რამდენიმე რჩევა პარკისონის დაავადების დროს

0
533

„ჩემ ცოლს პარკისონის დაავადება აქვს. გთხოვთ, ამ დაავადების მკურნალობის შესახებ სპეციალისტის რეკომენდაციები დაწერეთ. პატივისცემით, თქვენი ერთგული გამომწერი ვ.მიხაილოვი.“

წერილს პასუხობს ექიმი და ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი.

დაავადების თავიდან ასაცილებლად ან სიმპტომების განვითარების შესაფერხებლად E ვიტამინი მიიღეთ. დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს. E ვიტამინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც დაავადების პროგრესირებას აფერხებს, ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, ფიტოპრეპარატების გამოყენებას გირჩევთ.

ტრემორის (კანკალი) სიხშირის და სიმძიმის შესამცირებლად ბელადონას ნახარშს იყენებენ. 30 გრ ხმელ ფესვებს 0,5 ლ თეთრი ღვინო დაასხით და 10 წუთით ადუღეთ. შემდეგ ნარევი გააგრილეთ და გადაწურეთ. 0,5 ჭიქა ნახარში საკვების მიღებებს შორის, ჭამიდან 1 საათის შემდეგ დალიეთ. ამასთან პირში კოთხუჯის ფესვის ნახარში მუდმივად გქონდეთ (ასე პირის სიმშრალეს გააქრობთ).

ასევე კარგი ეფექტი აქვს ფურისულას ზეთს – პრეპარატი „ომეგავიტი“, რომელსაც თითო კაფსულობით დღეში 2-3-ჯერ, ჭამის დროს იღებენ. ზეთი ნერვული უჯრედების გარსებს აძლიერებს.

თავის ტკივილის, გონების დაბნელების და მეხსიერების დაკარგვის დროს გირჩევთ შემდეგი გლერძის, გველის სუროს და სამკურნალო ვერონიკას ბალახების ნარევს (1:1:1) გირჩევთ. 5 ს/კ ნარევი 1 ლ მდუღარე წყალში 6 საათით დააყენეთ. 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ.

დამბლის და გონების დაკარგვის დროს რეკომენდებულია დაქუცმაცებული თავშავას, ლავანდას, დანდურის და გველთავას ბალახების ნარევი (1:1:1:1). 4 ს/კ ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 2-3 საათით დააყენეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

გარდა ამისა, ეფექტურია მტკივნეულ ადგილებსა და კიდურებში დაფნის ფოთლების ზეთის შეზელვა. 4 ს/კ დაფნის ფხვნილი 0,5 არარაფინირებულ მზესუმზირას ზეთში აადუღეთ. 1-2 დღე დააყენეთ და გამოყენებამდე კიდევ ერთხელ აადუღეთ.

გახსოვდეთ, რომ პარკისონის დაავადებას კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი