როგორ გავადიდოთ ფეხსაცმელი სახლის პირობებში: ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდები

0
19223

საშინაო პირობებში ფეხსაცმლის გადიდების პრობლემა ხშირად გვაწუხებს, როცა ახალნაყიდი ფეხსაცმელი პატრონს მოსწონს, თუმცა ნახევარი ზომით პატარაა ფეხზე. თუ ნივთის დაბრუნებას ვარიანტად არ განიხილავთ, არსებობს უამრავი საშუალება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. თუმცა, სრული წარმატებისთვის აუცილებლად გაითვალისწინეთ მასალის ტიპი.

როგორ გავადიდოთ ფეხსაცმელი

ბევრი სვამს კითხვას: “როგორ გავწელოთ ფეხსაცმელი დაუზიანებლად, თუ ფეხზე გვიჭერს?” ქსოვილი ან ტყავის შემცვლელი უფრო რთულად დიდდება, თუმცა ტყავი, დროთა განმავლობაში, თავად იღებს ფეხის ფორმას. უმჯობესია, პროცესი დააჩქაროთ და დელიკატურად მოარგოთ ნაკეთობა თქვენს ტერფებს, ვიდრე დაიტანჯოთ ვიწრო ფეხსაცმელითა და მტკივნეული კოჟრებით. დასაწყისისთვის, ყურადღებით შეისწავლეთ იარლიყი ნაკეთობაზე, რათა ზუსტად განსაზღვროთ, თუ რისგანაა დამზადებული ახალი ფეხსაცმელი.

თანამედროვე მასალები ფეხსაცმლის დასამზადებლად:

  • გალაქული ტყავი
  • ზამში
  • ნუბუკი
  • ხელოვნური ნუბუკი
  • ტყავის შემცვლელი
  • ვოილოკი
  • ქსოვილი
  • რეზინი
  • პვქ

ტყავის ფეხსაცმლის გადიდება

გაახურეთ ფეხსაცმელი ან ჩექმა შიგნიდან ფენით, შემდეგ სწრაფად ამოიცვით ფეხებზე, სქელ წინდებზე. ამ მეთოდის ნაკლი ისაა, რომ მოუფრთხილებელი გამოყენების შემთხვევაში, ცხელი ჰაერი გააფუჭებს გალაქულ ტყავს და ელვარებას დააკარგვინებს.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა სპირტიან ხსნარში წინდების ამოვლება, მათზე კი პრობლემური ფეხსაცმლის ჩაცმა. სასურველია, იგი მანამ არ გაიხადოთ, სანამ სპირტი არ ამოშრება (2 საათით). შეგიძლიათ, ფეხსაცმელებში მოათავსოთ პარკები და ჩაასხათ მასში მდუღარე წყალი. დაელოდეთ ცოტა ხნით, ამოიღეთ პარკები და ჩაიცვით ფეხსაცმელი სქელ წინდებზე. ეს საშუალება ტყავს დასველების გარეშე გაახურებს.

ზამშის ფეხსაცმლის გადიდება

ზემოხსენებული მეთოდი ამ მასალის ფეხსაცმელსაც გაუმკლავდება. სპირტის ნაცვლად, შეგიძლიათ “სამმაგი ოდეკოლონი” ან მაგარი ჭაჭა გამოიყენოთ. არსებობს ტყავის გამწელავი სპრეიც თუმცა იგი ყველა მასალას არ უხდება. შეძენამდე შეისწავლეთ ინსტრუქცია და დარწმუნდით, რომ ასეთი ხსნარი ზამშს არ დააზიანებს.

ფეხსაცმლის გადიდება ყინულით:

  1. იპოვეთ მკვრივი პოლიეთილენის პარკი ან ბუშტი.
  2. მოათავსეთ იგი ფეხსაცმელში.
  3. ფრთხილად გაავსეთ პაკეტი წყლით.
  4. მჭიდროდ შეკარით.
  5. მოათავსეთ ფეხსაცმელი საყინულეში მთელი ღამით.
  6. გაყინვისას, სითხე გაწელავს ზამშს შიგნიდან რამდენიმე მმ-თი.

ტყავის შემცვლელის გადიდება

ეს მასალა ბუნებრივ ტყავზე უფრო ელასტიურია და დელიკატურ მოპყრობას მოითხოვს. არსებობს რამენიმე მარტივი ხალხური მეთოდი ფეხსაცმლის ზომაში გასადიდებლად:

  1. დაამუშავეთ მასალა შიგნიდან ვაზელინით, დაელოდეთ რამდენიმე საათით, რის შემდეგად მოაშორეთ ხელსახოცით და გაისეირნეთ ამ ფეხსაცმლით. დარბილებული მასალა უკეთ გაიწელება.
  2. წყალში ჩაალბეთ რამდენიმე ძველი გაზეთი და მჭიდროდ გაავსეთ ჩექმა ან ფეხსაცმელი. გაზეთი დამოუკიდებლად უნდა გაშრეთ, შემდეგ კი გამოიღეთ და გადაყარეთ.

ქსოვილის ფეხსაცმლის გადიდება

ამისთვის შეგიძლიათ ნესტიან ამინდში დიდხანს ისეირნოთ. სახლში დაბრუნებისას, გაავსეთ ფეხსაცმელი გაზეთებით და აცადეთ გაშრობა.

თერმულად ფეხსაცმელს ასე გაადიდებთ:

  1. ვიწრო ფეხსაცმელი გააჩერეთ ცოტახნით მდუღარე წყლის თავზე.
  2. თანაბრად გადაანაწილეთ ფეხსაცმელებში სველი ქაღალდი.
  3. გააშრეთ სველი ფეხსაცმელი ნორმალურ ოთახის ტემპერატურაზე, მილებისა და ცხელი ბატარეებისგან მოშორებით.
  4. ამოიღეთ გაზეთები სრული გაშრობის შემდეგ.

რეზინის ფეხსაცმლის გადიდება

რეალურად, მსგავსი ფეხსაცმლის უმეტესობა დამზადებულია პილიქლორვინილისგან, რომელსაც სულ სხვანაირი თვისებები აქვს. ნამდვილი რეზინა გაწელვისას პირველად ფორმას უბრუნდება, პვქ მასალა კი თერმული დამუშავებისას ზომას იცვლის.

როგორ გავადიდოთ პვქ ფეხსაცმელი საშინაო პირობებში:

  1. ჩაასხით ფეხსაცმელში მდუღარე წყალი.
  2. დაელოდეთ რამდენიმე წუთით, რათა მასალა ცოტათი დარბილდეს.
  3. გაავსეთ დიდი ვარცლი ცივი წყლით.
  4. ჩაიცვით ორ-ორი წყვილი სქელი წინდა.
  5. მდუღარე წყლის ოთახის ტემპერატურამდე გაგრილების შემდეგ, გადაღვარეთ სითხე.
  6. სწრაფად ჩაიცვით ფეხსაცმელები.
  7. ჩადექით ვარცლში და დაელოდეთ პვქ-ს გამყარებასა და საჭირო ზომის მიღებას.

თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები არსენალში? გაგვიზიარეთ გამოცდილება!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი