5 ნატურალური საშუალება, რომლებიც იღლიიდან ოფლდენას შეამცირებს

0
619

ძლიერი ოფლდენა განსაკუთრებით უსიამოვნო სიმპტომია, რომელიც გვარცხვენს ხოლმე. თუმცა, ოფლდენა ბუნებრივი პროცესია, რომლის გარეშეც ჩვენი სხეული ვერ გაგრილდება. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური დატვირთვა და გარკვეული ემოციები, მის გაძლიერებას იწვევს.

ეს ყველაზე შესამჩნევად იღლიებში ხდება, რადგან სწორედ ამ ნაწილშია ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი. თუმცა, ოფლდენა ხელებსა და ფეხებზეც საკმაოდ თვალსაჩინოა.

როგორ გავაკონტროლოთ ოფლდენა ბუნებრივი გზით

თუ ეს მსუბუქი შემთხვევაა, სცადეთ რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, რომლებიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გვეხმარება ამ სიმპტომის გაკონტროლებაში.

თუმცა, ესენია პრეპარატები, რომლებსაც არ აქვთ სამეცნიერო მხარდაჭერა, სხვადასხვა ცნობის მიხედვით კი – ეფექტურია. პირველ რიგში, ისინი ნატურალური ინგრედიენტებითაა დამზადებული, ამიტომ გამოსაყენებლად უსაფრთხოა.

1. ვაშლის ძმარი და ლავანდის ზეთი

ვაშლის ძმრისა და ლავანდის ეთერზეთის კომბინაცია იღლიებში ოფლდენის შემცირებისთვისაა სასარგებლო. გარდა ამისა, სხბათა შორის, ეს უსიამოვნო სუნსაც ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა ვაშლის ძმარი (125 მლ)
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 6 წვეთი ლავანდის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება

  1. ჩაასხით ძმარი თასში და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
  2. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, დაუმატეთ წყალი.
  3. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10-12 საათით.
  4. ამის შემდეგ, მოათავსეთ ხსნარში ბამბის ქსოვილი.
  5. მოიწმინდეთ იღლიები ამ ქსოვილით.
  6. გაიმეორეთ დღეში ორჯერ, თუ თვლით, რომ ეს საჭიროა.

2. სოდა და ლიმონის ზეთი

სოდა ნატურალური კოსმეტიკისთვის საკმაოდ ცნობილი პროდუქტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ მას ვურევთ ცოტაოდენ ლიმონის ზეთთან, რათა მივიღოთ ოფლდენისა და უსიამოვნო სუნის საკონტროლებელი საშუალება.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. სოდა (30 გ)
  • 6 წვეთი ლიმონის ზეთი

მომზადება და გამოყენება

  1. ჯერ მოათავსეთ სოდა თასში და შეურიეთ ლიმონის ზეთს.
  2. შემდეგ გაიწმინდეთ ხსნარით იღლიის ზედაპირი. მსუბუქად დაიმასაჟეთ.
  3. გააჩერეთ 20 წუთით და მოიშორეთ ნარჩენები სველი ქსოვილით.
  4. გაიმეორეთ ყოველდღე.

3. ზღვის მარილი და ლიმონის წვენი

თავისი ტექსტურის წყალობით, მარილი ბუნებრივი სკრაბის საით მოქმედებს და, შესაბამისად, აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. ამასთან, ლიმონი ნატურალურ მედიცინაში გამოიყენება სხეულის სუნის საწინააღმდეგოდ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ზღვის მარილი (30 გ)
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი (45)

მომზადება და გამოყენება

  1. დაალბეთ ზღვის მარილი ლიმონის წვენით, გრანულირებული პასტა რომ გაჩნდეს.
  2. შეიზილეთ პრეპარატი იღლიებში და დაიზილეთ 2-3 წუთით.
  3. აცადეთ მოქმედება 10 წუთით.
  4. ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ ყოველდღე.
  5. არ დაენახოთ მზეს ამ საშუალების გამოყენების შემდეგ.

4. სიმინდის სახამებელი და სოდა

მშრალი დეზოდორანტი სიმინდის სახამებელი და ნატრიუმის ბიკარბონატი დაგეხმარებათ იღლიის სიმშრალის შენარჩუნებასა და უსიამოვნო სუნის პროფილაქტიკაში.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი (30 გ)
  • 1 ს.კ. სოდა (9 გ)
  • 2 ს.კ. ქოქოსის კარაქი (30 გ)

მომზადება და გამოყენება

  1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში.
  2. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. წაისვით იღლიებზე 30 წუთით.
  4. მოიშორეთ ნარჩენები სველი ქსოვილით.
  5. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, გაიმეორეთ დღეში ორჯერ.

5. სალბი და პომიდორი

ეს საშუალება არც ისე მიმზიდველ ვარიანტად მოგეჩვენებათ, თუმცა სალბს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რომლებიც იღლიებიდან სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ. ამასთან, ოფლდენასაც შეამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 6 ნედლი სალბის ფოთოლი
  • 1 მწიფე პომიდორი

მომზადება და გამოყენება

  1. დაჭყლიტეთ ფოთლები, გაატარეთ ქსოვილში, წვენი რომ მიიღოთ.
  2. ჩაასხით ბლენდერში და შეურიეთ მწიფე პომიდორს.
  3. შემდეგ წაისვით პასტა იღლიებში და გააჩერეთ 20 წუთით.
  4. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გაიმეორეთ კვირაში სამჯერ მაინც.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი