ასეთი კარგი მათეთრებელი საშუალება ჯერ არ გამომიყენებია, თანაც ნაჭერს საერთოდ არ აზიანებს.

1431

ქათქათა წინდები და მაისურები – ასეთი კაშკაშა და ელეგანტური როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს ძალიან უხდებათ. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნაკლოდ სუფთაა. გარეცხილი ბინძური თეთრი ან ყვითელი ნივთი საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

განსაკუთრებით ეს ბავშვის ტანსაცმელს ეხება. ბავშვები ყოველთვის იპოვიან ადგილს, სად დაისვარონ. ხოლო ძლიერი ქიმიური საშუალებებით ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. როგორ დავუბრუნოთ თეთრი ფერი ნივთებს? ამ შემთხვევაში გამოცდილი და მარტივი ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ.

როგორ გავათეთროთ თეთრი ნივთები

გათეთრება ბორის მჟავით

ბორის მჟავის პოვნას აფთიაქში მარტივად შეძლებთ. ქსოვილში ღრმად შეღწევით, ძველ ლაქებსაც კი შანსს არ დაუტოვებს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 20 გრ ბორის მჟავა
  • 10 ლ წყალი

გამოყენება:

1. 10 ლ წყალში 2 პაკეტი  (10-10 გრ) ბორის მჟავა გახსენით.

2. კარგად გახსენით, ხსნარში ჭუჭყიანი ნივთები 2 საათით ჩაალბეთ.

3. 2 საათის შემდეგ ხსნარიდან ამოიღეთ და გარეცხეთ.

გათეთრება მარგანცოვკით (კალიუმის პერმანგანატი) და სარეცხი ფხვნილით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 გრ სარეცხი ფხვნილი
  • 10 ლ წყალი
  • რამდენიმე კრისტალი მარგანცოვკა

გამოყენება:

1. ცხელი წყლით სავსე ვედროს 200 გრ სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ.

2. ცოტა მარგანცოვკა 1 ჭიქა წყალში გახსენით. წყალი ღია ვარდისფერი უნდა გახდეს.

3. კრისტალების ბოლომდე გახსნამდე აურიეთ. პირდაპირ ცხელი წყლით სავსე ვედროში მარგანცოვკის დამატება არ შეიძლება, რომ გაუხსნელმა კრისტალებმა ტანსაცმელზე ლაქები არ დატოვონ. მარგანცოვკას ხსნარი ვედროს დაუმატეთ.

4. ვედროში უკვე გარეცხილი თეთრი ნივთები ჩაალბეთ.

5. ვედროს პოლიეთილენი რაც შეიძლება მჭიდროდ დაახურეთ და წყლის სრულად გაგრილებას დაელოდეთ. შემდეგ ტანსაცმელი კარგად გაავლეთ.

როგორც ხედავთ, თეთრი ნივთებისთვის ძველებური სილამაზის დაბრუნება რთული არაა. ახლა უკვე იცით, როგორ გაათეთროთ თეთრი ნივთები სახლის პირობებში. ასე თეთრი ნივთები იდეალური სიქათქათით დიდხანს გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს