რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს ქალი კოსმეტიკის გარეშე, ჩვენ შორის არავინაა ისეთი, ვისაც არ სურს გარეგნობის გაუმჯობესება. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, გოგონები ინტერესს იჩენენ კოსმეტიკის მიმართ და ცდილობენ მისი გამოყენების ყველა ასპექტის დაუფლებას.
ერთი შეხედვით, ტუშის წასმაში ახალი არაფერია. თუმცა, 2020 წელს გაჩნდა მაკიაჟის ახალი ტრენდი – ფრანგული წამწამები. ოხ, ეს პარიზელი ქალბატონები – მათ მშვენივრად იციან, როგორ მოხიბლონ მამაკაცები ერთი შეხედვით. ასეთ მაკიაჟს ხომ “მელიის მზერა” დამსახურებულად ეწოდა.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გახადოთ მზერა უფრო მეტყველი, ზედმეტი ძალისხმევისა და ნერვების მოშლის გარეშე. მოდით, ფრანგი ქალბატონების მაკიაჟის საიდუმლოებში გავერკვეთ.
მელიის მზერა
1. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – ლაინერით ისრები უნდა დაიხატოთ.
შეიღებეთ ქუთუთოს გარე კუთხე, ისარი მიმართეთ ზემოთ (წარბის მიმართულებით). როცა ისრები მზად იქნება, შეიღებეთ ზედა ქუთუთოს ლორწოვანი ნაწილი შავი ფანქრით.
2. შემდეგ ეტაპზე გამოიყენეთ წამწამების ასაპრეხი, რომელიც წინასწარ ცოტათი უნდა შეათბოთ.
მოუჭირეთ ასაპრეხი წამწამებს, შუა თმებიდან თვალის გარე კუთხის მიმართულებით, დაელოდეთ 5-7 წამით და გაუშვით. გაიმეორეთ იგივე პროცედურა, წამწამების რიგის ბოლომდე, შედეგის გასამყარებლად.
3. წამწამები ჯეროვნად რომ აიპრიხება, წაისვით ტუში. ზედა წამწამების ღებვა დაიწყეთ პატარა თმებიდან, ხოლო ქვედა – მხოლოდ შუა წამწამებიდან. სხვათა შორის, თუ ქვედა წამწამების შეღებვა არ მოგწონთ, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ.
4. მელიის მზერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გახლავთ ვარცხნილობა.
ქუთუთოები ოდნავ რომ წამოწიოთ და თვალი უფრო რომ დაემსგავსოს ნუშს, თმა სწორად უნდა დაივარცხნოთ. ახალგაზრდა გოგონებს შეუძლიათ გვერდებზე ლამაზი ნაწნავები გაიკეთონ, შემდეგ კი აქციონ საინტერესო ვარცხნილობად ან უბრალოდ დამალონ თმის სიღრმეში, თმისსარჭების გამოყენებით.
სოლიდური ასაკის ქალბატონებმა კი უფრო მაღალ ვარცხნილობას უნდა მიანიჭონ უპირატესობა.
აი, ამ ოთხი მარტივი ნაბიჯის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ უზადო მაკიაჟს, აქცენტით თვალებზე.
როგორ გამოვიყენოთ ტუში სწორად
- 1 ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა კოსმეტიკური პროდუქტი ყველაზე შეუფერებელ მომენტში გათავდა. თუ ასეთი უსიამოვნება თქვენს ტუშს შეემთხვა, ახლის ყიდვა კი არ შეგიძლიათ, ნუ იდარდებთ. უბრალოდ მოათავსეთ მჭიდროდ დახურული ტუბი ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში და დაელოდეთ 10 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ, ტუბი მესამედამდე მაინც გაივსება – ეს იმიტომ, რომ მისი შიგთავსის დიდი ნაწილი კედლებზე იყო მიმხმარი, ცხელმა წყალმა კი იგი დაადნო და გამოყენებისთვის კვლავ მზადაა.
- ტუშის წასმას ხშირად მოჰყვება სხვადასხვა უსიამოვნება. მათი თავიდან აცილების მიზნით, უბრალოდ გამოიყენეთ ქაღალდი ან პლასტიკური ბარათი წამწამების შეღებვისას.სანამ ფუნჯს წამწამებზე წაისვამდეთ, დაიდეთ ზედა ქუთუთოზე ბარათი ან ქაღალდი. ასე აღარ იფიქრებთ იმაზე, რომ დაჩრდილული ქუთუთო დაგესვრებათ.
- მზერა უფრო იდუმალი და უნაკლო რომ გახდეს, გამოიყენეთ ფუნჯი ფუმფულა ბუსუსებით. უბრალოდ მსუბუქად დააჭირეთ იგი წამწამების რიგის ბოლოს და ოდნავ გაუსვით.ასე თქვენ ლამაზად შეიღებავთ სივრცეს თმებს შორის, წამწამებს ერთმანეთისგან დააშორებთ და შემატებთ მოცულობას.
- დაბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ წყალგამძლე ტუშიც. წვიმიან ამინდში, იგი შეუცვლელია, თუმცა ზოგიერთი გოგო სპეციალურად უგულებელყოფს მის არსებობას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ჩამობანა ნამდვილი გამოცდაა.
რეალურად, თუ წამწამებზე ჯერ ჩვეულებრივ, ხოლო შემდეგ წყალგამძლე ტუშს წაისვამთ, მაკიაჟის მოშორება საერთოდ არ გაგიჭირდებათ.
იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ და მაკიაჟის გაკეთების პროცესს უფრო სასიამოვნოდ აქცევს.
თქვენ გაქვთ არსენალში მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.