ტონიკი მხოლოდ 4 ინგრედიენტით გააძლიერებს თმას და დაგიცავთ გაჭაღარავებისგან.

654

სეზონების ცვლილების დროს, განსაკუთრებით, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობისას, თმა აქტიურად ცვენას იწყებს. ამიტომ, თმის ტონიკის გამოყენება ნამდვილად კარგი იდეაა.

მაშ ასე, paparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ საშინაო ტონიკს თმისთვის, მხოლოდ ოთხი ინგრედიენტისგან: როზმარინი, ცეილონისი დარიჩინი, ჭინჭარი და თაფლი.

თმის ტონიკი განსაკუთრებით მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ეს საშუალება თავის კანზე უნდა წაისვათ, რის შემდეგაც ასეთ სარგებელს მიიღებთ:

  • გაუმჯობესდება სისხლის მიწოდება თავში;
  • აქტიურდება თმის ზრდა და წყდება თმისცვენა;
  • თმის მოცულობა იზრდება და უფრო ბუნებრივი იერი ეძლევა;
  • იზრდება თმის ელვარება და თმა ძირებიდან ბოლოებამდე ტენიანდება;
  • მცირდება ჭაღარა თმის გაცენის რისკი;
  • თანდათან რეგულირდება კანის ქონის გამოყოფა;
  • მცირდება ქერტლისა და ეკზემის რისკი.

ახლა კი გთავაზობთ ყველაზე ეკონომიურ და ნატურალურ ვარიანტს თმის ტონიკის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

  • 5 ს.კ. ხმელი როზმარინი (50 გ)
  • 5 ჩხირი ცეილონის დარიჩინი
  • 2 ს.კ. თაფლი (50 გ)
  • 5 ს.კ. ხმელი მწვანე ჭინჭარი (50 გ )
  • 400 მლ წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. აადუღეთ წყალი და დაუმატეთ დარიჩინი და როზმარინი.
  2. ხარშეთ მასა 10 წუთით და დაუმატეთ ჭინჭარი.
  3. გააჩერეთ კიდევ 5 წუთით და გამორთეთ ცეცხლი.
  4. დააყენეთ მასის გათბობაბმდე, გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი.
  5. შეინახეთ პრეპარატი შუშის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ და შედგით მაცივარში, გამოიყენეთ მომდევნო 10 დღის მანძილზე.
  6. ჩაასხით მასა მოსახერხებელ ჭურჭელში, დაყავით თმა რიგებად, დაისხით ტონიკი და დაიზილეთ თავის კანი.
  7. შეიხვიეთ თავი არანაკლებ 30 წუთით და ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ ტონიკი კვირაში სამჯერ. დაისვენეთ 1-2 კვირით და გააგრძელეთ მკურნალობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს