5 მარტივი ხრიკი, რომლებიც სარეცხი მანქანის ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს

627

ნებისმიერი ქალი დაამტკიცებს, რომ სარეცხი მანქანის გარეშე ყოველდღიურ საქმეებს გაცილებით რთულად გაუმკლავდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ რეცხავდნენ ჩვენი ბებიები თეთრეულს ხელით, რამხელა ძალისხმევა და დრო სჭირდებოდათ ამისთვის, და ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკას უფრო მეტად დააფასებთ.

ამიტომ, არ დაივიწყოთ paparazzi-ს რედაქციის მიერ მოწოდებული მარტივი ხრიკების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ მანქანის მუშა მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნებაში. საყვარელი დამხმარე ხომ უნდა გაანებივროთ და ყველანაირად მოუაროთ.

როგორც კი შენიშნავთ, რომ სარეცხი მანქანა ჩვეულებრივად აღარ მუშაობს, მაგალითად, წყალს იმდენად აღარ აცხელებს, ან რამე სხვა პრობლემა აქვს, ესე იგი, მანქანის წმენდის დრო მოვიდა.

უმჯობესია, ეს დროულად გააკეთოთ, გლობალური ცვლილებების დაწყებამდე. თითოეული მანქანისთვის ინსტრუქციას ყოველთვის ახლავს რეკომენდაციები მანქანის წმენდასთან დაკავშირებით. ჩვენ კი გთავაზობთ ზოგად რჩევებს, რომლებიც უნივერსალურია ყველა მანქანისთვის.

1. შემავსებელი რეზინი

იგი ყველაზე პირველი ჭუჭყიანდება. მის გასაწმენდად უნდა მოიმარაგოთ სპეციალური საშუალება ან ჩვეულებრივი სოდა აიღოთ. რეზინის ობისგან გასაწმენდად, უბრალოდ გაწმინდეთ რეზინის ქვეშ მეტალის კორპუსის ნაწილი და თავად რეზინა მცირე რაოდენობის ქლორით.

2. კარი

ეცადეთ, მანქანის კარი ყოველი რეცხვის შემდეგ გაწმინდოთ, ნესტი რომ არ შერჩეს. ასე ობის გაჩენას შეუშლით ხელს. ასევე, რეცხვის შემდეგ, კარი ღია უნდა დატოვოთ.

3. ფხვნილის განყოფილება

იგი საკმაოდ რეგულარულად უნდა გარეცხოთ, რათა ჟანგის ლაქებისა და ობის გაჩენას შეუშალოთ ხელი. ამ უჯრის გარეცხვის შემდეგ, იგი კარგად უნდა გააშროთ. თუ ჟანგის ლაქები უკვე გაჩნდა, ჩაასხით დანაყოფში სოდისა და ძმრის ნარევი და გააჩერეთ რამდენიმე საათით.

4. ნადები

ეს მარილოვანი დაგროვებები ჩვეულებრივი ძმრით თვალის დახამხამებაში მოშორდება. თუ ძმარი არ გაქვთ, გამოიყენეთ ლიმონმჟავა. ამისთვისფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ ლიმონმჟავა და ჩართეთ სარეცხი მანქანა გრძელ ციკლზე, მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

5. ფილტრი

სარეცხი მანქანის ეს მნიშვნელოვანი დეტალი რეგულარულად უნდა გაწმინდოთ. წმენდის დაწყებამდე, ფილტრის ქვეშ დადგით ცარიელი თასი იმ შემთხვევისთვის, თუ მანქანაში წყალი იქნება დარჩენილი. ფილტრის თავსახური ფრთხილად დაატრიალეთ, გაწმინდეთ ფილტრი ჭუჭყისგან და გააშრეთ. ახლა უკვე შეგიძლიათ, ფილტრი უკან დააბრუნოთ და პანელი მიამაგროთ.

იმედია, ეს მარტივი ხრიკები დაგეხმარებათ მანქანის იდეალურად გაწმენდაში, რადგან სწორედ ესაა მისი ხანგრძლივი მუშაობის წინაპირობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს