როგორ მოვიშოროთ ფურუნკულოზი (ძირმაგარა).

1260

„მირჩიეთ, როგორ ვუმკურნალო ფურუნკულოზს ზრდასრული ადამიანში. პატივისცემით, ვლადიმერი“.

წერილს პასუხობს ელენა სვიტკო, ნატუროპათი და ხალხური მკურნალი.

პირველ რიგში, ფურუნკულოზის მკურნალობა შიგნიდან, ანუ სისხლის გაწმენდით იწყება. ამ მიზნით შემდეგი მცენარეების ნაყენს ამზადებენ: 20-20 გრ ვარდკაჭაჭას ფესვები, ლობიოს პარკი, შვრიის ჩალა, კრაზანას ბალახი, ანწლის და ხახვისთავას ყვავილები, 10 გრ მინდვრის შვიტა. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ. 200 მლ ნაყენი თაფლთან ერთად ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. გამაჯანსაღებელი კურსი – 14 დღიდან 1 თვემდე (ექიმის ან ნატუროპათის რეკომენდაციით).

ფურუნკულოზის (ასევე დერმატიტის, ლიქენის, წყლულების) დროს ეფექტურია ყველასთვის კარგად ცნობილი ნემსიწვერას ნახარში. 1 ს/კ ნემსიწვერას დაქუცმაცებულ ხმელ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 5-7 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. გარეგანი გამოყენებისთვის ნახარშს წყალში 1:2 პროპორციით აზავებენ. გამაჯანსაღებელი კურსი გამოჯანმრთელებამდე.

კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს კომპრესებს. მაგალითად, 1-2 ს/კ ზღვის მარილი ფქვილის მიღებამდე დაფქვით, ხახვი ღუმელში გამოაცხვეთ და ჯერ კიდევ ცხელი საცერზე გახეხეთ. 1-2 ს/კ გახურებული ცისფერი თიხა დაუმატეთ და აურიეთ. თბილი კომპრესი დაზიანებულ ადგილას მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურას სრულ გამოჯანმრთელებამდე და ძირმაგრის გახსნამდე იკეთებენ.

ძირმაგარზე შეგიძლიათ ჭვავის ფქვილის კომპრესი დაიდოთ. 50-70 გრ ჭვავის ფქვილი ღუმელში გააცხელეთ, მარლის ტომარაში ჩაყარეთ და ჩირქოვან ძირმაგარზე დაიდეთ. ასევე შეგიძლიათ გაცხელებული ჭვავის პურის ნაჭერი გამოიყენოთ.

გარდა ამისა, ფურუნკულოზის დროს დიეტა უნდა დაიცვათ. რაციონიდან გამორიცხეთ ფქვილის, სახამებლის შემცველი პროდუქტები (თეთრი ბრინჯი, კარტოფილი, პურის ნაწარმი და ა.შ.). დღეში ერთხელ მიიღეთ მცენარეული სორბენტი ქატოს, ვაშლის პექტინის, მცენარეული უჯრედისის სახით ბოსტნეულის და ხილის ხარჯზე. ასევე, მიიღეთ უმი გოგრის და მზესუმზირას თესლი, უმი კაკალი, გაღვივებული ხორბლის და ბარდის მარცვლები, სოიო, ოსპი, ქერი, შვრიის ფანტელები და შვრიის ფქვილი, ძროხის ღვიძლი და წიწილის ხორცი, სოკო, კურდღლის ხორცი, კვერცხის გული და ა.შ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს