პომიდვრის ჩითილის დაკალმება აპრილის შუა რიცხვებსა და მაისში

0
308

პომიდვრის ჩითილების მისაღებად, საჭირო არაა ფანჯრის რაფის ჯუნგლებად ქცევა ან ნერგების თავქუდმოგლეჯილი ძიება კარანტინის პირობებში. თქვენს სათბურში ან ნაკვეთზე პომიდორი სხვა მეთოდებითაც, მაგალითად, ნერგის დაკალმებით შეიძლება.

ბევრი მებაღე, რომლებიც ტრადიციულად ყოველ წელს ყიდულობენ პომიდვრების ნერგებს მაღაზიებში, წელს სერიოზულ სირთულეებს წააწყდა. როგორ მოვიქცეთ? რა თქმა უნდა, წიწაკისა და ბადრიჯნის დათესვის დრო შეუქცევლად წავიდა, თუმცა, მიმავალი მატარებლის ბოლო ვაგონში მაინც შევძლებთ პომიდვრების მოყვანას.

როგორ მივიღოთ პომიდვრის მოსავალი მაშინ, როცა “უკვე გვიანია”: სამი გზა

პომიდორი: ჩითილი აპრილში

პომიდვრის ჩითილად დათესვა დაგვიანებით

აპრილში, განსაკუთრებით შუა რიცხვებში, უკვე გვიანია ჩითილებად პომიდვრის მრავალი სახეობის დათესვა. თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ გარისკოთ და დათესოთ ადრეული ან ულტრადრეული სახეობები, რომელთა ნაყოფი თესლის გაღვივებიდან 3 თვეში მწიფდება. ამ შემთხვევაში, მოსავალს აგვისტოში მიიღებთ. ამიტომ, მიუხედავად თესლების მწარმოებლების მიერ ასეთი სახეობებისა და ჰიბრიდების ღია ნიადაგში ჩარგვის რეკომენდირებისა, გირჩევთ, ისინი სათბურში მოიყვანოთ. ნიადაგში მათ მხოლოდ ზრდასრული ჩითილით მოიყვანთ, რაც მოსავლის მოყვანას ივლისამდე დააჩქარებს.

პომიდვრის ადრეული სახეობები, რომლებიც აპრილში დაითესება:

ამურუსი შტამბი, ალფა, აფროდიტა, არისტოფრატ F1, ვალენტინა, კაპიტანი F1, უკიდურესი ჩრდილოეთი, ჩემი სიხარული, იმედი, ციმბირული ნაადრევა, ტკბილი მტევანი, ატამი და სხვ.

საიდუმლო ხრიკები პომიდვრის ჩითილების მისაღებად:

აქ მოქმედებს მთავარი პრინციპი: “სადღესასწაულო სუფრის გაშლა”: გაიგეთ, ვისთან მზადდება დღესასწაული, და გაშალეთ სუფრა!

ესე იგი, აღნიშნული მეთოდის წარმატებისთვის, უნდა გაიგოთ, მეგობრებსა და ახლობლებს ხომ არ წამოეზარდათ ჩითილები. შემდეგ იმოქმედეთ გარემოებისამებრ: თუ ზედმეტი ნერგები ექნებათ, ჩამოართვით, ახლა ხომ რთული დროა და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. არა? მაშინ დააკვირდით ნერგის ზომას – თუ იგი ზედმეტად დიდია და ღეროები გაიკეთა, მოჭერით კალმები. პომიდორი შესანიშნავად ფესვიანდება, მისი გამრავლება შეიძლება დაკალმებით, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტური მეთოდია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არავის გამოადგება.

აქ კიდევ ერთი მომენტია: ზოგიერთი მებაღე ჩითილს ერთი ფესვით აკალმებენ, ანუ, თუ ორი თესლია დათესილი, ერთ-ერთიდან ამოცენებული ნერგი ნაგავში მიდის. გაიგეთ, ვინ აკეთებს ასე, და გამოართვით ეს ნერგები.

პომიდვრის მოყვანა კონტეინერში

კიდევ ერთი საშუალება პომიდვრის გვიანდელი მოსავლისთვის – კონტეინერში დარგვაა. ჩითილების შინ, აივანზე ან ვერანდაზე, ქოთანში მოყვანით, თქვენი მცენარეები არ იქნება დამოკიდებული ამინდის პირობებსა და დათესვის დროზე. მშვიდად დათესეთ პომიდორი ახლა და დაე, გაიხაროთ საკუთარი ხელით მოყვანილი პომიდვრით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი