სახსრებს “საპოხი” სჭირდებათ: როგორ მოვიქცეთ

895

სიარულის დროს სახსრები მტკივა და ხმებს გამოსცემს, მეუხერხულება მათთან, ვინც ჩემ გვერდითაა. რას მირჩევთ? პატივისცემით, ქ. ე.

თავის წიგნში “მესამე ასაკის სამკურნალო სახელმძღვანელო”, უკრაინის დამსახურებული ექიმი, უმაღლესი კატეგორიის ნევროპათოლოგი, ვლადიმერ ბერსენევი აღნიშნავს, რომ სახსრების ხმაური დაავადების პირველი ნიშნებია. ამიტომ, შესაძლო სავალალო შედეგების, ქიმიური პრეპარატებისა და ქირურგიული ჩარევის თავიდან ასაცილებლად, უნდა მიიღოთ შემდეგი ზომები:

სახსრების ტკივილების შესაწყვეტად, გარკვეული დროით შეზღუდეთ ხორცის მოხმარება. არაქიდონური მჟავა, რომელსაც ხორცი აუცილებლად შეიცავს, სახსრების ანთებითი პროცესების ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. ამასთან, შეიტანეთ მენიუში ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც პროსტაგლანდინებს შეიცავს – იგი არბილებს ანთებით პროცესებს. ასეთ მჟავებს დიდი რაოდენობით შეიცავს სიმინდი, სოიო, ხახვი, ნიორი, ლობიო, მზესუმზირის თესლი, გაღვივებული მარცვლეული.

სახსრებში ხმაური მათში საპოხი ნივთიერების უკმარისობაზე მიუთითებს. ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ სატაცურის, ნივრის, სოკოს, კომბოსტოსა და კარტოფილის მოხმარება. განსაკუთრებით, E ვიტამინთან ერთად, რომელსაც შეიცავს სოიო, ზეთისხილი და სხვადასხვა ზეთი. C ვიტამინი ამცირებს სისხლძარღვების კედლებიდან ჰისტამინის გამოტყორცნას, რომელიც ტკივილის ერთ-ერთი მიზეზია.

სახსრების შეშუპების დროს, გირჩევთ ანანასისა და პაპაიას მოხმარებას, რადგან ისინი სამკურნალო ნივთიერებებს შეიცავს.

გამაჯანსაღებელი სალათი სახსრებისთვის: 2 ულუფისთვის აიღეთ 250 გ სატაცური, 200 გ ჩინური კომბოსტო, 125 გ ნედლი შამპინიონები, 2 პომიოდირ, 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1/2 ლიმონი, 2 ს.კ. თეთრი ღვინო, 1 ვაშლი, სურნელოვანი პილპილი, ოხრახუში, 3 ს.კ. ზეთი, მარილი გემოვნებით. დაქუცმაცებულ კომბოსტოსა და სატაცურს 1-2 წუთით აგდებენ მდუღარე წყალში. ჭრიან სოკოებს, დამდუღრულ პომიდვრებს კი ფცქვნიან და ჭრიან 8 ნაჭრად. უმატებენ ლიმონის წვენს, ღვინოს, ზეთს, პილპილსა და მარილს. ამ მარინადს ასხამენ ბოსტნეულს და ტოვებენ 15 წუთით. მირთმევამდე, აფორმებენ მწვანილითა და ვაშლის ნაჭრებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს