მარტივი ტესტი თქვენი ემოციური მდგომარეობის დასადგენად, უბრალოდ აირჩიეთ კატა.

1929

თანამედროვე სამყაროს შეუძლია შესანიშნავი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა. თუ დასავლეთში ფსიქოლოგთან ვიზიტით ვერავის გააკვირვებთ, ჩვენში ამისთვის, შესაძლოა, გიჟიც კი გიწოდონ. ხასიათის შეფასება თვითშეცნების მნიშვნელოვანი ეტაპია.

კონკრეტულად ამისთვის, საჭირო არაა სპეციალისტთან წასვლა – ფსიქოლოგიური ტესტების შესრულებით, ხასიათს სრულყოფილად შეაფასებთ. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ დრო საკუთარი აზრების მოსასმენად და თავის უკეთ შესაცნობად.

ხასიათის შეფასება

ამ ტესტის გასავლელად, პირველ რიგში, დახუჭეთ თვალები. მხოლოდ 1-2 წუთით განმარტოვდით საკუთარ აზრებთან. არ ეცადოთ ფიქრების მიმართვა რომელიმე ასპექტით, ნუ გააკონტროლებთ აზრებს. უბრალოდ ცოტათი დააკვირდით იმ არეულობას, რომელიც თქვენს თავში ხდება.

შემდეგ გაახილეთ თვალები და შეხედეთ ამ ფოტოს. არ ეცადოთ ცნობიერად იმის შეფასება, თუ რომელი უფრო ლამაზია. უბრალოდ ავტომატურად აირჩიეთ ის კატა, რომელიც ყველაზე ემტად გიზიდავთ. ამ საქმეში მთავარია არ გაიჭედოთ ამ ეტაპზე. არ იფიქროთ, აირჩიეთ.

1. ორი კატა

თქვენი პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა მეგობრობის უნარი. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ამის გაკეთება ყველას ხარისხიანად არ შეუძლია. სირთულეები მაშინ წარმოიქმნება, როცა სხვის აზრებზე ზედმეტად ხდებით დამოკიდებული. ნუ მიისწრაფვით იდეალურობისკენ და გარშემო ყველას სიამოვნებას ნუ ცდილობთ. პირველ რიგში, იზრუნეთ საკუთარ თავზე.

2. კატა ყუთში

ბევრზე უკეთ იცით, რა არის პასუხისმგებლიანობა და თვითკმაყოფილება. ყველაფერი სწორად გამოგდით, ამიტომ გაღიზიანებთ სხვების უსამართლობა და გულგრილი დამოკიდებულება. მიუხედავად შინაგანი სიმშვიდისა, ხანდახან, თქვენი წყენა ძალიან მარტივია. ამიტომ, ისწავლეთ ზოგიერთი რამის უგულებელყოფა.

3. მესამე კატა

თუ ეს კატა მოგეწონათ, ალბათ, მეგობრების შეკრებისას სიტუაცია თქვენ გარშემო ტრიალებს ან ამის დიდი შანსი გაქვთ. ზუსტად იცით, როგორ გაერთოთ ისე, რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეთ. თუმცა, ხანდახან, ამის გამო თავსაც კარგავთ ხოლმე. გააგრძელეთ ცხოვრებით სრულყოფილად ტკბობა, თუმცა არც ზოგიერთი ქცევის შედეგების შესახებ დაივიწყოთ.

4. შეშინებული კატა

გარეგანად ჭირვეული, შინაგანად უკეთილესი. ერთი შეხედვით, შესაძლოა ქედმაღალი და ცოტათი ეგოისტიც ჩანდეთ, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის ფასი კარგად იცით. დროთა განმავლობაში, ადამიანები ხედავენ, რომ რეალურად ძალიან კარგი ადამიანი ხართ. თუმცა, ხანდახან უნდა მოზომოთ თქვენი გამოხტომები უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას.

5. მეხუთე ფისო

მდიდარი შინაგანი სამყაროთი გამოირჩევით, რის გამოც შესანიშნავ თანამოსაუბრედ ითვლებით. მიუხედავად ამისა, ხალხთან დიდი ხნით დარჩენა გღლით. არ დაგავიწყდეთ შიდა სოციალური ელემენტების დამუხტვა და ისწავლეთ ზედმეტ თავყრილობებზე უარის თქმა.

6. შავი კატა

რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო, ყოველთვის იპოვით სიტუაციიდან გამოსავალს. გამჭრიახობა და გამომგონებლობა თქვენი დადებითი მხარეებია. თუმცა, ხანდახან, ეს შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს, როცა მიზნების მისაღწევად ზედმეტად რთულ სქემებს აწყობთ. ხანდახან, უბრალოდ მოდუნდით და ცოტათი გაამარტივეთ ყველაფერი.

7. მისტერ კატა

ვერ იტანთ ნაცარქექიაობასა და მეშჩანურ ქცევებს. აფასებთ ხარისხიან საკვებს გონებისთვის, რის გამოც შეგვიძლია განვითარებული ინტელექტი მოგაწეროთ. ცუდია, როცა მიუჩვეველ ადამიანებთან სნობიზმის ნოტებს ავლენთ. გახდით უფრო კეთილი და თავმდაბალი.

8. ზარმაცი კატა

ძალიან აფასებთ მზრუნველობას და ქვეცნობიერის კარნახით იკრებთ გარშემო კარგ ადამიანებს, რომლებსაც თქვენზე ზრუნვა შეუძლიათ. კომფორტული ატმოსფეროს შექმნა თქვენი უშუალო საქმეა, თუმცა, ხანდახან ინიციატორობა გაკლიათ ხოლმე. ზოგჯერ გინდათ, რომ ვინმე დაგეხმაროთ და ყველაფერი თქვენ მაგივრად გააკეთოს? სამწუხაროდ, ასე არ მოხდება.

ეს მარტივი ტესტი ნაწილობრივ მართალია. ხასიათის ასეთი შეფასება საკუთარ თავს სხვა კუთხით დაგანახებთ და შეამჩნევთ იმას, რისი დანახვაც აქამდე არ გინდოდათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს