თხელი კარტოფილის ბლინი: დრანიკებზე ასჯერ უფრო უკეთესი

279

ბლინების ყველა არსებული რეცეპტი სცადეთ და რაღაც ახალს ეძებთ? „პაპარაცი“ კარტოფილის ბლინის მომზადების უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც კარტოფილის ოლადებზე ასჯერ უფრო გემრიელია. თხელი, არომატული, რძეზე მომზადებული, ნებისმიერი შიგთავსის მქონე ბლინებით შეგიძლიათ სტუმრებს უმასპინძლოთ ან საოჯახო ვახშამზე მიირთვათ. მარტივი კულინარიული რეცეპტის მოყვარული დიასახლისებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

თხელი კარტოფილის ბლინის რეცეპტი თავისი სიმარტივით და წარმოუდგენელი გემოთი ნამდვილად გაგაოცებთ.

კარტოფილის ბლინი

ინგრედიენტები:

  • 4-5 კარტოფილი
  • 250-300 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 250-300 მლ რძე
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3-4 კილი ნიორი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. კარტოფილი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და თითოეული 4 ნაწილად დაჭერით. კარტოფილი ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით, მარილი მოაყარეთ და მომზადებამდე მოხარშეთ.

2. როცა კარტოფილი გაგრილდება, წყალთან ერთად(რაშიც იხარშებოდა) მიქსერის ან ბლენდერის დახმარებით კარგად დააქუცმაცეთ, სანამ ფაფის მსგავს მასას არ მიიღებთ.

3. კარტოფილს ნარევს გასუფთავებული და დაქუცმაცებული ნიორი, ადუღებული რძე, კვერცხი და ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ნარევს მცენარეული ზეთი და 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კიდევ ერთხელ აურიეთ და ცომი 25-30 წუთით გააჩერეთ.

4. გახურებულ ტაფას ცოტა მცენარეული ზეთი დაასხით და თხელი, საშუალო დიამეტრის ბლინები გამოაცხვეთ. თითოეულ ბლინს მწვანილი მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილი ბლინი უფრო მყიფეა, ამიტომ ფრთხილად გადააბრუნეთ.

5. მზადაა! არომატული კარტოფილის ბლინები სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ როგორც ცალკე კერძი ან სოკოს, ხორცის ან ბოსტნეულის შიგთავსით.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს