გთხოვთ, დაწეროთ, როგორ მოვიშორო კისტა თირკმლიდან. პატივიცსემით, ქ.დ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო.
თირკმლის სხვადასხვა პათოლოგია, მათ შორის კისტა, შესაძლოა, განპირობებული იყოს ანთებითი პროცესით, რომელიც იწვევს შარდის გადინების დარღვევას ნეფრონიდან, რომელიც, ამის შედეგად, “იბერება”, ჩნდება ერთგვარი ტომარა. ამ შემთხვევაში, კისტა ექვემდებარება მკურნალობას.
თუ კისტის წარმოქმნის მიზეზი გახდა პოსტოპერაციული წანაზარდი, შესაძლებელია, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. თირკმლებში ანთების ჩასახშობად, მისი ფუნციის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენოთ.
ამ შემთხვევაში, ძალიან ეფექტურია შვრიის, წითელი მოცვის, დათვის კენკრისა და აკაციის ყვავილების ნახარში.
5-6 ს.კ. შვრიის მარცვლებს, 1 დ.კ. წითელი მოცვის ან დათვის კენკრას ნაყოფს დაასხით 1.5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე 30-40 წუთით, დააყენეთ მთელი ღამითდა დალიეთ 4 დღის მანძილზე.
მკურნალობის კურსი 3-4 კვირას უნდა გაგრძელდეს. ასეთი ცხელი ნახარში შეგიძლიათ დაასხათ ჩირს, რომელიც ორგანიზმს კალიუმით გაამდიდრებს.
კისტით დაავადებულებისთვის არაა სასურველი სიმინდის ულვაშების ნაყენის, თირკმლის ჩაის, შვიტას ნაყენის მიღება, რამდენადაც ისინი აღიზიანებს თირკმლებს, იწვევს ანთებით პროცესებს მასში, რასაც თირკმლის პათოლოგიებამდე, მათ შორის, კისტამდე მივყავართ.