აი, კანის რომელ დაავადებებს შველის თიხის ნიღბები

0
657

თიხა საუკუნეების მანძილზე, მთელ მსოფლიოში გამოიყენებოდა კანთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, თიხა, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს კანზე წასმის შემდეგ, ცნობილია, როგორც “ბენტონიტი”. იგი ასწლეულების მანძილზე, დღემდე გამოიყენება თერაპევტიული მიზნებით, დეტოქსიკაციისთვის. აგრეთვე, ხშირად გამოიყენება მწვანე, წითელი, თეთრი, ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი და შავი თიხაც.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თიხის თითოეული სახეობის სასარგებლო თვისებებს, რათა თქვენი კანისთვის საუკეთესო შეარჩიოთ.

1. თიხა მდიდარია მინერალებით

რომელთა შორისაა კალციუმი, მაგნიუმი, სილიკონი, ნატრიუმი, სპილენძი, რკინა და კალიუმი, რომლებიც წარმოიქმნა ვულკანური ფერფლისგან, რომელიც ბუნებრივი გზით აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. მისი სადეტოქსიკაციო, მკვებავი და ანტიმიკრობული თვისებები თიხას შესანიშნავ მეგზურად აქცევს თქვენი სილამაზისთვის, ხელს შეუწყობს კანის გაახალგაზრდავებასა და სილამაზეს.

კანის მოსავლელი ბევრი კოსმეტიკური საშუალება შეიძლება იყოს ტოქსიკური, რამდენადაც ძალიან აგრესიულ ქიმიურ კომპონენტებს შეიცავს. განსაკუთრებით ისეთებს, როგორებიცაა პარაბენები, სინთეტიკური მხუთავი აირები, ფტალატები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც კანის გაღიზიანებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ქრონიკული დაავადებების დროს, იგი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კომერციული საშუალებებისთვის თავის არიდება სურს.

2. თიხა იცავს და წმენდს კანს

როცა სახეზე თიხას ისვამთ, კანიდან მთელი ჭუჭყი გამოდის, რადგან ეს საშუალება უარყოფითადაა დამუხტული. როცა იგი იკავშირებს კანის ტოქსინებს, ისინი ქრება, კანი კი ახლდება, იწმინდება და ჟანგბადით იჟღინთება. ასევე, თიხა ერთგვარი ბარიერის ფუნქციასაც შეასრულებს, კანიდან ტოქსიკური ნაერთების გადატანისთვის, რაზედაც კანზე მისი ფიზიკური დაცვის მოქმედება მეტყველებს.

3. შეუძლია სახის დერმატიტის განკურნება

თიხას ანტიბიოტიკური თვისებები აქვს და შესანიშნავი საშუალებაა კანზე წასმისას. შედეგად, ახშობს ინფექციებს, რომლებსაც დერმატიტი იწვევს. ბენტონიტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი თიხაა, ეფექტურად მოქმედებს კანის დაზიანებებისა და წყლულების შეხორცებაზე.

აღმოჩნდა, რომ თიხა ადამიანს მუწუკების მოშორებაშიც ეხმარება.

4. აჯერებს კანს ჟანგბადით

როგორც მანამდე ვთქვით, თიხა არამხოლოდ ტოქსინებს იწოვს კანიდან, არამედ ჟანგბადით აჯერებს ყველა უჯრედს, ქსოვილების დაცვის მიზნით, შესაბამისად, კანი ახალგაზრდა უფრო დიდხანს რჩება.

5. წმენდს და ამცირებს კანის ფორებს

სახის კანის ფორების მინიმალიზაცია თქვენი კანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშანია, რამდენადაც ეს ფორები კანის ქონისა და ბაქტერიების სიჭარბის დროს ფართოვდება. ამიტომაცაა თიხის გამოყენება ასე ეფექტური. შედეგად, თიხა ხმება სახეზე, კანს ნატურალური ზეთებით მანამ ამდიდრებს, სანამ მთელი ის ჭუჭყი, რომელიც შეიძლება სახეზე გქონდეთ, არ გასუფთავდება.

6. აბალანსებს კანში კანის ქონის გამოყოფას, ამცირებს აკნეს

კანი გამოიმუშავებს ნატურალურ ზეთებს, რომლებსაც იგი თავდაცვისა და ჰიდრატაციისთვის იყენებს. თუმცა, როცა იმუნური სისტემა ტოქსინებითაა გადატვირთული ან მომატებულად აქტიურობს, ჩნდება ჭარბი კანის ქონი. შესაბამისად, არ იგვიანებს აკნე, ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები. თიხის ნიღბის გამოყენება წმენდს დახშულ ფორებს და შთანთქავს ჭარბ კანის ქონს.

7. აღადგენს აახალგაზრდავებს და არბილებს სახის ფერს

თიხა აღადგენს კანის დაზიანებულ ბოჭკოებს, რაც ნაოჭების გაქრობის საწინდარია. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კოლაგენის სინთეზს, კანის ქსოვილის რეგენერაციის გზით. ამ შემთხვევებში, ყველაზე სასარგებლოა მწვანე თიხა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში უპრობლემოდ იშოვით.

მეორე მხრივ, თიხა შეიცავს მინერალს, სახელად Silice, რომელიც აძლიერებს კუნთებს, ქსოვილებს, მყესებს, ხრტილებსა და ძვლებს, რაც კანს უნიკალურ იერსა და სირბილის შეგრძნებას ანიჭებს.

სახის თიხების სახეობები

თიხის ნიღბების რამდენიმე სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი უშუალო დანიშნულება აქვს. თუ არ იცით, რომელი მათგანი უნდა გამოიყენოთ კანის სამკურნალოდ, ახლა სწორედ თიხის შერჩევას გასწავლით.

  • ბენტონიტის თიხა

როგორც უკვე ვთქვით, ესაა ყველაზე პოპულარული თიხა, რადგან იგი ყველაზე ეფექტურია და ყველაზე ფართოდ გამოიყენება სამედიცინო კვლევებში. მას აქვს კანის გაწმენდის, ჭუჭყის მოშორების, ბაქტერიულ ინფექციებთან გამკლავებისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების უნარი. რა თქმა უნდა, ნიღბებისთვის ყველაზე უფრო რეკომენდებული სახეობაა.

  • ფრანგული მწვანე თიხა

მწვანე თიხა შეიცავს ქიმიური ელემენტების (რკინის ოქსიდი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, ალუმინი, სილიკონი, სპილენძი და კობალტი) ყველაზე მრავალფეროვან კომპლექსს. ეს თიხა ეფექტურად ებრძვის ნაადრევი სიბერის ნიშნებს. იგი იწოვს კანიდან ჭარბ ცხიმს, კვებავს ქსოვილებს მინერალური მარილებით, ამცირებს ნაოჭების გაჩენასა და ანთებას. აქვს მკუმშავი, მატონიზებელი, მასტიმულირებელი და ბაქტერიციდული თვისებები.

  • თეთრი თიხა

რეკომენდებულია მგრძნობიარე, მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის, რამდენადაც მისი pH ძალიან ჰგავს კანის pH-ს. ამიტომ, ეს ყველაზე რბილი თიხაა არსებულ სახეობებს შორის. შთანთქავს კანის ცხიმს, აქვს მათეთრებელი მოქმედება, არბილებს, კურნავს და დადებითად მოქმედებს კანზე, რომელიც მზემ დააზიანა.

  • წითელი თიხა

იგი მდიდარია რკინითა და სპილენძით, რომლებიც ასე აუცილებელია უჯრედული სუნთქვისთვის, აქრობს მიმიკურ ნაოჭებს, კანს უფრო ჯანმრთელ იერს აძლევს. აქვს არსებული ცხიმის ჩაყლაპვის უნარიც.

  • რუხი თიხა

ეს ყველაზე კეთილშობილი თიხაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ცხიმიანი კანის დეტოქსიკაციისთვის. აქვს ანთების საწინააღმდეგო, შემწოვი და ანტისტრესული თვისებები, ამიტომ ნიღბის შემდეგ თავს ძალიან კარგად იგრძნობთ.

როგორ გამოვიყენოთ თიხის ნიღაბი?

  • ფინჯანში შეურიეთ 1 ს.კ. წყალი 1/2 ს.კ. დაქუცმაცებულ თიხას, სანამ გლუვ, პასტისებრ მასას არ მიიღებთ.
  • კარგად მოურიეთ ხის კოვზით.
  • წაისვით ნიღაბი სახეზე ფუნჯით ან თითებით.
  • გაიჩერეთ 15 წუთით (არ აცადოთ ნიღაბს ბოლომდე გაშრობა – იგი მხოლოდ კიდეევზე უნდა შეშრეს, ცენტრში კი სველი იყოს).
  • ჩამოიბანეთ ცოტაოდენი წყლით და ფრთხილად გაიშრეთ სახე.
  • რეკომენდებულია სახეზე ნუშის კარაქის წასმა.

გვერდითი მოვლენები:

რეალურად, სერიოზული გვერდითი მოვლენა არ აქვს, თუმცა შეიძლება კანი გაღიზიანდეს, თუ იგი ზედმეტად მგრძნობიარეა. დაამშვიდეთ იგი დამატენიანებელი საშუალებებით.

გაფრთხილება!

თიხის ნიღაბს შეუძლია სახეზე აკნეს რაოდენობის ხანმოკლე გაზრდა, რაც გამოჯანმრთელების პროცესის ნორმალური ნაწილია. რამდენადაც თიხის ნიღაბს ჭუჭყი კანის ზედაპირზე ამოჰყავს, ფორები დროებით გაღიზიანდება, შემდეგ კი დამშვიდდება, როცა კანი სრულად გაიწმინდება.

ზედმეტად მშრალი კანის პატრონებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია თეთრი თიხა სხვა დამატენიანებელ ინგრედიენტებთან (ალოე) ერთად.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი