როგორ გავწმინდოთ ლეიბი – რჩევები დიასახლისებისთვის

0
638

თანამედროვე ლეიბი წარმოადგენს საკმაოდ რთულ ნაკეთობას, რომელიც ექსპლუატაციის პროცესში გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს. თუ სამატრასე ბლოკს paparazzi-ს რედაქციის რჩევების  მიხედვით სწორად მოუვლით, ასეთი საქონლის მოხმარების ვადა 5-6 წლამდე გაიზრდება. ხოლო თუ საუბარი უფრო ძვირადღირებულ მოდელზეა, რომელსაც ზამბარების დამოუკიდებელი ბლოკი აქვს, ასეთი ნივთი 10 წელზე მეტხანს გაგიძლებთ.

როგორ მოვუაროთ მატრასს

განიავება – ჯანსაღი ძილის წინაპირობა

გამოყენების პროცესში, გარეგანი ფაქტორები საძინებელს დიდი რაოდენობით ტენით ავსებს. ამიტომ, მატრასის კაპიტალური განიავება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ უნდა შეძლოთ. ამისთვის, დადგით მატრასი გვერდზე, სიგრძით, ღია აივანზე ან ფანჯარასთან ახლოს, 1 საათით. უკეთესი იქნება, თუ მასზე მზის სხივები მოხვდება. ასეთი ბუნებრივი დეზინფექცია სწრაფად მოაშორებს მატრასს საშიშ მიკროორგანიზმებს, რომლებიც, ხშირად, ჩვენს საწოლებში ბინადრობენ.

დელიკატური წმენდა – ჰიგიენის საფუძველი

კარგი მტვერსასრუტი ლეიბის ერთგული მეგობარი და ექიმია, რომლის დახმარებითაც წვრილ ნაგავს ამოიყვანთ. თუმცა, მატრასი არ უნდა დაამუშავოთ სრული სიმძლავრით – ზედმეტად ძლიერი ჰაერის ნაკადი შემავსებლის გადაადგილებას გამოიწვევს, რომლის ადგილზე დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.

უძრავი ზეწრის ზედაპირის გაწმენდა ჩვეულებრივი საპნის ხსნარისა და რბილი ჯაგრისის გამოყენებით შეიძლება. მთავარია, წყლის რაოდენობას არ გადააჭარბოთ, რამდენადაც ჭარბი სითხის შემავსებლიდან ამოყვანა მარტივი სულაც არაა.

რთული ლაქები ქსოვილებიდან ლაქების ამომყვანით უნდა მოწმინდოთ. შეგიძლიათ მარილის, სოდის, ნიშადურის სპირტის, ასპირინისა და ლიმონმჟავის გამოყენებაც, ცნობილ საშინაო რეცეპტებში მითითებული პროპორციით. მოხსნად ზეწრებს კი უბრალოდ სარეცხ მანქანაში გარეცხავთ.

და კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  1. ნებისმიერი სერიოზული ლაქა მაქსიმალურად სწრაფად უნდა ამოიყვანოთ, თორემ ჭუჭყი ღრმად ჩაჯდება ქსოვილის სტრუქტურაში, რაც წმენდას მნიშვნელოვნად გაართულებს.
  2. მატრასი თავიდანვე მყარად უნდა ჩასვათ თავის ადგილას – პლატფორმის ნებისმიერი სახის მოძრაობა უარყოფითად აისახება როგორც ძილის კომფორტზე, ისე ლეიბის ექსპლუატაციის ვადაზეც.
  3. მატრასების უმეტესობას კლასიკურად, ხელით ვერ დაბერტყავთ – ნაგვისა და მტვრის მოშორებაში მხოლოდ მტვერსასრუტი დაგეხმარებათ.

ჩამოთვლილი მარტივი წესები და რჩევები აუცილებლად გაახანგრძლივებს ლეიბის ვარგისიანობის ვადას და უზრუნველყოფს სასარგებლო, სასიამოვნო დასვენებას მრავალი წლის მანძილზე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი