როგორ იხსნა ხალხურმა მედიცინამ ჩემი თირკმლები

204

ყველა დაავადების პანაცეა არ არსებობს. თუმცა, ხალხურ საშუალებებს ჩვენი დახმარება ნამდვილად ბევრ შემთხვევაში შეუძლია. სწორედ მათ გამოყენებას გირჩევთ ამ სტატიაში.

ალბათ, თქვენც გაგიგიათ ისეთი სამედიცინო ტერმინი, როგორიცაა აპნოეს სინდრომი. არაერთხელ მომისმენია ექიმისგან, რომ მედიცინა ამ პრობლემას ვერ კურნავს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს შემთხვევაში საუბარი არა აპნოე-ხვრინვაზე, არამედ უფრო რთულ დიაგნოზზეა.

დაავადების შეძენაში “დამეხმარნენ” ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, ოპერაციის დროს წარუმატებელი ანესთეზიის შედეგად. ამის შემდეგ დამეწყო სუნთქვის უეცარი შეწყვეტა. ამას მოჰყვა სისხლის ცირკულაციისა და შიდა ორგანოების სისხლით მომარაგების დარღვევები.

წლებთან ერთად და გრიპის გართულების შემდეგ, ასეთი შეტევები გახშირდა და რეგულარული გახდა. ამიტომ 2011 წლის გაზაფხულზე იძულებული გავხდი, მიმემართა ექიმებისთვის, რათა უკვე ამ სინდრომის შედეგებზე მემკურნალა. გავიარე დეტალური გამოკვლევა ნეფროლოგიისა და კარდიოქირურგიის დანაყოფში. დამესვა დიაგნოზი: “სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ორივე თირკმლის ფუნქციის დაქვეითება”. ექიმების ვერდიქტი – სამუდამო დამოკიდებულება სამედიცინო პრეპარატებზე.

ამის შემდეგ, დასახმარებლად მივმართე ფიტოთერაპევტს, თუმცაღა, ვაღიარებ, ეჭვი მეპარებოდა, რომ ბალახეული დამეხმარებოდა. მაინც, კეთილსინდისიერად შევასრულე მებალახის რეკომენდაციები. მკურნალობის დაწყებიდან 8 თვის თავზე დამირეგულირდა წნევა, აღმიდგა ძალები, გაქრა ქოშინი.

ექიმების რჩევით, გავიარე განმეორებითი გამოკვლევები. მან აჩვენა, რომ ქოლესტერინის დონე ჩემს ორგანიზმში ნორმამდე შემცირდა, ხოლო ჰემოგლობინია – გაიზარდა. თუმცა, ყველაზე მეტად ისინიც და მეც გაგვაოცა იმან, რომ ჩემს თირკმლებს ისევ სწორი ფორმა და ნორმალური ზომები მიეღოთ. ნუთუ, ეს სასწაული არ არის?

თუმცა, გახსოვდეთ: “ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენება მოითხოვს დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას. გამოჯანმრთელებისა და აღდგენის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, მოუთმენელ ადამიანს იგი ნელა ეჩვენება. გისურვებთ, არასდროს იავადმყოფოთ, თუმცა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ახლა უკვე იცით, რომ გამოჯანმრთელების შანსი ხალხურ მედიცინაშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს