ჩვენი დიასახლისები დიდი ხანია, რეჰანით არიან შეიარაღებული, იგი ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სანელებელია. საბედნიეროდ, დღეს ბევრს უნდა პროდუქტის საკუთარი ხელით მოყვანა და დამზადება.
დღეს გაგაცნობთ ამ სანელებლის სახეობებს, რათა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და ყველაზე უფრო შესაფერისი ვარიანტი და მიიღოთ უხვი მოსავალი:
1. ლიმონის არომატი
ესაა ადრეული, სწრაფმზარდი და უხვმოსავლიანი სახეობა (1 მცენარის წონა 200-250 გ უდრის). ფოთლები მწვანე, ოვალური, საშუალო ზომისაა. მცენარე 50-60 სმ-ს აღწევს სიმაღლეში. აქვს ძლიერად გამოკვეთილი ლიმონი. გამოიყენება დიდი რაოდენობით უნივერსალური მწვანილის მისაღებად.
2. სურნელოვანი ლამაზმანი
ლამაზი დაფოთლვა: მწვანე იისფერი რუჯით. მოკრეფის შემდეგ, ფოთლები ხელახლა სწრაფად იზრდება. აღწევს 30-40 სმ-ს. აქვს ნაზი არომატი დარიჩინისა და სამყურას ნოტებით. უხდება ნამცხვრებსა და ხილის სალათებს.
3. მიხაკის არომატი
საშუალოდ ნაადრევი სახეობა 270-300 გ წონით. გამოირჩევა მკვეთრი, გაჯერებული გემოთი და არომატით, მოეწონებათ უმამი კერძების მოყვარულებს. კომპაქტური ზომები ამ სახეობის კონტეინერებში მოყვანის საშუალებას იძლევა. სიმაღლეში 30-40 სნ-ს აღწევს. აქვს მიხაკის ინტენსიური არომატი და განსაკუთრებით უხდება ხორციან კერძებსა და მარინადებს.
4. საგაზაფხულო განწყობა
ლამაზი, მიწამდე კარგად დატოტვილი მცენარეა, რომელიც კონტეინერებშიც გაიზრდება. გემოვნური თვისებები ზედმეტად კარგი აქვს, განსაკუთრებით უხდება ხორცსა და მარინადებს, აქვს მიხაკის ინტენსიური სურნელი.
5. კარამელის არომატი
საშუალოდ ნაადრევი მცენარე, რომლის მწვანე ფოთლებს მოვერცხლისფრო ელფერი ადევს, ერთი მცენარის წონა კი 250-300 გრამს აღწევს. მოსავლიანი სახეობა გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებითა და ორიგინალური არომატით. სიმაღლეში 30-40 სმ-ს აღწევს. აქვს ხილის კარამელის გემო. ნედლი სახით უხდება ხილსა და ბოსტნეულს.
6. საოცარი დღე
იძლევა დიდი რაოდენობით მწვანილს, ეთერზეთების მაღალი შემცველობით, ინარჩუნებს არომატს გამოშრობის დროს, აქვს ანისულის სურნელი. საუკეთესოა ცხარე კერძებისთვის. იზრდება 40-50 სმ-მდე.
7. შავგვრემანი
საშუალოდ ნაადრევ სახეობას აქვს ინტენსიური, ცოტათი ცხარე გემო და ძლიერი არომატი. კარგად ინარჩუნებს არომატს გამოშრობის დროს. აქვს მწკლარტე წიწაკის გემო, უხდება სასმელებს, ხორცისა და თევზის კერძებს. 50-60 სმ სიმაღლეს თავისუფლად აღწევს.
8. ლამაზი ზღაპარი
ნახევრადმწიფე ძლიერმზარდი სახეობაა. იგი დეკორატიულია, კარგი მოსავლიანობის წყალობით, გამოიყენება როგორც ნედლად, ისე მარინადებშიც. სიმაღლეში 50-60 სმ-ს აღწევს. აქვს კლასიკური გემო, რომელიც უხდება სოუსებსა და სალათებს.
9. არარატი
ლამაზი მოლურჯო-მწვანე, კბილანებიანი ფოთლები შუა სეზონზე იძლევა მოსავალს. აქვს ძლიერი ცხარე გემო, მაღალი მოსავლიანობის წყალობით კი კარგია კონსერვების მოსამზადებლად. სიმაღლეში 40-60 სმ-ს აღწევს.
10. შთაგონება
კომპაქტური მცენარე ლამაზი, პატარა მოელვარე ფოთლებით. სხვა სახეობებთან შედარებით, შთაგონება, შედარებით, ამტანია დაბალი განათებისადმი. მისი სიმაღლე 40-50 სმ-ა, აქვს ძლიერი უმამი გემო, გამოდგება ღია ნიადაგში, აივანსა და ფანჯრის რაფაზე მოსაყვანად.
11. რედ რუბინი
დროით გამოცდილი, კლასიკური სახეობაა – ერთ-ერთი საუკეთესოა იასამნისფერებს შორის. ითავსებს დეკორატიულობას, მოსავლიანობას, კარგ გემოვნურ თვისებებს. სიმაღლეში 40-50 სმ-მდე იზრდება, აქვს მიხაკის არომატი და უნივერსალური გამოყენება.
12. სპაგეტისთვის
ეფექტური მცენარეა მსხვილი, ნაზი, რელიეფური ფოთლებისთვის. მწვანილი არაა მწარე. იძლევა კარგ მოსავალს, იჭმება ნედლად, გამოშრობილი ან გაყინული სახით. სიმაღლეში 35-40 სმ-მდე იზრდება, აქვს კლასიკური სანელებლების სურნელი და იდეალურია იტალიური სამზარეულოსთვის.
13. არომატული იისფერი
შუა სეზონზე მწიფდება სახეობა, რომელსაც აქვს ძლიერი არომატი, ფოთლები არაა მწარე. ხმელი ფოთლები არომატს 3 წლამდე ინარჩუნებს. მცენარე სიმაღლეში 40-50 სმ-ს აღწევს, აქვს ინტენსიური კლასიკური სურნელი და უხდება სალათებს, ხორციან კერძებსა და გამოშრობას.
14. ტაილანდური დედოფალი
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა, რომელმაც მოიპოვა Fleuroselect-ის ოქროს მედალი. იისფერი ღეროები და ყვავილედები ეფექტურად ერწყმის მკვეთრ მწვანე ფოთლებს. გვიანი ყვავილობის წყალობით, მცენარე ზაფხულამდე ვერ ასწრებს უხვი ფოთლოვანი მასის მოსხმას. სიმაღლეში ისიც 40-50 სმ-ს აღწევს, აქვს დარიჩინისა და ანისულის სურნელი. დეკორატიულია, პოპულარულია მეყვავილეებს შორის, გამოიყენება ხორცისა და თევზის კერძების არომატიზაციისთვის.
15. შალუნი
ერთ-ერთი ყველაზე დეკორატიული მწვანეფოთლიანი სახეობაა: მას აქვს რბილი ფოთლები, ხშირი რტოები. კულინარიაში უნივერსალურად გამოიყურება. სიმაღლე არ აჭარბებს 25 სმ-ს. აქვს ძლიერად გამოხატული კლასიკური სურნელი და კარგია დეკორატიული ბაღისთვის, აივნის ან ქოთნის კულტურად.