა, გამოირჩევა დახვეწილი გემოთი და ძლიერი სასიამოვნო არომატით, ამასთან, თანაბარი ზომებისაა: ბოლო მოკრეფისასაც კი ძლივს იპოვით მცირე ზომის ნაყოფს. დეროიალის სახეობა ნაკლებად ექვემდებარება დაავადებებს.

ბაღის მარწყვი კამაროზა

გემოთი შესანიშნავი კენკრაა: ლამაზი, მკვრივი, ტრანსპორტაბელური, ამავდროულად, ძალიან ტკბილი. უძლებს ნაცარა სოკოს. კამაროზას სახეობა საკმაოდ უპრეტენზიოა, კარგი მოვლის შემთხვევაში კი მოსავლიანიც იქნება.

ბაღის მარწყვი კენტი

ეს სახეობა უძლევს ზამთარს, ნაცარა სოკოსა და ნაცრისფერ მლპობელას. სხვა სახეობებთან შედარებით, ყვავილები უკეთ იტანს ყინვებს. კენკრა ლამაზი, მკვრივი და ტკბილია, ღრუბლიან ამინდში დამწიფების დროსაც კი. კარგად ინახება, არ ჭკნება ტრანსპორტირების დროს.

ბაღის მარწყვი კიმბერლი

ნაყოფი მსხვილი ზომისაა, 50 გრამამდე, გულის ფორმის, მკვრივი, შუაგულში არ აქვს სიცარიელე. ტკბილი, კარამელისებრი გემო აქვს – ერთ-ერთი ყველაზე შაქრიანი სახეობაა. გამოირჩევა მაღალი ყინვაგამძლეობით და უძლებს ნაცარა სოკოს.

ბაღის მარწყვი ლამბადა

ნაყოფი ნაზი, არომატული, ზომით თანაბარია. ბუჩქი სწრაფად იზრდება, აქვს გამძლე ყუნწები, კენკრის მოკრეფა მოსახერხებელია. ლამბადას სახეობა უძლებს ვერტიცილოზურ გაუწყლოებასა და ნაცარა სოკოს, კარგად იტანს მჭიდრო ნარგავებს.

კლასიკა – საშუალოდმწიფე სახეობები (20 ივნისი – 10 ივლისი)

ბაღის მარწყვი კორონა

კარგი მოვლის შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი სახეობაა. მარწყვი საშუალოდან მსხვილამდე, 30 გრამამდე ნაყოფებს ისხამს, გამოირჩევა გაჯერებული ფერითა და სწორი, კონუსური ფორმით, ტკბილი, საკმაოდ არომატული, ლპობამედეგი, ნაზკანიანი ნაყოფით.

ბაღის მარწყვი პოლკა

პირველი ნაყოფები მსხვილია – 60 გრამამდე, გვიანი მოსავალი უფრო წვრილია. ნაყოფი მუქი წითელი, ძალიან გემრიელი და არომატულია. ფოთლები მსხვილი, ნაცარა სოკოსადმი გამძლეა, პოლკა საშუალოდ უძლებს ყინვას.

ბაღის მრაწყვი სუზი

მარწყვის ყინვაგამძლეობა მაღალია. ნაყოფი საშუალო, თანაბარი ზომისაა, მკვრივ, ტკბილ, სასიამოდ მომჟავო და მსუბუქარომატულ ნაყოფს ისხამს, გემრიელია უმადაც და გადამუშავების შემდეგაც. სუზიც საკმაოდ კარგად უძლებს ყინვებს.

ბაღის მარწყვი ტაგო

ტაგოს სახეობა გამოირჩევა შესანიშნავი გემოთი და სტაბილურად უხვი მოსავლიანობით. ნაყოფი ძალიან მსხვილია (70 გრამამდე), წითელი ფერის, რბილობი კარგადაა შეღებილი, მუქი ფერის და ტკბილია – ნაყოფისგან გამოდის ძალიან ლამაზი მურაბები და კომპოტები. მწიფდება ივლისის დასაწყისში. ყინვას ძალიან კარგად უძლებს.

ბაღის მარწყვი ფიგარო

კენკრა მსვილი ზომის, ძალიან მსხვილი, მონარინჯისფრო და ნაზვარდისფერრბილობიანია. გრძელი ყუნწების წყალობით, მათი მოკრეფა ძალიან მარტივია. ფიგაროს მოსავლიანობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, უძლებს ფესვთა სისტემის დაავადებებსა და ნაცრისფერ მლპობელას.

ბაღის მარწყვის უჩვეულო სახეობები

ბაღის მარწყვი მაქსიმი

ამ სახეობას მკვრივი ყუნწები აქვს, მოითხოვს ინტენსიურ მოვლასა და ხშირ მორწყვას, სითხის უკმარისობისას მცირდება კენკრის ზომა. პირველი ნაყოფი ძალიან დიდი ზომისაა (110-125 გრამამდე), ტკბილი, ფხვიერი რბილობითა და ნაზი არომატით. ბოლო მოსავალი უფრო მცირე ზომისაა.

ბაღის მარწყვი მიზე შინდლერი

ძველი სახობაა. მიუხედავად, თანამედროვე საზომით, ნაყოფის სიმცირისა, დღემდე პოპულარულია გასაოცარი გემოთი. გარეგნულად ჟოლოს კენკრას გვაგონებს. მიზე შინდლერი კარგად იტანს ვერტიცილოზს, ნაცარა სოკოსა და მწერებს. მწიფდება გვიან.

როგორ შევარჩიოთ მარწყვის სახეობა

1. გაითვალისწინეთ საკუთარი შრომისმოყვარეობის პოტენციალი

წელიწადში 2-3 შესუქება და მორწყვა მშრალი ამინდის დროს – ასეთი მოვლის შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭეთ ჩვეულებრივ სახეობებს, რომლებიც ერთჯერადად ისხამს ნაყოფს. რემონტანტული სახეობები ნაყოფს ისხამს ივნისიდან შემოდგომის ყინვებამდე, თუმცა, ისინი უნდა შესუქდეს ყოველ 2-3 კვირაში, თხევადი ორგანული სასუქით.

2. შეარჩიეთ სახეობები დამწიფების სხვადასხვა ვადით

თუ თქვენ მიერ დარგული მარწყვები ერთდროულად ისხამს ნაყოფს, გირჩევთ, აირჩიოთ უფრო ადრეული და გვიანდელი სახეობები. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსავალი 1 თვის მანძილზე უწყვეტად მიიღოთ.

3. ძირითად კოლექციას უნდა წარმოადგენდეს მედეგი სახეობები

მუქი მწვანე, მოელვარე ფოთლები, როგორც წესი, სახეობის გამძლეობაზე მიუთითებს მრავალი დაავადებისადმი. ასეთი ფოთლები ნაკლებად ზიანდება ტკიპებით, წერტილოვანი და ნაცარა სოკოთი. მსგავს ყუნწებზე, რომლებიც ფოთლების დონეზე ან უფრო მაღლაა, კენკრას ნაკლებად აწუხებს რუხი მლპობელა.

4. გემო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობა

ფერმერები უპირატესობას ანიჭებენ ნათელი ფერის, ლამაზ, მკვრივ ნაყოფებს, მებაღეებს კი ვურჩევდით, შეიძინონ ყველაზე გემრიელი და არომატული სახეობები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი