როგორ ირჩევს ქალი ვარცხნილობას? თმის და სახის ფორმის მდგომარეობას ითვალისწინებს? მოდას და საყვარელ ფილმს ეყრდნობა? პოპულარული მოდის მიმდევრების სტილს ბაძავს? სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ვარცხნილობის არჩევის დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას ქალის ხასიათი ასრულებს, ყველა დანარჩენი – მეორე ხარისხოვანია. ისინი პიროვნების ტესტს გთავაზობენ, რომლის გასავლელად საჭიროა მხოლოდ ერთი რამის ცოდნა – საყვარელი ვარცხნილობა.
პიროვნების ტესტი
საინტერესო ტესტის გავლა, სადაც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმარისია, ძალიან მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, ქვემოთ მოცემულ სურათზე თქვენი ვარცხნილობის გამოსახულებებს გთავაზობთ. თუ აქ თქვენი ვარიანტი არაა, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ამით ტესტის სიზუსტე არ შემცირდება.
როგორ განვსაზღვროთ ქალის ხასიათი ვარცხნილობით
1. პირველი ვარცხნილობა უფრო მეტად დამახასიათებელია სპონტანური ქალებისთვის, რომლებიც თითოეულ გადაწყვეტილებაზე დიდხანს არ ფიქრობენ. ასეთი ქალის ცხოვრებაში ემოციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ზოგჯერ მათ ქცევაზე სრულ გავლენას ახდენენ.
ხანგრძლივად აზრის გადარწმუნების მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. თუ ასეთი ქალის ქვეცნობიერმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მის გადარწმუნებას ვერ შეძლებთ.
2. მეორე ვარცხნილობა დამახასიათებელია მეგობრული ქალებისთვის, რომლებიც ახალ ნაცნობობაზე თამამად თანხმდებიან. ასეთი ლამაზმანის გულახდილობამ შეუძლებელია არ მოგხიბლოთ, თუმცა ზოგჯერ მას ეს ზიანსაც აყენებს. საქმე იმაშია, რომ მიმდობლობის გამო ხშირად ურთიერთობას ცუდ ადამიანებთან იწყებს.
3. მესამე ვარცხნილობას ხშირად თამამი ქალები ირჩევენ. მათ საკუთარი აზრის გამოთქმა არ აშინებთ, საკუთარ პოზიციებს უშიშრად იცავენ. თუმცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არაა, რადგან ნამდვილად არ გაჩუმდება და პარტნიორს ყველა საკითხში არ დაეთანხმება.
4. მეოთხე ვარიანტი დამახასიათებელია გულკეთილი ლამაზმანებისთვის. ისინი ადამიანებს, ცხოველებს არ აწყენინებენ და ყველგან სიკეთეს ასხივებენ. გვერდით ასეთი ქალის ყოლა – დიდი წარმატებაა. სამწუხაროა, რომ ამას ყველა არ აფასებს.
5. მეხუთე ვარიანტს ხშირად გულწრფელი ქალები ირჩევენ. ასეთი ქალები ტყუილს არ აიტანენ და თავადაც არ მოიტყუებიან. მასთან ურთიერთობის აწყობა მარტივი არაა, რადგან პარტნიორის პატარა ქცევის პატიებასაც კი ვერასდროს შეძლებს.
6. ბოლო ვარიანტი დამახასიათებელია დახვეწილი ქალებისთვის, რომლებიც გარეგნობას მთავარ ადგილას აყენებენ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ქალები პროფესიული კუთხით სერიოზულ წარმატებებს აღწევენ და კარგ განათლებას იღებენ. ის შემთხვევა, როცა ქალი ლამაზიც არის და ჭკვიანიც.
საინტერესოა, როგორ შეიძლება ადამიანის ხასიათის გამოცნობა მარტივი ტესტის დახმარებით. თქვენი დაკვირვება თითოეულ ვარიანტს დაემთხვა? თუ გამოცდილება სხვას გკარნახობთ?