ლაქტოფერმენტირებული ხახვი: მძლავრი პრობიოტიკი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს

268

სანამ ლაქტოფერმენტირებულ ხახვზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბარია იმ პროცესზე, რომელიც ხახვის თვისებების შენარჩუნებაში გვეხმარება. ამასთან, იგი აუმჯობესებს ბოსტნეულის ათვისებადობას და ზრდის იმ ცოცხალი ნივთიერებების რაოდენობას, რომლებიც ორგანიზმისთვის ასე მნიშვნელოვანია.

სიტყვა “ლაქტო” ბაქტერიების კონკრეტულ სახეობას მიეკუთვნება. ეს გახლავთ Lactobacillus, რომლის შტამებიც მცენარეების ზედაპირზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და საშოშია. თავიდან, ისინი რძის ფერმენტებში აღმოაჩინეს, შემდეგ კი დაკონსერვებულ ან ფერმენტირებულ ბოსტნეულშიც აღმოჩნდა.

ლაქტოფერმენტირება განსაკუთრებით საინტერესო გზაა ამ ბოსტნეულის ორგანიზმისათვის სარგებლის გასაძლიერებლად. როგორც სხვა პრობიოტიკების შემთხვევაში, ასეთი ხახვი შინ უნდა მოამზადოთ.

მის მოსამზადებლად, გამოიყენეთ ჰიმალაური ან ზღვის მარილი. რამდენადაც რაფინირებულ მარილს არ აქვს მსგავსი თვისებები. ამასთან, მიღებული პროდუქტი შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, ბუტერბროდებსა და სხვა კერძებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხახვი
  • 5 ს.კ. (50 გ) ჰიმალაური მარილი
  • 1 ლ გამოხდილი წყალი
  • შუშის ქილა ფართო ყელით

მომზადება 

  1. დაჭერით ხახვი და მოათავსეთ შუშის ქილაში.
  2. გახსენით მარილი წყალში და სითხით დაფარეთ დაჭრილი ხახვი.
  3. დარწმუნდით, რომ დუღილით გამოყოფილი გაზისთვის 5 სმ სივრცე უნდა დატოვოთ.
  4. დაახურეთ ქილას ჰაერგაუმტარი თავსახური და შეინახეთ მეტ-ნაკლებად თბილ ტემპერატურაზე.
  5. გახსენით ქილა ყოველდღე, პირველი ორი კვირის განმავლობაში. ასე დაგროილი გაზები გამოთავისუფლდება.
  6. ერთ-ორ თვეში ხახვი მოხმარებისთვის მზად იქნება. თუმცა, თუ პროდუქტს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, გადაყარეთ და თავიდან დაიწყეთ.

რა სარგებლობა მოაქვს ამ ლაქტოფერმენტირებულ ხახვს?

ჯანსაღი ბაქტერიებისა და საჭირო მკვებავი ნივთიერებების კონცენტრაციის წყალობით, ამ პრობიოტიკულ ხახვს ჯანმრთელობისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს.

  • ასეთი ხახვი აუმჯობესებს საკვების მომნელებელ პროცესებს

ამ ხახვის მოხმარება ზრდის მკვებავი ნივთიერებების ათვისების უნარს და ხელს უწყობს ნარჩენების სწორ უტილიზაციას. გარდა ამისა, ცოცხალი ბაქტერიები აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას და ამცირებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ანთება, გაზები და კუჭის გაღიზიანება.

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას

ნაწლავების ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციებთან მიმართებით. ჯანმრთელი ბაქტერიები, რომლებიც ბაქტერიულ ფლორას კვებავენ, აძლიერებენ იმუნურ პასუხს. ამრიგად, მცირდება ვირუსებით, ბაქტერიებითა და საფუვრებით დაინფიცირების რისკი.

  • გვეხმარება გახდომაში

საკვების მომნელებელი და ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესების გაუმჯობესების უნარის წყალობით, ეს პრობიოტიკული საკვები განსაკუთრებული დახმარება იქნება მათთვის, ვისაც ჯანსაღად გახდომა სურს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს