მაღალი მოდის სეზონი: 16 მარტივი წესი იდეალური რუჯის მისაღებად

809

როგორ მივიღოთ იდეალური რუჯი ისე, რომ მზის დამწვრობა არ მივიღოთ? ამისთვის „პაპარაცის“ რჩევები გაითვალისწინეთ:

1. მზეზე გასვლამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე კანზე ნებისმიერი ფოტოდამცავი კრემი წაისვით. ასე დამცავი ფილტრი გააქტიურდება, ხოლო კანი ჰაერის ტემპერატურასთან შეგუებას შეძლებს.

2. მოგზაურობის დაწყებისას მაღალი ინდექსის მქონე დაცვის საშუალება გამოიყენეთ. მეორე კვირას შეგიძლიათ უფრო ნაკლები დაცვის საშუალებაზე გადახვიდეთ, რომ რუჯი შეინარჩუნოთ და კანი დაიცვათ.

3. თუ რუჯის მიღება გსურთ და სამედიცინო (ხალი, მზის ალერგია) და ესთეტიკური (ქიმიური პილინგის შემდეგ) უკუჩვენება არ გაქვთ, უპირატესობა 30+ საშუალებას მიანიჭეთ.

4. მზისგან დამცავი საშუალება ყოველ 2-2,5 საათში უნდა განაახლოთ, განსაკუთრებით მაქსიმალური ინსოლაციის ადგილებში (ყვრიმალის ხაზი, შუბლის ზედა ნაწილი, ცხვირი, ნიკაპი, დეკოლტეს ზონა, მხრები, ფეხის გულები, თეძოები).

5. 12 საათიდან 16 საათამდე ჩრდილში დაიმალეთ. დღის ამ პერიოდში მზეზე ყოფნამ შეიძლება სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს.

6. “საშუალება სქელ ფენად წაისვით. კანის გაცხიმიანების არ შეგეშინდეთ. თანამედროვე მზისგან დამცავ საშუალებებს საკმაოდ მსუბუქი ტექსტურა აქვთ და ისინი კვალს არ ტოვებენ, ამასთან კანს საიმედოდ იცავენ. მთავარი შეცდომა, რომელსაც ადამიანების უმეტესობა უშვებს, მზისგან დამცავი საშუალების არასაკმარისად გამოყენებაა.“ – ამბობს მარინა კამანინა, Garnier-ის ექსპერტი.

7. “დაბალი დაცვის მქონე საშუალებებზე უარი თქვით: 6, 10 SPF. მათი გამოყენება კიდევ ერთი ტიპიური შეცდომაა. შედეგად, დაუცველ კანზე შეიძლება პიგმენტური ლაქები გაჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პიგმენტის გაჩენისკენ მიდრეკილება გაქვთ“ – – აგრძელებს ექსპერტი.

8. მზეზე ალერგია თავიდან რომ აიცილოთ და ულტრაიისფერი სხივების მიმართ ფოტო მგრძნობელობა შეამციროთ, სანაპიროზე დასვენების დროს ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების (იბუპროფენი) და რეტინოიდის მიღებაზე უარი თქვით.

9. რუჯის ფერის გაძლიერება გსურთ? რაციონში ამინომჟავებით, ბეტა-კაროტინით, ტიროზინით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ. ყველა ამ ნივთიერებას წითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული და ხილი შეიცავს. ასევე რუჯის შემდგომი საშუალება წაისვით, რომელიც მის მდგრადობას და ინტენსივობას გაზრდის.

10. D ვიტამინის წარმოებისთვის ბევრი მზე საჭირო არაა: დღეში 5-10 წუთი მზე ყოფნა საკმარისია, რომ ამ ვიტამინის აუცილებელი დოზა მიიღოთ.

11. ფოტო დამცავი საშუალება თქვენი ფოტო ტიპის და მზის ინსოლაციის პირობის მიხედვით შეარჩიეთ. მაღალი SPF-ის მქონე კრემ-პუდრის წასმის შემდეგ დამატებითი დამცავი ფილტრის წასმა საჭირო აღარაა. როგორც SPF 70-ის მქონე საშუალების გამოყენება – უსაფრთხო რუჯისთვის SPF 50 საკმარისია.

12. ალერგიული რეაქციის მიზეზი შეიძლება იყოს ქიმიური ფილტრი ან პარფიუმირებული პროდუქტები. თუ რისკის ზონაში იმყოფებით, მინერალურ ფილტრზე დაფუძნებული საშუალება შეარჩიეთ, რომლის შემადგენლობაში არომატიზოტები არაა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მზისგან დამცავი საშუალება სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ. ფილტრის ნაწილებმა შეიძლება ფორების დახშობა, სიწითლე და სხვა ანთებითი პროცესი გამოიწვიოს.

13. თუ არათანაბარი სახის ფერი გაქვთ, მზის ლენტიგოს ან პიგმენტური ლაქების გაჩენის დიდი ალბათობა არსებობს. ისეთი დამცავი საშუალება გამოიყენეთ, რომელიც კანის ხარისხზეც იმუშავებს.

14. გახსოვდეთ, რომ საშუალება წარწერით „წყალგამძლე“ დაბანის შემდეგ 100%-იან გარანტიას არ გაძლევთ. როგორც ნებისმიერი მზისგან დამცავი საშუალება წყლის პროცედურის შემდეგ უნდა განაახლოთ!

15. “არსებობს მოსაზრება, რომ ზაფხულში ზღვაზე ყოფნის დროს შეგიძლიათ მოვლის საშუალებები დაივიწყოთ და მხოლოდ SPF კრემი გამოიყენოთ. ეს ძირეულად არასწორია. კანს არა მხოლოდ მზისგან დაცვა, არამედ მზის, მარილიანი წყლის და ქარის ზემოქმედების შემდეგ სწორი მოვლა სჭირდება. მზე კანს აშრობს, ამიტომ მისი აღდგენა და დატენიანება არ დაგავიწყდეთ“ – ამბობს ოქსანა რიჟკოვა, დერმატოლოგიური ლაბორატორიის „ურიაჟის“ ტრენინგ მენეჯერი და ექსპერტი.

16. გახსნილი მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება რეკომენდებულია 12 თვის განმავლობაში. შენახვის დროს ფილტრი შეიძლება განადგურდეს, ამიტომ ახალი სეზონისთვის სჯობს ახალი მზისგან დამცავი საშუალება შეიძინოთ. მხოლოდ ასე იქნებით დარწმუნებული, რომ ის თქვენს კანს დაიცავს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს