სამეფო დელიკატესის მისაღებად ქლიავის ჯემი აუცილებლად საღამო ხანს უნდა მოამზადოთ. როცა მას დააგემოვნებთ, მიხვდებით რომ დრო ტყუილად არ დაგიხარჯავთ.
მაშინაც კი, თუ ეს კონსერვის გაკეთების თქვენი დებიუტია, არა საცდელი ვარიანტი, არამედ ერთდროულად ბევრი ქილა მოამზადეთ. მურაბა ნაზი, არომატული და არც ისე ძალიან ტკბილი გამოვა. ქლიავის მურაბა რბილ მარმელადს მოგაგონებთ. ასეთი დელიკატესის მირთმევა მეფისთვის კი არ შეგრცხვებათ!
ქლიავის მურაბა
თუ არასტანდარტული გადაწყვეტილება მოგწონთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! დარიჩინის არომატი, ქლიავი და ხრაშუნა ნიგოზი…გემრიელად ჟღერს, არა? ქლიავის მურაბა კაკალთან ერთად ნებისმიერ დესერტს მრავალფეროვანს გახდის, ცხობის დროს გამოგადგებათ და ცივ დღეებში გაგათბობთ.
მურაბისთვის მუქი სახეობის მაგარი ქლიავი გამოდგება. გადამწიფებული კენკრა ფაფად გახდება და ასე ჯემს მიიღებთ. ყველაზე ახალი კაკალი აიღეთ. დარწმუნდით, რომ მათ შორის გაფუჭებული ან მწარე კაკალი არ ურევია.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ქლიავი
- 4 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 2 ჩხირი დარიჩინი ან 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 2 ს/კ კონიაკი
მომზადება:
1. გარეცხილი ქლიავი შუაზე გაჭერით და კურკები მოაშორეთ. კენკრას ნახევარი შაქარი დააყარეთ და 3 საათით გააჩერეთ.
2. როცა კენკრა წვენს გამოიღებს, დარჩენილი შაქარი, დარიჩინის ჩხირები დაუმატეთ და ქვაბი ცეცხლზე დადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ და გამორთეთ.
3. მომავალი მურაბა 8 საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. ქლიავი შაქრის სიროფით გაიჟღინთება და ფორმას კარგად შეინარჩუნებს.
4. დილით მურაბა დაბალ ცეცხლზე დადგით. სანამ ადუღდება, კაკალი მოამზადეთ.
5. მშრალ ტაფაზე კაკალი ოდნავ მობრაწეთ, მშრალ პირსახოცში მოათავსეთ და გაახახუნეთ. ასე ზედმეტი კანი მოშორდება და კაკალი უფრო გემრიელი იქნება.
6. მდუღარე მურაბას კაკალი, კონიაკი დაუმატეთ და 20 წუთით ადუღეთ. ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ.
7. დარიჩინის ჩხირები ამოიღეთ. ცხელი მურაბა გასტერილებულ მინის ქილებში ჩაასხით და იმწამსვე მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და 24 საათით თბილად შეფუთეთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.