დროა, ორღერიანი ნიორი დარგოთ

0
236

5 კითხვა ორღერიანი ნივრის დარგვის თავისებურებებთან დაკავშირებით:

1. როდის ირგვება ორღერიანი ნიორი?

ორღერიანი ნიორი დაახლოებით 20-25 აპრილს ირგვება. თუ ნიორს გვიან დარგავთ, მისი თავები ჩამოყალიბებას ვერ მოასწრებს. სასურველია, ნიორი მაშინ დარგოთ, როცა ნიადაგი 5 გრადუსამდე მაინც გათბება.

2. როგორ მოვიქცეთ, თუ ნიორი დარგვამდე ამოცენდა?

ნიორი მალევე რომ გაიზარდოს, წინასწარ ამოცენებაა საჭირო: გააჩერეთ რამდენიმე საათით წყალში, გაახვიეთ ნოტიო ქსოვილში და მოათავსეთ მაცივრის ბოსტნეულის დანაყოფში.

3. როგორ დავრგოთ და მოვუაროთ ბოსტნეულს სწორად?

ორღერიანი ნიორი კარგად იზრდება საშუალო- და მსუბუქთიხიან ნიადაგში. დარგვის სიღრმე ჩვეულებრივ ნიორზე ნაკლებია: კბილის წვეროდან ნიადაგის ზედაპირამდე მხოლოდ 2-3 სმ უნდა იყოს დაშორება. ღრმად ჩარგული ნიორი ნელა დამწიფდება.

მოვლის წესები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი ნივრის შემთვევაში, მაის-ივნისში ნიადაგი მუდმივად ნოტიო უნდა იყოს, მორწყეთ ხშირად და უხვად. თუ წვიმებია, შეწყვიტეთ რწყვა.

4. როდის მოვკრიფოთ ნიორი?

ორღერიანი ნიორი აგვისტოს მესამე დეკადაში, სექტემბრის დასაწყისში უნდა მოკრიფოთ. მის მზაობას ფოთლების მდგომარეობით საზღვრავენ: ფოთლები მიწისკენ იხრება, ზედა ნაწილი ყვითლდება, ქვედა – ხმება.

5. როგორ შევინახოთ ორღერიანი ნიორი?

ნივრის ეს სახეობა კარგად ინახება, თუმცა მოსავლიანობით სხვებს ჩამორჩება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი