თალგამურა: როგორ მივიღოთ წარმატებული მოსავალი

0
460

საიდან გაჩნდა თალგამურა – ბოლომდე ცნობილი არაა. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ იგი ხმელთაშუაზღვისპირეთში ფოთლოვანი კომბოსტოსა და თალგამის შემთხვევითი შეჯვარებით მიიღეს. სხვებს სჯერათ, რომ ამ ფესვნაყოფიანის სამშობლო ციმბირია. ამაშიც დევს ლოგიკა, რადგან მცენარე კარგად იტანს სიცივეს, ეს თვისება კი სამხრეთის ზღვების სანაპიროზე ნამდვილად არ დასჭირდებოდა.

ბოტანიკური გადმოსახედით, თალგამურა (Brassica napobrassica) მიეკუთვნება კომბოსტოს ჯიშს (Brassica). ამ დროისთვის, ცნობილია მისი ორი სახეობა: ყვითელგულიანი (გამოიყენება კულინარიაში) და თეთრგულიანი (უფრო უხეშია – გამოიყენება საქონლის საკვებად).

თალგამურას ფესვნაყოფები ყოველთვის ამოდის მიწის ზემოთ. ქვედა ნაწილი, ჩვეულებრივ, მოყვითალოა, ხოლო ზედა შეიძლება იყოს მუქი მწვანე ან იისფერ-მოწითალო.

თალგამურას მოყვანის პირობები

თალგამურა ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს, მას უვითარდება ბოლქვი, ხოლო მეორე წელს იგი ყვავის და უჩნდება თესლი. მცენარე ყინვაგამძლეა, დათესვა შეგიძლიათ ძალიან ადრე, აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში. თესლი ამოცენებას 2 გრადუსიდან იწყებს, ნერგები უძლებს -3 გრადუსამდე ყინვას. ზრდასრული მცენარე კი თავს მშვენივრად გრძნობს -5…-8 გრადუსზეც. სრულყოფილი ზრდისთვის, მცენარეს 16-20 გრადუსი სჭირდება.

თალგამურა უპრეტენზიოა ნიადაგის მჟავიანობისადმი: შეუძლია ნეიტრალურ და მჟავე მიწაში არსებობაც. არ დაიჩივლებს ტორფის ნიადაგშიც, თუ მოშინაურებულია. მექანიკური შემადგენლობის მიხედვით, სასურველია ქვიშიანი ნიადაგი; ქვიშიანი და მძიმე ნალპობი ნიადაგი; ნიადაგი, რომელიც ახლოსაა მიწისქვეშა წყლებთან, თალგამურას არ მოსწონს.

მცენარეს შეუძლია ხანგრძლივი სიცხისა და გვალვის ატანა, თუმცა, ამ დროს ნაყოფი ხევდება და უგემური ხდება.

თალგამურას დათესვა

თესლი 2.5 სმ სიღრმეზე უნდა გადაანაწილოთ. რიგებს შორის დაშორება 45 სმ უნდა იყოს. გაღვივების შემდეგ, გამოხშირეთ, რათა ნერგებს შორის 4 სმ დაშორება იყოს. 4 ნამდვილი ფოთლის გაჩენის შემდეგ, მცენარებს შორის 15 სმ დაშორება უნდა გაჩნდეს.

თალგამურას საუკეთესო მეგზურებია პარკოსნები (ბარდა, ლობიო), პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი და გოგრისებრი კულტურები (კიტრი, ყაბაყი, საზამთრო, ნესვი, კვახი). კომბოსტოს, ბოლოკის, ჭარხლისა და თალგამის შემდეგ, ამავე მიწაზე თალგამურას მოყვანა არ შეიძლება – მათ ერთი და იგივე დაავადებები და მავნებლები ერჩიან.

თალგამურას მოვლა

მცენარეს ძალიან უყვარს ორგანიკა, ამიტომ, შემოდგომაზე, დაბარულ ნაკვეთს დაუმატეთ ნედლი ნაკელი – 0.5 სათლი 1 კვ.მ.-ზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიტანოთ ნედლი ორგანიკა ნაყოფის დამწიფების დროს, თორემ ფორებიან, მშრალ და მცირევადიან მოსავალს მიიღებთ.

სეზონის მანძილზე, მცენარე ორჯერ უნდა შესუქდეს:

  1. მორჩების გაჩენიდან 6-7 დღეში: თითო ს.კ. ამიაკის გვარჯილა, სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი 10 ლ წყალზე;
  2. პირველიდან 10-15 დღეში: თითო ს.კ. ამიაკის გვარჯილა, სუპერფოსფატი და 2 ს.კ. კალიუმის მარილი 10 ლ წყალზე.

თალგამურას უყვარს ნესტი, ამიტომ იგი კვირაში ერთხელ მაინც უნდა მორწყოთ.

თალგამურას სამკურნალო თვისებები

  • აძლიერებს იმუნიტეტს

შეიცავს ბევრ ვიტამინსა (А, В1, В2, В6, С, Р) და მინერალს (კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას, გოგირდსა და მაგნიუმს). ასკორბინის მჟავა, რომელიც მცენარის შემადგენლობაშია, ბოლქვებში რჩება ხანგრძლივი შენახვისა და ხარშვის შემდეგაც კი. გარდა ამისა, ბოლქვი შეიცავს შაქარს, ცილას, ცელულოზასა და პექტინურ ნაერთებს.

  • გვეხმარება გაციებისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს

ტრაქეობრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ბრონქული ასთმის დროს, ამ ბოლქვის შემადგენლობა ათხელებს სისველეს, ამსუბუქებს მშრალ ხველას და, შედეგად, აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი