საშუალება, რომლის წინააღმდეგ პაპილომა უძლურია. მოქმედი საშუალება ყანებიდან და ბოსტნებიდან.

0
614

სხეულზე, კისერზე, ზურგზე ხორცმეტები გამიჩნდა. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიშორო ისინი და ხომ არ არის ეს ონკოლოგიური დაავადების ნიშანი? პატივისცემით, ვ.დ.

წერილს პასუხობს ექიმი-დერმატოლოგი, ანა პილიპჩუკი.

პაპილომა კეთილთვისებიანი წანაზარდია, რომელიც სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილებისგან შედგება და დაფარულია შემაერთებელი ქსოვილით. პაპილომა შეიძლება ემაგრებოდეს ფეხს ან უფრო ფართო ძირს. ხორცმეტები შეიძლება გაჩნდეს როგორც გარეთ, სხეულზე, ისე შინაგან ორგანოებზეც.

ხალხური მედიცინა გვირჩევს პაპილომებზე ქრისტესისხლას, მჟავე ვაშლისა და შტოშის წვენის წასმას დღეში 5-6-ჯერ. ასევე, გამოიყენება აფთიაქის ფორმა მცენარე პოდოფილისა – 10-20%-იანი ნაყენი უნდა წაისვათ პაპილომაზე ისე, რომ არ შეეხოთ ჯანმრთელ კანს.

გარდა ამისა, პაპილომების სამკურნალოდ მიირთმევენ ქრისტესისხლას წვენსაც, თუმცა იგი მაისში, მცენარის აყვავებამდე უნდა მომზადდეს, დაკონსერვდეს სპირტის (20%-იანი ნაყენი) ან არყის (1:1 თანაფარდობა) გამოყენებით. მიღება უნდა დაიწყოთ 1 წვეთით, დღეში სამჯერ, დოზა კი თითო წვეთით გაზარდოთ 20-30-მდე (ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით). წვენი მიიღება ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად, დააყოლეთ რძე, თირკმლები რომ არ გაღიზიანდეს (ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა). მკურნალობის დროს, ყურადღება მიაქციეთ შარდში ცილების რაოდენობას – მისი მომატება რომ აიცილოთ თავიდან.

გულისრევის შეგრძნების დროს, 2-3 დღით შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ წვენის მოხმარება თავიდან, თითო წვეთით შეამცირეთ რაოდენობა.

სიმსივნის პროფილაქტიკისთვის, ჩვენი წინაპრები ყოველთვე, სამდღიან კურსებად იღებდნენ ქრისტესისხლას ნაყენს. 1 ჩ.კ. ბალახს ასხამდნენ 200 მლ მდუღარე წყალს, აყენებდნენ 15-20 წუთით. მიირთმევდნენ 0.5 ჭიქას დღეში სამჯერ.

პაპილომას მოშორება შეიძლება ოპერატიული ჩარევითაც, ლაზერო- და კრიოდესტრუქციის, ელექტროკოაგულაციის გამოყენებით. ეს უნდა გააკეთონ მხოლოდ კლინიკების სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ, არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ კოსმეტიკურ სალონებს!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი