დროულად დაუთმეთ ყურადღება ვენების ვარიკოზს, ეს მცენარეები საგანგაშო მდგომარეობას აგარიდებთ.

653

ფეხის ვენების ვარიკოზული გაფართოება წარმოიქმნება ვენური სარქველების თანდაყოლილი უკმარისობით ან იმ პირობებში, რომლებიც სისხლის გადინებას აფერხებენ: ვიწრო სახვევი, დიდხანს ფეხზე დგომა, ვენური თრომბოზი, სიმსუქნე, ორსულობა. ვენების გაფართოება შეიძლება შეგხვდეთ საყლაპავში, სწორი ნაწლავის ირგვლივ, საშვილოსნოს ვენურ წნულში, ხოლო მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვალში და სათესლე არხში. ამ პრობლემის დროს ექიმთან ვიზიტის დაყოვნება არ ღირს, ამ შემთხვევაში მცენარეებიც დაგეხმარებათ.

  • თანაბარი პროპორციით მუხის და ტირიფის ქერქი აურიეთ. 3 მუჭა ნარევი 20 წუთით 5 ლ წყალში ხარშეთ. ყოველდღიურად ფეხის აბაზანისთვის გამოიყენეთ (იგივე ნახარში 3 პროცედურაზე გამოგადგებათ).
  • ამავდროულად, დალიეთ ასეთი ჩაი: თანაბარი პროპორციით ჩვეულებრივი ცირცელის და არნიკას ყვავილები, ჭანგას ფესურა. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დღეში 2-3 ჭიქა დალიეთ.
  • 20 გრ კოთხუჯის ფესურას 0,5 ვაშლის ღვინო დაასხით. ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირა შეინახეთ. გადაწურეთ და 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
  • სამკურნალო ლაშქარას ახალი ფესვები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, სიმინდის ზეთი მოასხით, აურიეთ. მიღებულ ფაფა სელის ქსოვილს წაუსვით და მტკივნეულ ადგილას შეიხვიეთ. ასევე შეგიძლიათ ხმელი ფესვები ფხვნილის მიღებამდე დაფქვათ, მდუღარე წყალი დაასხათ, ცოტა სიმინდის ზეთი დაუმატოთ, კარგად აურიოთ და შემდეგ ისე გააკეთოთ, როგორც წინა რეცეპტში.
  • ნახევარლიტრიანი ბოთლის ½ ნაწილი კალანჰოეს (ნებისმიერი სახეობა) დაქუცმაცებული ახალი ფოთლებით გაავსეთ, არაყი დაასხით და 1 კვირა დააყენეთ. მიღებული ნაყენი ფეხებში (ტერფიდან ზემოთ) შეიზილეთ. პროცედურა ტკივილს სწრაფად აქრობს. თუ კალანჰოეს ნაყენს რამდენიმე თვე გამოიყენებთ, კანის ზედაპირიდან ვენური ბადე გაქრება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს