მეზობელმა ბებიამ მასწავლა ცისტიტის სამკურნალო მარტივი რეცეპტი, რომელიც ძალიან მომიხდა.

0
666

ცისტიტი – შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. გამოწვეულია ბაქტერიებით, პათოგენური სოკოებით, რომლებიც შარდის ბუშტში აღმავალი (თირკმლებიდან) ან დაღმავალი (შარდსადინარი), ჰემოპოეტური (ანგინა, გრიპი, ადენოვირუსული დაავადება) და ლიმფოგენური (მსხვილი ნაწლავი, სასქესო ორგანოები) გზებით ხვდება.

ცისტიტის მკურნალობაში წამყვანი ადგილი უჭირავთ მცენარეებს, რომელთა ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული მოქმედება აქვთ და შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის აღდგენას ხელს უწყობენ.

  • აიღეთ 20-20 გრ ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი, თეთრი არყის კვირტები, ჩვეულებრივი დათვისკენკრას ფოთლები, 10-10 გრ ჩვეულებრივი მარმუჭის ბალახი და ჩვეულებრივი კოთხუჯის ფესვები. 2 ს/კ ნარევს 500 მლ წყალი დაასხით, 5-7 წუთით ადუღეთ, 30 წუთით დააყენეთ. 100 მლ ნახარში დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • შვრიის ბალახი ან ჩალა, მაისის ასკილის ნაყოფი, ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახი, ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი, ველური ვარდკაჭაჭას ფესვები 10-10 გრამი აიღეთ. 1 ს/კ ნარევი 500 მლ მდუღარე წყალში 4 საათით დააყენეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ.

ქრონიკული მორეციდივე ცისტიტის დროს შეიძლება შარდის რეაქცია შეიცვალოს.

  • მჟავე რეაქციის დროს თერაპიული ეფექტისთვის იყენებენ ასეთ ნაკრებს: 20-20 გრ ჩვეულებრივ კოწახურის ქერქი, ჩვეულებრივი ოქროწკეპლას ბალახი, ჩვეულებრივი ასფურცელას ყვავილები და წითელი მოცვის ფოთლები, 10 გრ ოფის კვირტები. 2 ს/კ ნარევს 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 50-70 მლ დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.
  • ტუტე რეაქციის დროს რეკომენდებულია ასეთი ნაკრები: 10 გრ მინდვრის ქაფუნას ბალახი, 15 გრ მინდვრის შვიტას ბალახი, 15 გრ ჩვეულებრივი კრაზანას ფოთლები, 20 გრ ჭინჭრის ფოთლები, 20 გრ თეთრი არყის ფოთლები. მოამზადეთ და გამოიყენეთ ისე, როგორც წინა რეცეპტში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი