ნატურალური საშუალებები და სწორი კვება თირკმლების მუშაობას აუმჯობესებენ

0
722

„73 წლის ვარ და თირკმლების დაავადება მაწუხებს: ერთში ონკოლოგიური პროცესი ვითარდება. ხალხური მედიცინის რომელი საშუალებები გააუმჯობესებს თირკმლების მუშაობას და შეაფერხებს დაავადებას? პატივისცემით ვასილი პავლოვიჩი“.

წერილს პასუხობს იური ბატულინი, გამაჯანსაღებელი სისტემის „ადამიანის შესაძლებლობები ექსტრემალურ სიტუაციაში“ ავტორი.

თირკმლები ჩვენი სხეულის წყვილი ფილტრია, რომელიც სისხლს და წარმოქმნილ შარდს წმენდს. თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება სითხის შეკავება, ნერწყვის, ქვიშის და კენჭის დაგროვება მოხდეს. დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე უფრო ადვილია.

პირველ რიგში, საკუთარი ფსიქიკა, კვება, წინა მკურნალობის მეთოდები, ახლობლებთან და გარემოსთან ურთიერთობა გაანალიზეთ. სცადეთ, დაავადების მიზეზი იპოვოთ, კერძოდ, საკუთარი დანაშაული განსაზღვროთ, შეცდომები მოინანიოთ. თუ მავნე ჩვევები გაქვთ, მოწევაზე და ალკოჰოლის მიღებაზე დაუყონებლივ უარი თქვით.

ორგანიზმის, კერძოდ კუჭის, ღვიძლის და, რა თქმა უნდა, თირკმლების გაწმენდა დაიწყეთ. კვების სისტემა აუცილებლად შეცვალეთ. მკურნალობის დროს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცის პროდუქტები, ხორბლის ფქვილის ახალი პური, ცხოველური ცხიმები, ძროხის რძე. დაკონსერვებულ, შემწვარ და ცხარე საკვებზე უარი თქვით, მარილის და შაქრის მიღება შეამცირეთ. სასარგებლოა გაღვივებული მარცვლის, ხილის, ახალი წვენის, თევზის, ფაფის, მწვანილის, უხეშად დაფქული ფქვილის პურის მიღება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დასარეგულირებლად ყოველდღე წითელი ჭარხალი მიიღეთ. ასევე სასარგებლოა შტოში, რომელიც ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს და ვიტამინებით მდიდარია.

ნიორი ყველა ონკოლოგიური პაციენტის ყოველდღიურ მენიუში აუცილებლად უნდა იყოს. პაციენტის მენიუში ცხოველური ცხიმების ნაცვლად უნდა შედიოდეს სოიოს, სელის და ზეითუნის ზეთი, ამ პროდუქტების მიღება ორგანიზმიდან უჯრედი-მუტანტების გამოდევნას ხელს უწყობს.

ყოველი დილა 0,5 ჭიქა ცხელი წყლის და ლიმონის წვენის ნარევით უნდა დაიწყოთ. უზმოზე გაღვივებული მარცვლების ფაფის მიღება კარგი იქნება.

გარდა ამისა, ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ყოველკვირეული შიმშილობა. მაგალითად, კვირას საღამოდან სამშაბათ დილამდე. ამ დროს წყალი, ბალახების ნაყენი და ასკილის ნახარში დალიეთ.

თირკმლების სამკურნალოდ ანტისიმსივნური ნატურალური საშუალებების სახით გამოიყენება კოთხუჯი, არყის ფოთლები და კვირტები, სამკურნალო ძიძო, მარწყვი, მინდვრის სამყურა, ოროვანდი, ნიგოზი, ქლიავი, ბირკავა, სვია, საზამთრო და სელის თესლი. ასევე ონკოლოგიური პრობლემების დროს სასარგებლოა მწვანე ჩაის დალევა, რომელსაც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

გამწმენდი გამაჯანსაღებელი საშუალებები:

  1. 5 ს/კ არყის ხმელ ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ღამით დააყენეთ, გადაწურეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. მეორე და შემდეგ დღეებში ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ. შეგიძლიათ დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით დალიოთ.
  2. 1-2 ჩ/კ არყის კვირტებს 0,5 ლ წყალი დაასხით და 30 წუთით აადუღეთ. 15-20 წუთით დააყენეთ. 2-3 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  3. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ღამით დააყენეთ. თბილი ან ცხელი ნაყენი დღის განმავლობაში დალიეთ.
  4. 1 ს/კ სელის თესლი ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ და 5 წუთით 0,5 ლ წყალში ადუღეთ. შეგიძლიათ არ გადაწუროთ. ნახევარი ჭიქა საშუალება ყოველ 2 საათში დალიეთ. შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაუმატოთ. მკურნალობის კურსი 10 დღე. შემდეგ ნაყენი ყოველთვიურად რამდენიმე დღით მიიღეთ.

თუ თირკმლებში კენჭები გაქვთ, წვენების ნარევი დალიეთ: სტაფილო, წითელი ჭარხალი და კიტრი 10:3:3 პროპორციით. ასეთი წვენების ნარევი კენჭებს დაშლის და თირკმლებს გაწმენდს.

თირკმლების ტკივილის დროს პროფილაქტიკას ყოველდღე, ტკივილის შემცირებამდე და გამოჯანმრთელებამდე ატარებენ. შემდეგ ნახევარი წელი – ყოველთვე ყოველკვირეული კურსი. 1 წლის განმავლობაში 3 თვეში ერთხელ, დროთა განმავლობაში 6 თვეში ერთხელ. თირკმლების ტკივილის დროს ალოეს და მჟაუნას გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაკონსერვებული პომიდვრის წვენმაც არ უნდა გაგიტაცოთ, ამან შეიძლება კენჭების გაჩენა გამოიწვიოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი