ბალახეული ჩაის სასარგებლო თვისებები

0
414

ყოველდღიური ბალახეული ჩაის არჩევას სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ გემოვნური უპირატესობებით – გაერკვიეთ ამა თუ იმ ფიტოჩაის სასარგებლო თვისებებში, გაარკვიეთ, ხომ არ აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.

გვირილის ჩაის აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ნაღველმდენი, მკუმშავი, დამარბილებელი და შრდმდენი თვისებები, აუმჯობესებს საკვების მონელებას. მას მიირთმევენ ღამით, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს. თუმცა, გვირილის მეტისმეტი მოხმარება ამცირებს კუნთების ტონუსს.

ბაღის პიტნა კარგ მდგომარეობას უნარჩუნებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ამიტომ ამ ჩაის ჭამის შემდეგ სვამენ. გარდა ამისა, იგი ხსნის გაღიზიანებასა და დაძაბულობას. მისი მოხმარებისას ფრთხილად უნდა იყვნენ დაბალი წნევის მატარებლები – ისინი ძილიანობასა და ძალების დაქვეითებას იგრძნობენ.

ასკილი ნამდვილი რეკორდსმენია C ვიტამინის შემცველობის საკითხში. თუმცა, ეს მისი ერთადერთი ღირსება როდია: იგი შეიცავს მიკროელემენტებს, ტანინებს, ვიტამინების მთელ ნაკრებს. ეს ყველაფერი შესანიშნავად აუმჯობესებს იმუნიტეტს. თუმცა, თრომბოფლებიტის, ენდოკარდიტისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს, ასკილის მოხმარება არ შეიძლება.

საათას (კარკადეს) ჩაი გვეხმარება სისხლის წნევის დარეგულირებასა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. იგი, აგრეთვე, შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს. სასმლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ცხელი სახით იგი ზრდის არტერიულ წნევას, ცივი კი – ამცირებს. კარკადეს არ აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები, თუმცა, მაინც ნუ გადაამეტებთ მის მოხმარებას, თუ ნაღველ- ან შარდკენჭოვანი დაავადება გაგიმწვავდათ.

როიბოსის (სამხრეთაფრიკული წითელბუჩქოვანი მცენარე) ჩაის უწოდებენ ბუშმენურ ჩაისაც, რომელსაც უაღრესად სასიამოვნო, რბილი და მსუბუქი გემო აქვს. სამი ფინჯაი ასეთი ჩაი ფარავს ადამიანის რკინის ყოველდღიური მოთხოვნილების მესამედსა და ფტორის სრულ ნორმას. ანტიოქსიდანტები ხელს უშლის დაბერებას. ჩაის გამამხნევებელი მოქმედება აქვს, ამასთან  საერთოდ არ შეიცავს კოფეინს, ამიტომ მისი მირთმევა შეიძლება ნებისმიერ ასაკში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი