მცენარეული ნაკრების ჩაი, რომლის წყალობითაც ნებისმიერი ანთებითი პროცესი უკან დაიხევს.

438

ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს თირკმლების ფუნქცია უარესდება, ამიტომ 3 კვირის განმავლობაში თირკმლის ჩაი უნდა დალიოთ.

ამისთვის ასეთი ნაკრები მოამზადეთ:

  • 15 გრ მინდვრის შვიტა
  • 10 გრ ჭინჭარი (სჯობს გაზაფხულზე შეგროვებული)
  • 8 გრ მატიტელა
  • 6 გრ კრაზანა

ბალახების რაოდენობა დაახლოებით 3 კვირაზეა გათვლილი. მწიკვი ნაკრები 1 ჭიქა მდუღარე წყალში 10 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. დარჩენილ ჩენჩოს 2 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, 10 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. ამის შემდეგ მიღებული ნაყენი და ნახარში აურიეთ. სამკვირიანი კურსის შემდეგ 2-3 კვირა შეისვენეთ.

თირკმლის მწვავე ქრონიკული დაავადების დროს იღებენ ასეთ ნაკრებს:

  • 4 გრ ცხვირისატეხელას ბალახი
  • 5 გრ დათვისკენკრას ფოთლები
  • 3 გრ არყის კვირტები
  • 2 გრ მინდვრის შვიტას ბალახი

ამ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით ღუმელში გააჩერეთ, შემდეგ 5-10 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. ყოველ საათში თითო სუფრის კოვზი ნახარში დალიეთ. მკურნალობის დროს უმარილო, რძის დიეტა უნდა დაიცვათ, წოლითი რეჟიმი დაიცვათ და ყოველ მეორე დღეს აბაზანა მიიღოთ.

ჩვენი რედაქცია ყოველდღიურად ცდილობს გაამდიდროს თქვენი საოჯახო აფთიაქი, ძალიან სასარგებლო მცენარეული (ხალხური) საშუალებებით და სხვა საინტერესო ინფორმაციით. გთხოვთ გაზიარებებით მოგვეხმაროთ მივიტანოთ ეს ინფორმაციები უფრო ფართო მასებამდე, წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს