განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც მხოლოდ მერწყულს ახასიათებს

2411
ფოტო: DarkWorkX on Pixabay

ჩემი უფროსი და, ილონა ზოდიაქოს მიხედვით მერწყულია. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ, მაგრამ მისი ბოლომდე გაგება მეც კი არ შემიძლია. ტყუილად არ ამბობენ, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს ის, რასაც სხვა ვერ გაიგებს.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ განსაკუთრებული თვისებების საინტერესო სიას, რომელიც მხოლოდ მერწყულისთვისაა ნიშანდობლივი. გასაოცარია, მაგრამ 100%–ით ემთხვევა!

მერწყული: ნიშნის დახასიათება

1. მერწყული ჰაერივითაა. ის არავის ეკუთვნის! მისი ჩარჩოში მოქცევა არ სცადოთ, ეს ნიშანი აქედან ადვილად გამოვა და ამის შემდეგ თქვენთან სიფრთხილეს გამოიჩენს.

2. მერწყული გულწრფელი და პრინციპულია, ამიტომ ყოველთვის გეცოდინებათ მისი ცხოვრებისეული პოზიცია. ის საგნებს საკუთარ სახელებს არქმევს და არაფერს ალამაზებს. არ იდარდოთ იმაზე ფიქრით, თუ როგორ გეპყრობათ მერწყული: თუ არ მოწონხართ, ამას იგრძნობთ. შესაძლოა, მერწყულმა პირდაპირ გითხრათ!

3. სიყვარულში ყველაფერი და ახლა სჭირდება. მერწყულმა დაუყონებლივ დიდ ოჯახსა და საკურთხეველზე ოცნება არ უნდა დაიწყოს, ასე საპირისპირო სქესი შეიძლება დააფრთხოთ. ქალ–მერწყულმა თავი უნდა გააკონტროლოს და ახსოვდეს, რომ „დაპყრობა“ – მამაკაცის თვისებაა.

4. 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე დაბადებული ადამიანი ყოველთვის ერთგული იქნება იმ ადამიანის, ვინც მისი ერთგულია. მერწყული ნამდვილ მეგობრებს არასდროს უღალატებს.

მათგან ზურგში დანის ჩაცემის შეგიძლიათ არ გეშინოდეთ. თუ თქვენს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დადგება, შეგიძლიათ მერწყულის იმედი თამამად გქონდეთ. ის იმედს არ გაგიცრუებთ!

5. მერწყული საკმაოდ ეჭვიანია. ის ხვდება, რომ ყველა ადამიანი არასრულყოფილია, მაგრამ არაფრის გაკეთება შეუძლია. მას ათასჯერ დარწმუნება სჭირდება, სანამ ახალ ადამიანთან რაიმე საქმეს დაიწყებს.

6. მერწყულს დიდი ქველმოქმედის სული აქვს, განსაკუთრებით ქალებს. ის რომ სილამაზის კონკურსის ფინალისტი იყოს, ნამდვილად იტყოდა, რომ მონაწილეობს სამყაროს გადასარჩენად და სიკეთის გასაკეთებლად. და ეს სიმართლე იქნება.

7. “მე ყოველთვის მართალი ვარ“ – ამბობს მერწყული, რადგან სიჯიუტე მისი მეორე სახელია.

8. მატერიალური ღირებულებების, პათოსის და ფუფუნების მიმართ ზიზღის მიუხედავად მერწყული გულის სიღრმეში კომფორტსა და ფულზე ძალიან დამოკიდებულია, თუმცა მისი მთავარი იდეოლოგია ეხება ადამიანების თანასწორობას და დემოკრატიას.

9. მერწყულის სუსტი მხარეები – ინფანტილიზმი, საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ნებისმიერი სოციალური შეზღუდვის და ჩარჩოს უარყოფის სურვილი, საკუთარი მიუღებლობის და განსხვავებულობის, მეორე მომენტში კი სასოწარკვეთის და გაუგებრობის დემონსტრირების სურვილი.

10. ზოგჯერ მერწყული ძალიან ბევრს ფიქრობს. ფიქრები, ფიქრები, ფიქრები…. ფიქრები იმდენად ბევრია, რომ ზოგჯერ საერთოდ არაფერზე ფიქრი გვსურს!

მერწყული ყოველთვის ორიგინალურობისკენ მიისწრაფვის, რომელიც თითქმის ყველაფერში გამოიხატება: ფიქრიდან დაწყებული ცხოვრების წესით დამთავრებული. საკუთარ მიღწევებს საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა ძალიან უყვარს, როცა მისი ინდივიდუალობა ღირსეულად დაფასებულია.

როგორც ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშანს, მერწყულს საკუთარი სუსტი მხარეები აქვს. ვის არ აქვს? გიყვარდეთ მერწყული, ისინი ნამდვილად მშვენიერები არიან და მათთვის დაბადების დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს