ლამაზი და ჯანსაღი თმა ნებისმიერი გოგოს ან ქალის თავდაჯერებულობის საიდუმლოა. მდიდრული თმის გამო მზად ვართ მთები გადავლახოთ, იქნება ეს ძვირადღირებული კოსმეტიკა თუ სილამაზის სალონში წასვლა. საჭიროა კი ეს ყველაფერი, რომ ნამდვილად დედოფლურად გამოიყურებოდეთ? „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მიიღოთ სქელი თმა სახლის პირობებში.
თმის მდგომარეობაზე ბევრი რამ გავლენას ახდენს. პირველ რიგში, წყლის ხარისხი, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკეთესის სურვილს გვიტოვებს. მეორეც, ფენის მუდმივი გამოყენება, რომელიც თმას მშრალს და მტვრევადს ხდის. გარდა ამისა, არასწორი მოვლა თმის ვარცხნილობას აზიანებს. უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილოთ, 5 შინაურულ ნიღაბს გთავაზობთ, რომლებიც თმას სქელს და ხავერდოვანს გახდის.
როგორ მივიღოთ სქელი თმა: 5 შინაურული ნიღაბი
ნიღაბი საფუარით
ამ მარტივი ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 1 ჩ/კ საფუარი, 1 ს/კ თაფლი და 1 ჭიქა თბილი რძე. უბრალოდ ყველა კომპონენტი აურიეთ და დაახლოებით 1 საათით თბილ ადგილას დააყენეთ. ნიღაბი თმის ძირებში წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 1 საათი მედიტაციას დაუთმეთ, შემდეგ თმა ჩამოიბანეთ. თმაზე შეგიძლიათ გვირილას და ჭინჭრის ნახარში ვაშლის ძმართან ერთად გადაივლოთ.
ნიღაბი კეფირით და კვერცხის გულით
კეფირის ნიღაბი თმის ზრდას დააჩქარებს და მას უფრო გააძლიერებს. უბრალოდ 2 კვერცხის გული, 1 ჭიქა კეფირი და 1 ს/კ მდოგვი აურიეთ. საშუალება თმის ძირებში წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შეიფუთეთ და 1 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. რეკომენდებულია, თავზე სალბის ნახარში გადაივლოთ.
ნიღაბი ზეთით და ლიმონის წვენით
ეს ნიღაბი თმას უფრო ძლიერს და სქელს გახდის. შინაურული საშუალებისთვის სხვადასხვა ზეთი გამოგადგებათ. მაგალითად, ზეითუნი, ნუში, ბირკავა და აბუსალათინი. უბრალოდ ცოტა ზეთი ლიმონის წვენს აურიეთ და თავის კანში შეიზილეთ. შემდეგ შეიფუთეთ და 30 წუთით თმა დაასვენეთ. ამის შემდეგ ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი კეფირით და კაკაოთი
საშუალება ძალიან მარტივად მზადდება. 1 ჭიქა კეფირი, 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი და 1 კვერცხი აურიეთ. საშუალება თავის კანზე წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 1 საათით თავი შეიფუთეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი წითელი წიწაკით
ყველაზე პიკანტური ნიღაბი დესერტისთვის შემოვინახეთ. საშუალება თმის გაძლიერებას ფუნქციას შესანიშნავად გაუმკლავდება. უბრალოდ 50 მლ ბირკავას ზეთი და 0,5 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა აურიეთ. ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. სასურველია, პროცედურის შემდეგ თმაზე ბალახების ნახარში გადაივლოთ.
როგორც ხედავთ, სახლის პირობებში თმის ნიღბების მომზადება ნამდვილად ადვილია. შეარჩიეთ საშუალება, რომელიც პირადად თქვენ უფრო შეგეფერებათ. რეგულარულად გამოიყენეთ და უკვე რამდენიმე კვირაში თქვენი თმა ბზინვარე გახდება. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნიღბებს რძისმჟავე პროდუქტებით. რძის ცილები თმას უფრო სქელს და მაქსიმალურად დამჯერს გახდის. გახსოვდეთ, რომ დანარჩენი მოვლა გონივრული უნდა იყოს. ასე რომ, არანაირი ფენი!