ზოგიერთი მებაღის არათანმიმდევრობა უბრალოდ გასაკვირია. ისინი კარგ მოსავალს ელოდებიან, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებენ. ზოგჯერ გარკვეულ ზომებს მხოლოდ დარგვის დროს და მაქსიმუმ პირველ კენკრამდე ახორციელებენ. მაგალითად, მარწყვთან ასე ხშირად ხდება. არადა მოვლას ნაყოფიერების დროსაც საჭიროებს. იცით, როგორ გამოკვებოთ მარწყვი საფუარიათ?
„პაპარაცი“ ამტკიცებს: მცენარეებს მუდმივად თვალყური სჭირდებათ. საკმარისი არაა, უბრალოდ მიწაში დარგვა, ერთხელ მორწყვა და ლოდინი, თავად როდის გაიზრდება. ასე არ ხდება! დღეს საცდელად მარწყვს გამოვიყენებთ. ერთად ვისწავლოთ, როგორ მოვუაროთ მარწყვს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
როგორ გამოვკვებოთ მარწყვი საფუარით
ეს ჩვენი პროგრამის მთავარი თემაა, რომელზეც ცოტა მოგვიანებით გიამბობთ. ახლა მარწყვის კვება რამდენიმე პერიოდად დავყოთ. სწორედ ასე მიიღებთ კარგ შედეგს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი კენკრის ჯიშის გაზრდას ცდილობთ. დავიწყოთ!
კენკრის ფორმირების დროს
დროა ამას ყურადღება მიაქციოთ. მარწყვი უკვე გამაგრდა და ყვავილობს, მალე პირველი კენკრა გამოჩნდება. ამ მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისია მაისის ბოლო ან ივნისის დასაწყისი. მცენარეს საკმარისი რაოდენობის კალიუმი სჭირდება და ჩვენი ამოცანა ამის უზრუნველყოფაა.
1. ნაცარი
ხის ნაცარი შესანიშნავი ეკოლოგიური ვარიანტია. თითო ბუჩქზე ერთი მუჭა ნაცარი რიგებს შორის მოყარეთ ან ხსნარი მოამზადეთ. 1 ჭიქა ნაცარი 1 ცხელ წყალს აურიეთ და მიღებული ნარევი 10 ლ უბრალო წყალში გააზავეთ. თითო ბუჩქზე 1 ლ ხსნარი გამოიყენეთ.
2. კალიუმის მონოფოსფატი
ხსნარი ასე მზადდება. აიღეთ 1 ს/კ სასუქი და 10 ლ წყალში გააზავეთ. 5 ბუჩქზე გეყოფათ. გამოკვებამდე მარწყვი კარგად უნდა მორწყათ.
3. სასუქების ნაკრები
თქვენ შეგიძლიათ აზოტის და კალიუმის სასუქების ნარევი შეიძინოთ. პრეპარატი 1:1 პროპორციით ამონიუმის ნიტრატს აურიეთ და 1 ჩ/კ მიღებული ნარევი თითოეული ბუჩქის ქვეშ დაყარეთ.
როგორ გამოვკვებოთ მარწყვი ნაყოფიერების დროს
ამ პერიოდს მებოსტნეები ტრადიციულად უგულებელყოფენ. სულ ტყუილად. ის დიდხანს არ გრძელდება, მხოლოდ 2-3 კვირა და მცენარის ნაყოფიერების მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა მივცეთ. აქ, ორგანული სასუქი დაგეხმარებათ.
1. ძროხის ნაკელი
ხსნარი 1:15 პროპორციით მზადდება. მაგალითად, 1 კილოგრამზე 15 ლიტრი წყალი. ხსნარი 2-3 დღე დააყენეთ. თითოეული ბუჩქი თითო ლიტრი ხსნარით მორწყეთ.
2. ქათმის სკინტლი
აქ, 1:30 პროპორცია დაიცავით. მაგალითად, ნახევარი კილო სკინტლი 15 ლ წყალზე. თავდახურულ ჭურჭელში დაყენება აცადეთ და ისე მიაწოდეთ, როგორც ნაკელის ხსნარი.
3. ჭინჭრის ნაყენი
ამ მეთოდს უპირატესობას ვანიჭებთ, როგორც ყველაზე „სუფთას“ და მარტივს. ჭინჭრის პოვნას ნაკვეთზე ადვილად შეძლებთ, ხოლო ნაკელის და სკინტლის პოვნაზე დროის დახარჯვა მოგიწევთ. 1 ვედრო დაქუცმაცებულ ჭინჭარს თბილი წყალი ბოლომდე დაასხით. რამდენიმე დღეში, როცა დაყენდება, შეგიძლიათ მარწყვის მოსარწყავად გამოიყენოთ. 1 ლ თითო ბუჩქზე.
როგორ გამოვკვებოთ საფუარით
შემჩნეულია, რომ საფუარზე დაფუძნებული ხსნარები არა მხოლოდ მარწყვზე, არამედ სხვა მცენარეებზეც დადებით გავლენას ახდენენ. მკვებავი ნარევი მცენარის ზრდას და მოსავლიანობას კარგად სტიმულირებს. აი, რამდენიმე შემადგენლობა, რომელთა მომზადებას მარტივად შეძლებთ.
1. ახალი საფუარი
ყველაზე მარტივი მეთოდი – 100 გრ საფუარი 10 ლ წყალში გააზავეთ და 1 დღე დააყენეთ. მიღებული ნარევით მარწყვი მორწყეთ – ნახევარი ლიტრი თითო ბუჩქზე.
2. ქილა წყლით
თუ ლოდინის დრო არ გაქვთ და მარწყვი დღესვე უნდა მორწყათ, 500 გრ ახალი საფუარი აიღეთ და თბილი წყლით სავსე სამლიტრიან ქილაში გახსენით. 3 საათის შემდეგ ხსნარი 25 ლ სუფთა წყალში გააზავეთ და სარწყავად გამოიყენეთ.
3. მშრალი საფუარი
მხოლოდ 5 გრ მშრალი საფუარი დაგჭირდებათ. ნახევარ ლიტრიან ქილაში თბილ წყალს აურიეთ და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 2-3 საათში 20 ლ წყალში გააზავეთ. თითოეული ბუჩქი ზუსტად 1 ლ მიღებული ნარევით მორწყეთ.
საზღვარგარეთის მარწყვი
მარწყვის ეს ჯიში საკმაოდ პოპულარულია, რადგან მცენარეს წელიწადში 2-ჯერ ან თუნდაც 3-ჯერ ნაყოფიერება შეუძლია. მეაგარაკეები აღნიშნავენ, რომ მეორედ კიდევ უფრო ნაყოფიერია, რომელიც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ხდება. ასეთი მარწყვი კარგია იმით, რომ დარგვიდან პირველივე წელს კენკრით გვახარებს. ის წელიწადში აუცილებლად 3-ჯერ უნდა გამოკვებოთ.
1. პირველი მიდგომა
ამ პერიოდში მცენარეს ათვისებასა ვეხმარებით და ზრდას ხელს ვუწყობთ. რეკომენდებულია ძროხის ნაკელის ამონიუმის სულფატთან ერთად გამოყენება. 10 ლ წყალში ზუსტად ნახევარი კილო ნაკელი და 1 ს/კ სულფატი აურიეთ. თითოეულ ბუჩქს 1 ლ ხსნარი მიაწოდეთ.
2. მეორე მიდგომა
ეს გამოკვება უშუალოდ ყვავილობის წინ გამოიყენება. შეგიძლიათ კვლავ ძროხის ნაკელი გამოიყენოთ, ოღონდ ამონიუმის სულფატის გარეშე. ასევე შეგიძლიათ ჭინჭრის ნაყენი გამოიყენოთ. მისი მომზადების შესახებ უკვე იცით, ოღონდ ამ შემთხვევაში ჭინჭარი 3 დღე უნდა დააყენოთ. 2-ჯერ მიაწოდეთ: ყვავილობის წინ და მოსავლის აღების შემდეგ.
3. მეორე მიდგომა
მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, ამინდის შესაბამისად მიაწოდეთ. 1 პორციაზე 10 ლ წყალი, 2 ს/კ ნიტროფოსკი და 1 ჩ/კ კალიუმის სულფატი დაგჭირდებათ. თითოეულ ბუჩქს ნახევარი ლიტრი ხსნარი დაასხით. თუ მარწყვი უკვე ყვავილობს, ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ და მოგვიანებით, მოსავლის მეორე ტალღის დროს მიაწოდოთ.
თუ მარწყვის საფუარით გამოკვება უკვე მოასწარით და უხვ მოსავალს ელოდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ იმას, თუ უჩვეულო რა შეგიძლიათ მოამზადოთ მარწყვით. სხვათა შორის, მოსავლის მოსვლის ლოდინი არ ღირს. ტკბილი კენკრა უახლოეს სუპერმარკეტში შეიძინეთ და ცხოვრებით დატკბით. შეხვედრამდე!