ამ 5 ხრიკის წყალობით თქვენი სარეცხი მანქანა ყოველთვის სუფთა და მბზინავი იქნება

2063

ჯერ კიდევ მახსოვს ის დრო, როცა სახლში ავტომატური სარეცხი მანქანა არ მქონდა. ნახევრად ავტომატური, ხელით რეცხვის მანქანა არც თუ ისე კომფორტული და სწრაფი იყო.

ავტომატური სარეცხი მანქანის შეძენის შემდეგ რეცხვისგან ნამდვილი კმაყოფილება მივიღე და მისი უპრეტენზიო მუშაობით რამდენიმე წელი  სიამოვნებას ვიღებდი.

დროთა განმავლობაში სარეცხი მანქანის ნიჟარიდან უსიამოვნო სუნს ვგრძნობდი. წყალს უფრო ცუდად აცხელებდა, რაც რეცხვის ციკლს და, შესაბამისად, ელექტროენერგიის ხარჯს ზრდიდა.

ამან იმედი გამიცრუა, მაგრამ პრობლემის შესწავლის შემდეგ მივხვდი – გაწმენდის დროა!

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა

ინსტრუქციის კარგად შესწავლის და უამრავი ვიდეოს „როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ჭუჭყისგან“ ყურების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ მანქანის ყველა ელემენტს გაწმენდა სჭირდება: ნიჟარის შიდა ნაწილიდან დაწყებული სადრენაჟო ფილტრით დამთავრებული.

„პაპარაცმა“ 5 მარტივი ხრიკი შეარჩია, რომლის წყალობით დაბინძურებული სარეცხი მანქანა თქვენთვის პრობლემა აღარ იქნება. მათი დახმარებით სარეცხ მანქანას სწრაფად და ძალიან მარტივად გაასუფთავებთ.

1. სარეცხი მანქანის კარი

რეცხვის შემდეგ სველი არა მხოლოდ თეთრეული, არამედ მანქანის კარი რჩება. ეცადეთ, მანქანის კარი ყოველთვის ღია გქონდეთ, რომ ჭარბი ტენიანობის გამო მასში ობი არ გაჩნდეს.

2. მანჟეტის (რეზინის) გაწმენდა

სარეცხი მანქანის რეზინაში ბევრი ჭუჭყი და ობი გროვდება, ამიტომ მის გაწმენდას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ამის გაკეთებას ნებისმიერი სარეცხი საშუალების ან სოდის დახმარებით შეძლებთ.

თუ სარეცხ მანქანაში ბევრი ობი დაგროვდა, რომელსაც თან უსიამოვნო სუნი ახლავს, ძლიერმოქმედი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ქლორის შემცველი საშუალების ხშირი გამოყენება არასასურველია, რადგან მან შეიძლება რეზინის დეფორმაცია გამოიწვიოს.

გასაწმენდად ღრუბელზე შერჩეული საშუალება დააწვეთეთ. რეზინა ფრთხილად გამოსწიეთ და კორპუსის ლითონის ნაწილი გაწმინდეთ. იმავე მოძრაობით თავად მანჯეტი გაწმინდეთ. ფრთხილად იყავით, რეზინა ძალიან არ გაწელოთ და მისი დაზიანება არ გამოიწვიოთ.

3. ნიჟარის გაწმენდა ნადების მოსაშორებლად

ნიჟარაზე მინერალების და ნადების მოსაშორებლად მარტივი, მაგრამ ძლიერმოქმედი მეთოდი დაგეხმარებათ.

ნადები მაგნიუმის და კალციუმის მარილებისგან შედგება, ანუ მასზე ორგანული ან არაორგანული მჟავებით უნდა იმოქმედით. ასეთ მჟავას ნებისმიერ სახლში იპოვით. თქვენ ჩვეულებრივი ძმარი ან ლიმონმჟავა დაგეხმარებათ.

ლიმონმჟავას გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდი. თქვენ დაგჭირდებათ 1-6 შეფუთვა ლიმონმჟავა. ლიმონმჟავის რაოდენობა თქვენი სარეცხი მანქანის მოცულობასა და დაბინძურების სირთულეზე არის დამოკიდებული.

საშუალება ფხვნილის ჩასაყრელ ადგილას ჩაყარეთ და მანქანა მაქსიმალურ რეჟიმზე ჩართეთ.

4. უჯრის გაწმენდა

ინსტრუქციის მიხედვით უჯრა გამოიღეთ. სარეცხი ფხვნილის ძველი ნადები ნებისმიერი გამწმენდი საშუალების დახმარებით მოაშორეთ და შემდეგ უბრალოდ გაწმინდეთ.

ჟანგის ნადების მოსაშორებლად ძმრის და სოდის ნარევი გამოიყენეთ. უჯრა ამ ხსნარში დაასველეთ და 30 წუთით, ან რამდენიმე საათით გააჩერეთ.

5. სადინარი მილის გაწმენდა

თუ ფილტრს დიდი ხნის განმავლობაში არ გაწმენდთ, მანქანა ადრე თუ გვიან წყლის გადაღვრაზე უარს განაცხადებს. ამის გამო, წყალი ზემოთ ამოვა და შეიძლება გარეთ გადმოიღვაროს. საბედნიეროდ, ფილტრის გაწმენდა საკმაოდ მარტივია.

ამისთვის ფილტრის ყუთი გახსენით. როგორც წესი, სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილში მდებარეობს. თუმცა, სანამ თავსახურს გახსნით, იატაკზე პირსახოცი დააფინეთ და წყლის შესაგროვებლად ჭურჭელი დადგით.

სახურავი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით გახსენით და დაგროვილი ჭუჭყი და ნაგავი ამოიღეთ: ეს შეიძლება იყოს მონეტა, თმა, ბეწვი, კბილის ჩხირი და სხვა წვრილმანი ნივთი. გაწმინდეთ, თავსახური დაახურეთ და თავის ადგილას დააყენეთ.

ამ მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენი სარეცხი მანქანა არა მხოლოდ ახალივით იქნება, არამედ უკეთესად იმუშავებს. სარეცხი მანქანა სუფთა, ახალი და არომატული იქნება. ვიმედოვნებ, ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო იყო.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს