ხალხური საშუალებები აკნესა და პიგმენტაციის წინააღმდეგ

0
378

აკნე, უმეტეს შემთხვევებში, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, მეორე მხრივ, იგი მნიშვნელოვნად ვნებს გარეგნობასა და თვითშეფასებას.

თუმცა, როგორც წესი, აკნეს შველის საშინაო პროცედურები, მაგალითად, მწვანე ჩაის კომპრესები.

აკნე კანის დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფოლიკულებსა და კანის ქონის ჯირკვლებს. ეს ჯირკვლები გამოყოფს ცხიმიან ნივთიერებას, სახელად კანის ქონს. კანის ქონს მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირზე ამოაქვს, ფოლიკულების გავლით.

თმებიც ასეთივე ფოლიკულებიდან იზრდება. ხანდახან, მკვდარი უჯრედები, კანის ქონი და თმა ერთად გროვდება და ფორებს ხერგავს.

მკვდარი უჯრედების, ქონისა და თმის დაგროვება ბაქტერიებს ერთ ადგილას აწებებს, რაც შეშუპებას იწვევს. იმ მომენტში, როცა საცობი ივსება, წარმოიქმნება მუწუკი.

თავის მხრივ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მუწუკებს აუარესებს. ესენია:

  • გარკვეული ტიპის წამლების მიღება: მაგალითად, ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა კორტიკოსტეროიდები, ლითიუმი ან ტესტოსტერონი.
  • დიეტა: პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას მუწუკებზე, გახლავთ ნახშირწყლები, შოკოლადი და უცხიმო რძე. ცხიმის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტი შესამჩნევად არ ახდენს გავლენას აკნეს წარმოქმნაზე.
  • არსებობს მითი, რომ მუწუკები ჰიგიენის ნაკლებობის გამო ჩნდება. ეს სიცრუეა, კანის ზედმეტი ძალით ან საპნით დაბანაც კი აუარესებს ხოლმე მდგომარეობას.

აკნეს მკურნალობა მწვანე ჩაით

მწვანე ჩაი ნატურალური მკუმშავი საშუალებაა, რომელიც კარგ შედეგებს იძლევა აკნეს მკურნალობის დროს. ამასთან, შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც გვეხმარება კანის ჭარბი ქონის მოშორებაში.

უბრალოდ დაიდეთ მწვანე ჩაის ექსტრაქტის კომპრესი დაზიანებულ მონაკვეთებზე. ეს დაგეხმარებათ ბაქტერიების მოშორებაში, ანთების ჩაცხრობასა და პიგმენტური ლაქების პროფილაქტიკაში.

კიდევ ორი ეფექტური ნიღაბი:

  • მწვანე ჩაი და თაფლი

თითო ს.კ. ინგრედიენტები შეურიეთ პასტის მიღებამდე. წაისვით სახეზე და აცადეთ მოქმედება 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

  • მწვანე ჩაი და ალოე

აიღეთ 2 პაკეტი მწვანე ჩაი, 1 ს.კ. ალოე და 1 ჭიქა წყალი. მოამზადეთ ჩაის ნაყენი და გააგრილეთ. დაუმატეთ ალოე, წყალი და ჩაასხით შხეფის ბოთლში. შეიშხეფეთ სპრეი სახეზე ბანაობის შემდეგ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი