როგორ გამოვიყენოთ პლასმასის ბოთლი ბარდოვანი კულტურების თესლის გასაღვივებლად.

543
ფოტო: how to make on youtube

კვებითი ღირებულებით პარკოსნების და მარცვლეულის აღმონაცენებს ვერც ერთი პროდუქტი ვერ შეედრება, რადგან მათში უამრავი ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება შედის. დაკონსერვებული პარკოსანი პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ, რადგან მწარმოებლები მასში ბევრ მარილს ამატებენ.

სჯობს პარკოსნები სახლის პირობებში გაზარდოთ: ასე ფულის დაზოგვას შეძლებთ და ორგანიზმს კარგ სამსახურს გაუწევთ. აღმონაცენების მოხმარება საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, სისხლში ჰემოგლობინს და იმუნიტეტს ზრდის და ბევრი დაავადების პროფილაქტიკას ახდენს.

როგორც აღმოჩნდა, პლასტმასის ბოთლში საკუთარი ორანჟერეას შექმნა შესაძლებელია, ხოლო გაღვივებული თესლები გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

თესლის გაღვივება

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1,5 ლ მოცულობის პლასტმასის ბოთლი
  • 100 გრ მაშა-ლობიო
  • წყალი
  • სარგისი ან სხვა ბასრი ინსტრუმენტი
  • სამზარეულოს ძაბრი

მოქმედება:

  1. პლასტმასის ბოთლი აუცილებლად უნდა გარეცხოთ.
  2.  ბოთლში ბასრი საგნით ნახვრეტები გააკეთეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნახვრეტის დიამეტრი პარკოსანის ზომას არ აჭარბებდეს.
  3.  მარცვლებს წყალი დაასხით, ჭიები და მცურავი მარცვლები მოაშორეთ.
  4. მარცვლებს თბილი წყალი დაასხით (2 ჭიქა ცხელი წყალი და 3 ჭიქა ცივი წყალი აურიეთ), 1 საათით გააჩერეთ.
  5. ახლა თესლის გაღვივებას შეგიძლიათ შეუდგეთ. ბოთლში პარკოსანი მარცვლები ჩაყარეთ, თავსახური დაახურეთ და დარჩენილი წყლის მოშორება სცადეთ.
  6. ბოთლი მუქი ფერის პაკეტში მოათავსეთ ან ბნელ ადგილას შეინახეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოთლი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააჩეროთ.
  7.  ყოველდღე მარცვლები 5 წუთით წყალში ჩაალბეთ, შემდეგ სითხე გადაწურეთ და კვლავ ბოთლში მოათავსეთ.
  8.  მეოთხე დღეს აღმონაცენები მთელ ბოთლს გაავსებენ და მოსახმარებლად მზად იქნება. ბოთლი გაჭერით და გაღვივებული თესლები ამოიღეთ.

სახლის პირობებში თესლის გაღვივება სასარგებლო უნარია და ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ბოსტანში კარტოფილის დარგვა. ამასთან მაშა-ლობიოს გაღვივების გამოცდილება სხვა კულტურების აღმონაცენების მისაღებადაც გამოგადგებათ.

ასეთი მანიპულაციების შემდეგ აღმონაცენები შეგიძლიათ იმწამსვე შეჭამოთ ან მაცივარში 3 დღე შეინახოთ. გაღვივებული მაშა-ლობიო მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლის მოშენებაც თქვენს ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს