როგორ გავწმინდოთ გასაჭიმი ჭერი ისე, რომ ზედაპირი არ დავაზიანოთ

0
745

ჭერის მოპირკეთების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა, როგორც ოფისებში, ისე საცხოვრებელ სახელბში, გახლავთ გასაჭიმი ჭერი. იგი გავრცელებულია დიზაინის მრავალფეროვნების (რომელიც, რეალურად, მხოლოდ შემკვეთის ფანტაზიითაა შეზღუდული), მისაღები ფასისა და მოხმარების სიმარტივის გამო. თუმცა, არსებობს ნიუანსები, რომლებიც უნდა იცოდეთ, გასაჭიმი ჭერის მოვლასთან დაკავშირებით.

როგორ გავწმინდოთ პრიალა პვქ ჭერი?

ასეთი ზედაპირის მოვლა ცოტათი უფრო რთულია, რამდენადაც მისი ამრეკლავი თვისების შნარჩუნება უნდა შევძლოთ. ასეთ საფარს ეშინია აბრაზიული ნივთიერებებისა და მარტივად იკაწრება. ამიტომ, წმენდა მხოლოდ ხელთათმანებით, ყოველგვარი სამკაულის გარეშე, რბილი ჯაგრისით უნდა მოხდეს.

  1. რამდენიმე თვეში ერთხელ, გაწმინდეთ ჭერი რბილი, უხაოო ქსოვილით. თანამედროვე პვქ ქსოვილები ანტისტატიკითაა დაფარული, ამიტომ მტვერს თითქმის არ იკრობს.
  2. წელიწადში ერთხელ კი გენერალურად გაწმინდეთ ჭერი საპნიანი ხსნარით. მეორე ეტაპია წყლით წმენდა, ბოლოს კი უნდა გაამშრალოთ რბილი ქსოვილით. ბევრი დიასახლისი ასეთ ჭერს შუშის საწმენდი სითხით წმენდს. იგი ჭუჭყსაც აშორებს და ზედაპირსაც აპრიალებს, ნიშადურის სპირტის დახმარებით, რომელიც მის შემადგენლობაშია.

როგორ გავწმინდოთ მკრთალი გასაჭიმი ჭერი

მკრთალი ზედაპირის მოვლა გაცილებით მარტივია. იგი ნაკლებად პრეტენზიულია, ვიდრე პრიალა. წმენდა, ფართობის მიხედვით, 30-60 წუთს წაგართმევთ.

  1. სეზონში ერთხელ, მტვერი მოწმინდეთ სველი ხელსახოცით ან მტვერსასრუტით. უბრალოდ აკონტროლეთ შეწოვის ძალა – მაღალი სიმძლავრე ქსოვილს დააზიანებს.
  2. გაწმინდეთ ასეთი ჭერი ზუსტად ისე, როგორც პრიალა: ჯერ საპნის ხსნარი, შემდეგ სუფთა წყალი და მშრალი ქსოვილი, ხაოს გარეშე. ასეთ ჭერს არ ეშინია ორთქლმწმენდი საშუალებებისა, ამიტომ თამამად დაამუშავეთ ჭერი ორთქლით.

რით გავწმინდოთ გასაჭიმი ჭერი?

ასეთი ჭერის საყოფაცხოვრებო ქიმია საკმაოდ მრავალფეროვანია. ნებისმიერი დიასახლისი იპოვის შესაფერის საშუალებას:

  1. ყველაზე იაფფასიანი საშუალება, რომლითაც ჭერის წმენდა შეიძლება, გახლავთ ძველი, თუმცა შეუდარებელი საყოფაცხოვრებო საპონი. დახეხეთ, გახსენით თბილ წყალში და ფრთხილად გაწმინდეთ ჭერი.
  2. გამოდგება ნიშადურის სპირტისა და წყლის 1:9 ხსნარიც. თუ სპირტი ზედმეტი მოგივათ, ქსოვილი შეიძლება დეფორმირდეს.
  3. შუშების საწმენდი საშუალება სწრაფად და ხარისხიანად წმენდს გასაჭიმ ჭერს, ნაკაწრებისა და ნაწიბურების გარეშე, სპირტის შემცველობის წყალობით.
  4. მაღაზიების თაროებზე იპოვით სპეციალურ საშუალებებსაც, გასაჭიმი ჭერისთვის. შემადგენლობით, ისინი ბევრი ვერაფრით განსხვავდება შუშების საწმენდისგან, ფასი კი საგრძნობლად მაღალია.

რამდენად ხშირად უნდა გავწმინდოთ გასაჭიმი ჭერი?

ჭერის წმენდის სიხშირე, რა თქმა უნდა, შენობებისა და ოთახების მიხედვით განსხვავდება. საცხოვრებელ ოთახებში ჭერი ყოველი გენერალური დალაგების დროს უნდა გაწმინდოთ – დაახლოებით 6-12 თვეში ერთხელ. სამზარეულოსა და სააბაზანოში კი ჭერი უფრო ხშირად უნდა გაიწმინდოს. ცხიმის წვეთები და კონდენსატი ხომ მაშინაც კი გროვდება, როცა ოთახებში მძლავრი გამწოვი სისტემებია დაყენებული. დალაგების სიხშირეზე გავლენას ახდენს ის საწმენდი საშუალებებიც, რომლებსაც იყენებთ, ამიტომ გულდასმით შეარჩიეთ ისინი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი