გულის შეტევის მომასწავლებელი სიმპტომები, რომელთა ამოცნობაც გვიჭირს და უგულვებელვყოფთ.

0
577

ფილმებში ხშირად ვხედავთ, თუ ადამიანები უეცრად გულზე ხელს როგორ იჭერენ და აუტანელი ტკივილით იტანჯებიან. გულის შეტევის ან მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები განსხვავებულია: მკერდზე ინტენსიური ზეწოლიდან დაწყებული ყრუ ტკივილით და წვის შეგრძნებით დამთავრებული. უმეტესი გამაფრთხილებელი ნიშნები ცხადი არაა.

ბოლო კვლევის თანახმად, ინფარქტის შემდეგ ადამიანების დაახლოებით 95% ამბობდა, რომ სიმპტომებს ინფარქტამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრეც კი გრძნობდნენ. ეს სიმპტომები გულის „სტანდარტულ“ ტკივილს არ ჰგავდა, ამიტომ ყურადღებას არ აქცევდნენ. ასეთ სიმპტომებს „ჩუმ გულის შეტევას“ უწოდებენ, მაგრამ ისინიც სახიფათოა.

რა იწვევს გულის შეტევას?

უმეტეს შემთხვევაში გულის შეტევა გამოწვეულია გულის იშემიური დაავადებით, რომლის დროსაც კორონალური არტერია მის კედლებზე ათერომას (ცხიმოვანი მასალა) დაგროვების გამო მუდმივად ვიწროვდება. ათერომამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბის ფორმირება, რომლის დროსაც არტერია იბლოკება და გული სისხლის და ჟანგბადის გარეშე რჩება, რაც გულის კუნთებს აზიანებს. ეს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ან კორონალური თრომბოზია. ითვლება, რომ გულის შეტევების 25-30 % „ჩუმია“. ამასთან ტიპიური სიმპტომები, გულმკერდში ტკივილი არ ვლინდება. ეს შეიძლება იყოს საერთო სისუსტე რამდენიმე საათით, რომელსაც ახლავს ყბის ტკივილი ან სიმპტომები, რომლებიც საჭმლის მოუნელებლობას ჰგავს. ამ შემთხვევაში სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

აი, გულის შეტევის რამდენიმე გავრცელებული „ჩუმი“ სიმპტომი, რომლებსაც ხშირად უგულებელყოფთ.

მუცლის ტკივილი. ყრუ ტკივილი ან წვის შეგრძნება ეპიგასტრალურ რეგიონში (მუცლის ზედა ნაწილში). ტკივილი ყოველთვის გულმკერდის ცენტრში არ ვლინდება. გულის დახშობამ შეიძლება კუჭის აშლილობის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს: გავსებული კუჭი, შებერილობა და ყლაპვის პრობლემები. თუ სიმპტომები 2 დღეზე მეტხანს გრძელდება, ექიმს უნდა მიმართოთ.

ტკივილი ყელსა და ყბაში. ყბის ირგვლივ ან ყელში აუტანელი ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება ასევე სახიფათო ნიშანია. როგორც წესი, ყველაფერი უმნიშვნელო დისკომფორტით იწყება, მაგრამ თუ მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდება, სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახოთ.

ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში. მას ხშირად კუნთების ტკივილად მიიჩნევენ, მაგრამ შეიძლება გულის შეტევის ჩუმი ნიშანი იყოს. თუ ეჭვი გეპარებათ, ექიმს მიმართეთ.

ქოშინი. მოულოდნელი ქოშინი გულმკერდში ტკივილის გარეშე – გულის შეტევის შესაძლო ნიშანია, თუმცა ასეთი სიმპტომი მოხუცებში ან დიაბეტიკებში ხშირად გვხვდება. გულმკერდის ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ჟანგბადის უკმარისობა გულის კუნთებში. ქოშინი კი იმის გამო ვითარდება, რომ გული სისხლს საჭირო რაოდენობით ვერ ქაჩავს.

თავბრუსხვევა და ოფლდენა. ისინი გავრცელებული ნიშნებია. ოფლდენა აუტანელ ტკივილზე ნორმალური რეაქციაა, გონების დაკარგვა კი არტერიული წნევის შემცირებით და ჟანგბადის უკმარისობით არის გამოწვეული.

დაჭიმული კუნთები. თუ ტკივილი გულმკერდში მარცხენა ან მარჯვენა მხარეს ვრცელდება, ეს შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს. ხშირად ინფარქტის გადატანის შემდეგ ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ისეთი შეგრძნება, თითქოს კუნთები დაეჭიმათ და მეორე დღეს ელოდნენ, სანამ გულის შეტევის გამო კვლავ საავადმყოფოში არ აღმოჩნდნენ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი