ლიფტინგის ეფექტი სახლის პირობებში – კვერცხის ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვის.

0
765

ქუთუთოს კანი ყველაზე თხელი და მგრძნობიარეა. პირველადსწორედ მასზე აღინიშნება ყველა უძილო ღამე, დიეტა, მოვლის ნაკლებობა. ამ ფაქტორების შედეგია მუქი წრეები და ტომრები თვალქვეშ, მიმიკური ნაოჭები და ნაკეცები, რომლებიც, ასაკთან ერთად, სულ უფრო ღრმავდება და კანის ტონუსს კარგავს.

დრო მხოლოდ იმათ არ ინდობს, ვინც უმოქმედოდაა! ბევრს ეჭვი ეპარება, თუმცა ქუთუთოების კანის დაჭიმვა არამხოლოდ პროფესიონალურ კოსმეტიკურ პროცედურებსა და ძვირადღირებულ კოსმეტიკას, არამედ ბუნების ძღვენებსაც შეუძლია.

ქათმის კვერცხით დამზადებული ნიღბები ქუთუთოებს აახლებს, ატენიანებს, აგლუვებს. პირველივე გამოყენების შემდეგ, კანი გაღიავდება, გაბრწყინდება, დაიჭიმება. წვრილი ნაოჭების ბადე გაქრება, ღრმები კი ნაკლებად თვალსაჩინო გახდება.

ჩვენმა რედაქციამ შეკრიბა რამდენიმე უბრალო, თუმცა ეფექტური რეცეპტი ქუთუთოების ნიღბებისთვის და ახლა ამ ნაკრებს თქვენ გიზიარებთ.

კვერცხის ნიღბები ქუთუთოებისთვის

კვერცხის ნიღაბი კარაქით

საშუალება შესანიშნავად კვებავს და აგლუვებს კანს. ეფექტურად ებრძვის ნაკეცებსა და მიმიკურ ნაოჭებს.

შეურიეთ 1 კვერცხის გული 1 ჩ.კ. დარბილებულ კარაქს. წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოების კანზე სქელ ფენად. დახუჭული თვალებით წამოწექით 20 წუთით. ეცადეთ, სახის კუნთები არ დაჭიმოთ. ნიღბის ნარჩენები ჩამოიწმინდეთ თბილ წყალში ჩალბობილი ბამბის დისკით.

კვერცხის ნიღაბი ჟოლოთი

ვიტამინებით სავსე ნიღაბი აგლუვებს წვრილ ნაოჭებს, შესამჩნევად აღიავებს და აახლებს კანს.

ჩანგლით დაჭყლიტეთ 2-3 ჟოლოს კენკრა, დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად მოურიეთ. წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოების კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კვერცხის ნიღაბი რძით

ნიღაბი ქუთუთოების დამჭკნარ კანს ახალგაზრდობას დაუბრუნებს: მსგავს სიმკვრივესა და სიახლეს ნამდვილად არ ელოდით!

შეურიეთ 1 ს.კ. მშრალი რძე 1 კვერცხის გულს. წაისვით ნიღაბი ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კვერცხის ნიღაბი თაფლით

უზრუნველყოფს თვალის გარშემო კანის კომპლექსურ გაახალგაზრდავებასა და დაჭიმვას. გვეხმარება “იხვის თათებთან” ბრძოლაში.

კვერცხის ცილას შეურიეთ 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი და 1 ჩ.კ. თაფლი. წაისვით მასა კანის ქვეშ, დააფარეთ დალბობილი ბამბის დისკები და გაიჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით ქუთუთოებზე ნებისმიერი დამატენიანებელი გელი.

კვერცხის ნიღაბი ლიმონითა და ოხრახუშით

ნიღაბს მძლავრი დამჭიმავი ეფექტი აქვს. აღიავებს მუქ წრეებს, ალაგებს ტომრებს, აგლუვებს და ამკვრივებს კანს.

ათქვიფეთ კვერცხის ცილა 0.5 ჩ.კ. ლიმონის წვენთან და 0.5 ჩ.კ. ოხრახუშის წვენთან ერთად. წაისვით ქუთუთოების კანზე, ნარჩენები გადაანაწილეთ მთელ სახეზე. დაელოდეთ შემადგენლობის სრულად გაშრობას, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამასთან, ეცადეთ კანი არ დაჭიმოთ.

გახსოვდეთ: ნებისმიერი ნიღაბი უნდა წაისვათ საგულდაგულოდ გაწმენდილ კანზე. გამაახალგაზრდავებელი პროცედურის დასრულებისთვის, გაიწმინდეთ სახე კოსმეტიკური ყინულით, სამასაჟე ხაზებზე ქვემოდან ზემოთ.

ეს ნიღბები 7-დღიანი კურსით უნდა გამოიყენოთ. ამის შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად, რიტუალი კვირაში ორჯერ გაიმეორეთ. არ დაივიწყოთ ყოველდღიური მოვლაც: დილა-საღამოს წაისვით ქუთუთოებზე სპეციალური მსუბუქი დამატენიანებელი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი