როგორ მოვიქცეთ, რომ ტყავის ქურთუკი მუდამ ახალივით გამოიყურებოდეს.

0
2933

ტყავის ნაკეთობები ლამაზი და პრაქტიკულია. ეს მასალა უძლებს მრავალი ტიპის დაბინძურებას. ამ ფაქტის მიუხედავად, ისიც უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ტყავის ქურთუკს, რათა მისი სილამაზე მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნოთ. არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ასეთი ტანსაცმლის რეცხვისას უნდა დაიცვათ.

ტყავის ქურთუკის მოვლა

  1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ქურთუკი ზედმეტად არ დასველდეს – თუ წვიმაში მოჰყევით, სწორად გაწმინდეთ და გააშრეთ.
  2. ტყავის ქურთუკის საშინაო პირობებში მოვლა მოიცავს მტვრისა და სხვა ჭუჭყის მოშორებას ზედაპირიდან.
  3. გააშრეთ ნივთები ბუნებრივ პირობებში, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და ცხელი ჰაერის ნაკადს.
  4. ტყავის ქურთუკის მოვლა მოიცავს სპეციალური საპოხების გამოყენებასაც, მასალის დასარბილებლად და დასაცავად.
  5. თუ ახალი საშუალება შეიძინეთ ასეთი ნივთების მოსავლელად, შეამოწმეთ ჯერ პატარა, ფარულ მონაკვეთზე, დაზიანება თავიდან რომ აიცილოთ.

როგორ შევღებოთ ტყავის ქურთუკი საშინაო პირობებში

ამისთვის უამრავი მეთოდი არსებობს, თხევადი თუ მშრალი საღებავების გამოყენებით. არსებობს აეროზოლებიც, თუმცა ყველა ეს საშუალება სწორად უნდა გამოიყენოთ, რომ საღებავი თანაბრად გადანაწილდეს, რაც ყველას არ გამოსდის. უნდა იცოდეთ, როგორ გაწმინდოთ ტყავის ქურთუკი შეღებვამდე, იდეალური შედეგის მისაღებად. ამ მიზნით გამოიყენეთ სველი ხელსახოცები, სპირტი და საპნის ხსნარი, რომელიც არ უნდა იყოს კონცენტრირებული. მაშ ასე, გავერკვეთ, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საღებავი:

1. თხევადი საღებავი

შეანჯღრიეთ ფლაკონი და ჩაასხით საღებავი შუშის ჭურჭელში. მოათავსეთ ქურთუკი უვარგის ზეწარზე ან სხვა ქსოვილზე, გაასწორეთ ყველა ნაწილი. საღებავში ჩაალბეთ ფუნჯი და გადაატარეთ ნაკეთობაზე ზედაპირული მოძრაობებით. გაითვალისწინეთ, რომ საღებავის ფენები თანაბარი უნდა იყოს. აშრეთ რამდენიმე საათით, შემდეგ დაამუშავეთ ზედაპირი სუსტი საპნის ხსნარით.

2. მშრალი საღებავი

შეღებვის ეს ვარიანტი უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა. თავიდან, ჩაალბეთ ნაკეთობა სამი საათით თბილ წყალში, რათა ტყავი დარბილდეს და გაიჟღინთოს სითხით. ფხვნილი გახსენით თბილ წყალში, კენჭები რომ არ დარჩეს. აადუღეთ რამდენიმე ლიტრი წყალი და დაუმატეთ საღებავი.როცა სითხე 40 გრადუსამდე გაგრილდება, მოათავსეთ მასში ნაკეთობა, რათა თანაბრად შეიღებოს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე გაავლეთ. ფერის გასამყარებლად, შეურიეთ 1 ს.კ. ძმარი, 1 ს.კ. მარილი და 1 ლ წყალი. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ქურთუკი 30 წუთით. ახლა უბრალოდ გააშრეთ იგი.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ქურთუკი საშინაო პირობებში

ტყავისა და მისი შემცველის ნაკეთობების რეცხვა არაა რეკომენდებული საშინაო პირობებში და უმჯობესია, უპირატესობა ჭუჭყის ლოკალურ მოშორებას მიანიჭოთ ან ქიმწმენდაში ჩააბაროთ. ასეთ ტანსაცმელს დელიკატურად უნდა მოუაროთ, იმის გათვალისწინებით, რომ მასალას ეშინია სინესტისა და ინტენსიური მექანიკური ზეგავლენისა, რასაც ვერ ასცდებით მანქანით ან ხელით რეცხვისას. უნდა იცოდეთ, როგორ გარეცხოთ ტყავის ქურთუკი ისე, რომ იგი არ გახუნდეს და არ ატყავდეს, ხშირ შემთხვევაში, ეს ახალ ნივთებს ეხება.

შეიძლება თუ არა ქურთუკის რეცხვა ხელით?

რამდენადაც ხშირ შემთხვევაში ხელით რეცხვა მოიცავს ფხვნილში ცოტა ხნით ჩალბობასა და მექანიკურ ზემოქმედებას, იგი შეუფერებელია ტყავისთვის. თუ ხელით რეცხვა გინდათ, უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ ლოკალურ წმენდას ისე, რომ სრულად არ ჩაალბოთ.

შეიძლება თუ არა ქურთუკის გარეცხვა სარეცხ მანქანაში

თუ ტანსაცმელი ახალია, ნუ გამოიყენებთ მანქანას, თორემ დაზიანებას თავიდან ვერ აიცილებთ. თუ ნივთი ძველია, პროცედურა დასაშვებია მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვით:

  1. აიღეთ მხოლოდ 2 ს.კ. ფხვნილი, თორემ ნაკეთობაზე თეთრი ლაქები დარჩება. მაღაზიებში იპოვით სპეციალურ საშუალებას, რომელიც სპეციალურად ტყავისთვისაა განკუთვნილი.
  2. მნიშვენელოვანია 3 წესის დაცვაც: დელიკატური რეჟიმი, ცივი წყალი და მინიმალური რეცხვის დრო. ერთ-ერთის დარღვევაც კი სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს.
  3. სანამ ქურთუკს დოლაბში მოათავსებდეთ, შეკარით ყველა შესაკრავი დეტალი და გამოაბრუნეთ ქურთუკი. ასე ტყავს დეფორმაციისგან დაიცავთ.

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები ტყავის ქურთუკიდან?

  1. მელნისა და ფლომასტერის ლაქები სპირტით ამოიყვანეთ.
  2. ლაქა თეთრი ფერის ან სხვა ღია ტანსაცმელზე დაამუშავეთ მაკიაჟის მოსაშორებელი რძით.
  3. ზედაპირიდან სისხლს მოაშორებთ საპნის ხსნარში ჩალბობილი ღრუბლით.
  4. ტყავის ქურთუკის მოვლისას უნდა აღინიშნოს, რომ უცნობი წარმოშობის ლაქის მოშორება ტალკისა და სკიპიდრის გამოყენებით შეიძლება. წაუსვით შემადგენლობა ლაქაზე, გაშრობის შემდეგ კი მოწმინდეთ მშრალი ქსოვილით.
  5. ცხიმიანი ლაქის ამოსაყვანად, აიღეთ ნატურალური ქსოვილი და დაასველეთ სპირტით. გაწმინდეთ ლაქა ცენტრიდან კიდეევამდე. იგივე მეთოდი გამოიყენეთ ღვინის ლაქაზეც.

თუ წვიმის დროს ქურთუკი ლაქებით დაიფარა:

  • ოდნავ გაწმინდეთ სველი ტილოთი და დაკიდეთ განიერ საკიდზე, გამათბობლებისგან შორს, რამდენადაც ცხელი ჰაერი აქრობს ელვარებას და ამყარებს ტყავს.
  • როცა ქურთუკი ბოლომდე გაშრება, გახეხეთ ფორთოხლის ახალი ქერქით. საუკეთესო გადაწყვეტილებაა სპეციალური კრემი სილიკონით.
  • თუ ქურთუკზე ლაქები გაჩნდა, გაწმინდეთ ეს ადგილი წრიული მოძრაობებით, რეზინის ან ლატუნის ჯაგრისით.
  • გაწმინდეთ ზედაპირი რძისა და სკიპიდრის ნარევით. შემდეგ წაუსვით იგი მცირე რაოდენობით და ელვარებამდე გაწმინდეთ ჯაგრისით.
  • სწორად მოუარეთ ნაკეთობას – დროდადრო წაუსვით ტყავს წყალგაუმტარი სპრეი.

როგორ მოვაშოროთ ტყავს წებო?

ეს სერიოზული დაბინძურებაა და მას მარტივად ვერ გაუმკლავდებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხსნელი, თუმცა იგი ჩამორეცხავს საღებავსაც და გააფუჭებს ტანსაცმელს. შეგიძლიათ ფრჩხილის ქლიბის ან საპრიალებელის გამოყენებაც, მხოლოდ მაშინ, როცა წებო ბოლომდე გახმება. გაითვალისწინეთ, რომ მოძრაობა რბილი და წრიული უნდა იყოს. დაკაწრული ტყავი დაამუშავეთ მისი ფერის საღებავით. ასევე, შეგიძლიათ აიღოთ 5% ნიშადურის ხსნარით.

როგორ ამოვიყვანოთ სუნამოს ლაქები?

ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია – სახლიდან გასვლამდე საყვარელ სუნამოს შეიშხეფებთ, რის შემდეგაც ტყავზე შეუხედავი ლაქები ჩნდება. ამ დროს:

  1. ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა სპირტი, თუმცა იგი იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ჭუჭყი ახალია. ქურთუკს სწორად რომ მოუაროთ, გაწმინდეთ პრობლემური ზონა სპირტში ამოვლებული ბამბით. ხანდახან, ეს იწვევს ნაკეთობის გაუფერულებას, ამიტომ უნდა იცოდეთ, როგორ შეღებოთ ლაქები ტყავის ქურთუკზე, რაზეც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ.
  2. თუ ნივთიერებამ ჩაჯდომა მოასწრო, უმჯობესია ნიშადურისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევის გამოყენება. დაამუშავეთ ზედაპირი ბამბის დისკით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი