როგორ გავაორმაგოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალების მოქმედება, მხოლოდ 1 კომპონენტის დამატებით

283

ჭურჭლის რეცხვისთვის განკუთვნილი ყველა საშუალება ერთნაირად მაინც ვერ უმკლავდება ცხიმიან ჭურჭელს. საყოფაცხოვრებო ქიმიის ოჯახის ზოგიერთ წარმომადგენელს კი ძალიან უჭირს ასეთ დავალებასთან გამკლავება. როგორც წესი, მსგავსი საშუალებები, პირდაპირ კონკურენტებთან შედარებით, ძალიან იაფი ღირს.

თუ თქვენ სუსტი ჟელე შეიძინეთ (ან მუდმივად იმავეს ყიდულობთ) და გრძნობთ, რომ იგი ვერ უმკლავდება თავის უშუალო დავალებას, paparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებული რჩევა სწორედ თქვენთვისაა. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუ სარეცხი სითხის მოქმედებას გააძლიერებთ, თანაც მხოლოდ ერთი კომპონენტის დამატებით.

როგორ გავაორმაგოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალების ძალა

ჟელეში მხოლოდ ერთი “ჯადოსნური” კომპონენტის დამატებით, მის მოქმედებას მნიშვნელოვნად გააძლიერებთ. ეს ინგრედიენტი კი, დიდი ალბათობით, სამზარეულოს კარადაში გაქვთ.

თქვენ მხოლოდ საკვები სოდა დაგჭირდებათ, მეტი არაფერი. სწორედ მისი დახმარებით გააორმაგებთ ჭურჭლის სარეცხი სითხის ძალას.

ასე თქვენ მიიღებთ აბრაზიულ ფხვნილისებრ საშუალებასა და ჩვეულებრივ, თხევად შორის რაღაც საშუალოს.

აიღეთ 500 მლ მოცულობის სუფთა ჭურჭელი და ჩაყარეთ მასში 3-4 კოვზი სოდა. დაასხით მას ცხელი წყალი ჭურჭლის ნახევრამდე. მოურიეთ და დაელოდეთ სოდის გახსნას. ამის შემდეგ, სოდის ხსნარს დაუმატეთ ზემოხსენებული სარეცხი ჟელე და გაავსეთ ჭურჭელი. კარგად მოურიეთ. გადაასხით თავსახურიან ჭურჭელში და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

სულ ესაა, ძლიერი საშუალება მზადაა. ახლა ჭურჭლის რეცხვა გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, აბრაზიული საშუალების დამატების წყალობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს