რატომ გვიკანკალებს თვალი და როგორ გამოვასწოროთ პრობლემა

367

3 წლის განმავლობაში, ასეთი უჩვეულო პრობლემა მაწუხებს: ქუთუთოები მიკანკალებს. ადრე მხოლოდ ცივ ამინდებში მემართებოდა, ახლა კი ზაფხულობითაც არ მასვენებს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე? პატივისცემით, ლ.ა.

წერილს პასუხობს ექიმი-ნევროლოგი, რეფლექსოთერაპევტი ვალენტინა კოშევაია.

რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ მკითხველი მიმართავს გამოცდილ ნევროლოგს და ორი კვირის განმავლობაში იმკურნალებს სტაციონარში, ნევროლოგიურ განყოფილებაში. გარდა ამისა, გირჩევთ B ჯგუფის ვიტამინების ორალურად ან ინექციის სახით მიღებას, აგრეთვე, თერაპიას საერთოგამაძლიერებელი პრეპარატებით, კერძოდ, ექინაცეას ამპულებით.

სასარგებლო იქნება დღეში ორჯერ მაინც წამოწოლა ზურგზე, კისრის ქვეშ კი ლიაპკოს აპლიკატორის მოთავსება.

აპლიკატორი შეიძლება დაიდოთ სახის მტკივან ადგილზეც, კონკრეტულად, შუბლზე, შუბლის ქვეშ და ა.შ. სავარჯიშოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს.

კომპლექსური მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევის შემდეგ, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს