უკვე თითქმის 1 წელია, რაც ცხვირში პოლიპები გამიჩნდა, ექიმი ოპერაციას მთავაზობს. ახალგაზრდა აღარ ვარ და არ მინდა ოპერაციის გაკეთება. იქნებ, იცით ხალხური საშუალება ამ უსიამოვნების სამკურნალოდ? პატივისცემით, პ.რ.
წერილს პასუხობს ექიმი ნატუროპათი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო.
სახალხო მკურნალი გვირჩევს ცხვირის პოლიპების მოშორებას ქრისტესისხლას ნახარშის გამოყენებით. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით. დაუმატეტ 1 ს.კ. მარილი და ჩაიწვეთეთ სავსე პიპეტით ცხვირში, გამოივლეთ რამდენჯერმე ზედიზედ.
ექიმი რუდოლფ ფრანეცი, ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ, გვირჩევს ასეთ რეცეპტს: შეურიეთ დაქუცმაცებული მინდვრის შვიტა (40გ), ტუხტის ფესვი (20 გ), ჭინჭრის ფესვი (20 გ), გულყვითელას ყვავილები (20 გ), ქრისტესისხლას ბალახი (10 გ) და პიტნა (5 გ). ხარშეთ 3 ს.კ. მასა 1 ლ წყალში, 15 წუთით. ოდნავ გააგრილეთ და გადაწურეთ. ნახევარი ლიტრი ნახარში მიირთვით დღის განმავლობაში, 0.5 ლ კი გამოიყენეთ ცხვირის გამოსავლებად (მარილის დამატებით). გამოირეცხეთ დღეში 4-5-ჯერ, ყოველი პროცედურის შემდეგ, სასურველია ნესტოებში თითო წვეთი კრაზანის ზეთის ჩაწვეთება.