ყურში ხმაურის დროს გინკო ბილობას და კუნელის პრეპარატები გამოიყენეთ

0
913

„პენსიონერი ვარ და წლებია ბევრი დაავადება მაწუხებს, კერძოდ თავში, ყურებში ხმაური, სმენა და მეხსიერება დამიქვეითდა, ხშირად თავბრუსხვევა მაქვს. 95/65 წნევაზე ხშირად ჰიპერტონიული კრიზისი მაწუხებს. რამდენჯერმე საავადმყოფოში ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოდ. მსურს, სპეციალისტის რჩევა მივიღო. პატივისცემით, მარია.“

წერილს პასუხობს ელენა სვიტკო, ნატუროპათი და ხალხური მკურნალი:

ასეთი სიმპტომები ყველაზე ხშირად სისხლძარღვების დაავადებებზე მიუთითებს. მათ სამკურნალოდ, ასევე მეხსიერების გასაუმჯობესებლად უმადობის დროს ეფექტურია პრეპარატი გინკო ბილობა. ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირტები, ფოთლები და ნაყოფი კურკიანად.

ამ ხეზე ყურადღების მიქცევას ვურჩევთ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, ასევე მათ, ვინც გადაიტანა ინფარქტი, ინსულტი, მათ, ვისაც სმენის და მხედველობის პრობლემები აქვთ, მუდმივად ხელები და ფეხები ეყინება.

გინკო ბილობის ნაყენი ხშირი ბრონქიტის დროს ეფექტურია. მცენარის პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პარკისონის დაავადების პროფილაქტიკაზე. ფსიქოგენურ და სისხლძარღვების თავის ტკივილს ამცირებს.

ნაყენი ღვინოზე: 500 გრ გინკოს ახალგაზრდა ტოტები კვირტებით და ფოთლებით (ან ფოთლებით და ნაყოფით) დააქუცმაცეთ, 3 ლ წითელი ღვინო დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ, 2 გრ დარიჩინი და 30 გრ თაფლი დაუმატეთ. 100 მლ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

გარდა ამისა, სისხლძარღვების სისტემის გასაახალგაზრდავებლად, ყურებში ხმაურის გასაქრობად კარგ საშუალებად ითვლებას ასეთი „სამეფო წამალი“ წმინდა ჰილდეგარდის რეცეპტით: 100 გრ კუნელის ახლახანს გაშლილი კვირტები ან ყვავილები დააქუცმაცეთ და 30 გრ თაფლი, 1 გრ ვანილი და 1 გრ დარიჩინი დაუმატეთ, 700 მლ კონიაკი დაასხით და 24-ჯერ შეანჯღრიეთ. 12 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. 20 მლ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასეთი მედიკამენტით 2-3 თვიანი მკურნალობის შემდეგ გულის ტკივილი  ქრება, თავის ტვინის სისხლძარღვების აღდგენის წყალობით მეხსიერება უმჯობესდება, ყურებში ხმაური ქრება, ფეხების შეშუპება მცირდება და ა.შ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი