მიზუნა და მიბუნა: იაპონური კომბოსტო ჩვენს მიწაზე

0
540

ბოლო დროს, მებაღეებს შორის სულ უფრო ვრცელდება იშვიათი ბოსტნეული კულტურები. თუმცა, კომბოსტოს ეს სახეობები ჩვენს მიწაზე უკიდურესად იშვიათად გვხვდება. სამაგიეროდ, ჯანსაღი კვების რეცეპტებში ისინი აუცილებელიც კია. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა, დაიწყოთ ამ მცენარის დათესვა. ამის დრო ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დადგება.

მიზუნა (იგივე მიცუნა) და მიბუნა – ეს ის სახელწოდებია, რომლებიც ამომავალი მზის ქვეყანაშია მიღებული. ჩვენში ისინი “იაპონური კომბოსტოს” სახელით იყიდება. ბოტანიკაში კი მას თალგამის ქვესახეობას მიაკუთვნებენ, რაც აისახება მათ ლათინურ სახელწოდებებში – Brassica rapa ssp. nipposinica var. laciniata (მიცუნა) და Brassica rapa ssp. nipposinica var. linearifolia (მიბუნა). მათ ფოთლების მიხედვით განარჩევენ: მიცუნას ჭრილებიანი, ხოლო მიბუნას – სრული ფოთლები აქვს.

როგორ მიირთმევენ იაპონურ კომბოსტოს

კომბოსტოს ორივე სახეობა ქმნის ფოთლოვან ბუჩქს, 40-50 სმ-მდე სიმაღლის – სწორედ ისინი მოიხმარება საკვებად. გემოთი ისინი ძალიან ჰგავს ბოლოკს, თუმცა არაა მწარე, ძალიან ნაზია, სასიამოვნო, პიკანტური თანმდევი გემოთი. ზოგიერთი სახეობის გემო მოტკბოა, ხილის ტონებით.

კომბოსტოს მიირთმევენ ნედლად, მაგალითად, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, ხილის სალათებში. მართალია, იგი სწრაფად უნდა მიირთვათ, რადგან საკმაზის გამო მალე ჭკნება.

შესანიშნავი ვარიანტია ფოთლები ბუტერბროდებისთვის. გარდა ამისა, მცენარისგან სეიძლება წვნიანებისა და მეორე ულუფების მომზადება – მოთუშული ფოთლები უხდება ხორცსა და თევზს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ღვეზელშიც, ისპანახის ნაცვლად.

სად და როდის დავრგოთ იაპონური კომბოსტო

მიზუნა და მიბუნა ყინვაგამძლეა, ამიტომ თესლი უკვე მარტის ბოლოსთვის ითესება – 3-4 გრადუსზე გაღვივება არ უჭირს, ახალგაზრდა მორჩები კი 5 გრადუსამდე ხანმოკლე ყინვებს იტანს. მცენარე პირდაპირ ნიადაგში ითესება. მოაყარეთ მას მშრალი ნიადაგი, შემდეგ კი თივა, რათა სითხე არ აორთქლდეს. დათესვის სქემა: რიგში 25-30 სმ, რიგებს შორის – 30 სმ. თუმცა, რამდენადაც იაპონური კომბოსტოს თესლი ძალიან წვრილია, ჩვეულებრივ, ხშირი ჩითილები გამოსდით და მხოლოდ შემდეგ ხშირავენ. სქელი ნათესები არ უნდა დატოვოთ – ბუჩქები წვრილი გამოვა და მოსავლიანობაც შემცირდება.

ამ კომბოსტოებს სჭირდებათ მზიანი ნაკვეთი – ჩრდილში ფოთლები კარგავს ფერს, გემოს, ბუჩქები პატარა რჩება. ამ სახეობას უყვარს ნაყოფიერი, მსუბუქი ნიადაგი. დათესვამდე, კარგი იქნება, თუ ნაკვეთის 1 კვ.მ.-ზე 1-2 ჭიქა ხის ფერფლსა და 0.5 სათლ ნეშომპალას დაუმატებთ. ამის შემდეგ, ნიადაგი დაბარეთ.

იაპონური კომბოსტოს მოვლა

მიცუნა და მიბუნა, საერთო ჯამში, უპრეტენზიო ბოსტნეულია, თუმცა დიდი რაოდენობით სითხე სჭირდება. ცხელ ამინდში, მორწყეთ ისინი ხშირად, რათა ნიადაგი მუდმივად ზომიერად სველი იყოს – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ნიადაგი წვნიანი და ნაზი. მცენარე აუცილებლად მორწყეთ ფესვის ქვეშ, მზეზე გამთბარი წყლით. არ მიასხათ ფოთლებს, განსაკუთრებით კი სიცივეში – ასე ბუჩქი დალპება.

ბოსტნეულს არ სჭირდება სასუქი, ამიტომ ზარმაცი მებაღეებისთვის, იგი ნამდვილი აღმოჩენაა.

მცენარის მთავარი მტერია ყვავილის ხოჭო. მისი მავნებლობის შესამცირებლად, ყოველ 7-10 დღეში მიაყარეტ მცენარეს გაცრილი ხის ფერფლი – დილით ადრე, ცვარზე, უკეთ რომ შეიწოვოს.

იაპონური კომბოსტოს მოსავალი

სახეობათა უმეტესობა მოსავალს 30 დღეში იძლება. მათი ნაწილი – 2 თვემდე დროს მოითხოვს.

მოკრიფეთ ცალკეული ფოთლები, თუ დიდი რაოდენობით არ გჭირდებათ, ან გადაჭერით მთელი ღერო – 2-3 კვირაში ხელახლა ამოვა.

ნედლი კომბოსტო დაუყოვნებლივ მოიხმარეთ. თუ შენახვაა საჭირო, კარგად გამოშრობილი ფოთლები ჰერმეტულად გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში – ასე 1 კვირას გაძლებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი