როგორ მოვიშოროთ თვალქვეშა შავი წრეები ჩაის პაკეტების გამოყენებით

551

სტრესის, ძილის უკმარისობისა და, საკმაოდ ხშირად, გენეტიკის გამოც კი, ადამიანს თვალქვეშ ტომრები და მუქი წრეები უჩნდება, რომლებიც სახის სილამაზეს მნიშვნელოვნად აკნინებს.

მაშ ასე, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გზას ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩაის პაკეტების გამოყენებით.

ცეზალპინია

თუ მას შემდეგ, რაც ცუდად გეძინათ, თვალები შეგიშუპდათ, ჩაის პაკეტის ეს ტიპი გამოგადგებათ.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, რომელსაც ეს ბალახი ფლობს, იგი ამცირებს წნევას ღვიძლში, აცხრობს სხეულის ტემპერატურას და კურნავს ბრონქიტსა და ასთმასაც კი.

თუმცა, ადგილობრივი გამოყენებისას, იგი ამცირებს მუქ წრეებსა და ტომრებს თვალქვეშ. ამისთვის უნდა მოამზადოთ ნორმალური ნაყენი და ჩაის პაკეტები თვალებზე დაიდოთ. პრობლემის სიმწვავის მიხედვით, გაიჩერეთ 15 წუთით ან უფრო მეტხანს.

გვირილა

ამ საშუალებით ბევრი მკურნალობს თვალის ინფექციებს, თუმცა გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დარწმუნებული ხართ, რომ გვირილაზე ალერგია არ გაქვთ და კანი მასზე ცუდად არ რეაგირებს, შეგიძლიათ იგი თვალქვეშა სილურჯეების მოსაშორებლად გამოიყენოთ.

გვირილა აცხრობს ანთებას ამ მგრძნობიარე კანზე და მზერას სიმკვეთრეს მატებს. თუმცა, აღნიშნული პროცედურისთვის მხოლოდ გვირილის პაკეტები დაგჭირდებათ.

მუხუდო

ამ ბალახის ჩაის პაკეტების დადება თვალებზე მოგიხსნით თვალების დაღლილობას. განსაკუთრებით, თუ კომპიუტერთან მუშაობთ ან უბრალოდ ისვენებთ.

იგი სხვა პრობლემებსაც გაუმკლავდება:

  • კონიუქტივიტი: თუ ჩაის პაკეტებს დახუჭულ თვალებზე 10 წუთით გაიჩერებთ, ეს გაღიზიანებისა და ქავილის შემცირებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ეს მდგომარეობა გადამდებია, იქნება იგი ვირუსული თუ ბაქტერიული.
  • ბლეფარიტი: ესაა თალის ანთება, რომელიც ქუთუთოს კიდეზე ჩნდება. მას თან ახლავს შეშუპება, სიმშრალე, ნახეთქები და სხვა ძალიან გამაღიზიანებელი სიმპტომები. მუხუდოს ჩაის პაკეტები ამ სიმპტომებს შეამსუბუქებს.

როგორც ხედავთ, ჩაის პაკეტები უმკლავდება თვალქვეშა სილურჯეებსა და ტომრებს, აგრეთვე, კონიუქტივიტსა და ბლეფარიტს.

თუმცა, ჩვენ მაინც გაგიზიარებთ კიდევ ერთ რჩევას, რომელიც შავი წრეებისა და ტომრების სამკურნალოდ გამოგადგებათ.

მოათავსეთ ჩაის პაკეტები მაცივარში – სიცივე ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თვალის გარშემო. ამიტომ, შეგიძლიათ გაგრილებული ჩაის პაკეტები თვალებზე 10 წუთით დაიდოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს