ნატურალური ნარევი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

157

„შევამჩნიე, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი თმა მცვივა. სპეციალური შამპუნის გამოყენება შედეგს არ იძლევა. მსურს, რაიმე დამხმარე საშუალებების შესახებ რჩევები მივიღო. პატივისცემით, იანა.“

წერილს პასუხობს ელენა სვიტო, ხალხური მკურნალი და ნატუროპათი.

მკითხველს ვურჩევ თაფლის რეცეპტის გამოყენებას, რომელიც თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება: 200 გრ ყვავილის მტვერს 100 მლ წყალი დაასხით და გასიება აცადეთ. შემდეგ 1 კვერცხის გული დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი თმაზე წაისვით და 15 წუთით შეიზილეთ. ამის შემდეგ ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ – ცივი წყლით. ასეთი პროცედურა შედეგის მიღებამდე გაიკეთეთ, სანამ თმა ბზინვარე არ გახდება და თმის ცვენა არ შეწყდება. ნარევი ქერტლის და კანის ზოგიერთი დაავადების დროსაც ეფექტურია.

გარდა ამისა, თვეში მინიმუმ ერთხელ თავის დაბანის ქიმიურ საშუალებებზე უარის თქმას და ნატურალური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. ჩვენს ბებიებს ფუმფულა თმა ჰქონდათ, მაგრამ ისინი ქათმის კვერცხის გულით იბანდნენ და ჭინჭრის ან ოროვანდის ფესვების ნახარშს ივლებდნენ. ასევე თმაზე გადასავლებად ეთერზეთების შემცველ სხვადასხვა მცენარეებს იყენებდნენ – პიტნა, ცისკარა, ბეგქონდარა და ა.შ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს