3 ეფექტური ნიღაბი სტრიების საწინააღმდეგოდ, რომელთა დამზადება სახლშიც შესაძლებელია.

0
325

სამწუხაროდ, სტრიების სრულად მოშორება შეუძლებელია. თუმცა, მათი მნიშვნელოვნად გაფერმკრთალება ნამდვილად შეგიძლიათ.მთავარია, ამ საკითხს საჭირო ძალისხმევით მიუდგეთ. სტრიების საპროფილაქტიკო ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა მდგომარეობის გასაკონტროლებლად და კანის მოსავლელად. აუცილებლად სცადეთ paparazz-ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული ეს საშუალებები, ექსპერტების აზრით ისინი გამოცდილი და საკმაოდ ეფექტურია.

ალოეს ნიღაბი

ალოე ვიზუალურად ფარავს სტრიებს, ატენიანებს კანს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ინგრედიენტები:

  • ალოეს 2 ფოთოლი
  • ზეითუნის ზეთი
  • 2 კაფსულა E ვიტამინი

მომზადება და გამოყენება

  1. შუაზე გაჭერით ალოეს ფოთლები.
  2. კოვზით გააცალეთ რბილობი.
  3. მიღებული მასა შეაზავეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთთან და E ვიტამინის ორი კაფსულის შიგთავსთან.
  4. მომავალი ნიღაბი შეიზილეთ დუნდულებზე, მუცელსა და მკერდზე ყოველდღე.
  5. გაიჩერეთ მასა 30-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

საფუვრის ნიღაბი

საფუვრის ნიღაბი ათანაბრებს კანის ფერს, ამცირებს მის ცხიმიანობას და აჩქარებს სისხლის მიმოქცევას.

ინგრედიენტები:

  • მშრალი საფუარი
  • თაფლი
  • საკვები ცელოფანი
  • ნაღები

მომზადება და გამოყენება

  1. გაათბეთ ქვაბში ნაღები 40 °С-მდე.
  2. გახსენით მასში 1 შეკვრა მშრალი საფუარი.
  3. დაუმატეთ მასას 1 ს.კ. სქელი თაფლი.
  4. დააყენეთ მასა 20 წუთით.
  5. წაისვით ნიღაბი სხეულის პრობლემურ ნაწილებზე.
  6. გაეხვიეთ საკვებ ცელოფანში და დაწექით საბანში შეფუთული.
  7. 1 საათში ჩამოიბანეთ ნარჩენები თბილი წყლით.
  8. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ.

ყურძნის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 მტევანი ყურძენი
  • საკვები ცელოფანი

მომზადება და გამოყენება

  1. ყურძნის მტევანი დაჭყლიტეთ ფაფისებრ მდგომარეობამდე.
  2. წაისვით ფაფა პრობლემურ ნაწილებზე, ბანაობის შემდეგ, სკრაბით გაწმენდილ კანზე.
  3. დაიფიქსირეთ მასა საკვები ცელოფნით.
  4. 1 საათში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  5. სტრიების მოსაშორებლად, პროცედურა კვირაში არაუმეტეს ორჯერ უნდა გაიმეოროთ.

თქვენ გაქვთ კონკრეტული საშუალება სტრიების მოსაშორებლად? რამდენად ეფექტურია? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი