მოუარეთ ნაოჭებს შეჰერეზადას ნიღაბით და კანი ახალგაზრდულ სილამაზეს შეიძენს.

395

ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს იდეალურ კანზე. ერთს ნაოჭების მოშორება უნდა,  სხვა პიგმენტური ლაქებისა და მსგავსი დეფექტების მოშორებას ცდილობს. პროგრესული ტექნოლოგიები ქალს საშუალებას აძლევს, განახორციელოს ეს ოცნება, მიუხედავად იმისა, რომ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო დღემდე არაა ამოხსნილი.

© Depositphotos

სამაგიეროდ, ჩვენ მოვიპოვეთ სახის მკვებავი ნიღბის რეცეპტი, რომელიც აგლუვებს ნაოჭებს, ჭიმავს და ათეთრებს კანს.

კანის დასაჭიმი ნიღაბი

ჩვენ ამ საშუალებას შეჰრაზადის ნიღაბს ვუწოდებთ, რადგან მას ზღაპრული ეფექტი აქვს კანზე. აქტიური კომპონენტების წყალობით, იგი არამხოლოდ კვებავს კანს, არამედ ნაოჭების გაგლუვებაშიც გვეხმარება. ნიღაბი ნაზად, თუმცა ინტენსიურად მოქმედებს კანზე.

© Depositphotos

ნიღბის მთავარი ინგრედიენტი მწყრის კვერცხია, რომელიც შეიცავს ვიტამინებსა და მკვებავ ნივთიერებებს ძალიან დიდი რაოდენობით. ამ საშუალების რეცეპტი საკმაოდ მარტივია და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება.

© Depositphotos

შემადგენლობა კანის ტიპის მიხედვით იცვლება და დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოარგოთ იგი თქვენი კანის ტიპს.

© Depositphotos

ინგრედიენტები

  • 2 მწყერის კვერცხი
  • 5 წვეთი ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიბანეთ სახე, მოიცილეთ კოსმეტიკა, არ გაიმშრალოთ და დაიტანეთ ნიღაბი ნოტიო კანზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის ასეტი შემადგენლობა იდეალურია ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ჩაანცვლეთ იგი ალოეს წვენით ან საერთოდ გამორიცხეთ რეცეპტიდან. თაფლს, რა თქმა უნდა, კანზე კარგი ეფექტი აქვს, თუმცა მის გარეშეც შეიძლება ნიღბის გამოყენება.

© Depositphotos

თუ ნიღაბს მშრალი კანისთვის ამზადებთ, ამოიღეთ რეცეპტიდან ლიმონის წვენი, ხოლო თუ ცხიმიანისთვის – ნიღაბი ზეითუნის ზეთის გარეშე უნდა მოამზადოთ. ასე შეძლებთ ისეთი ნიღბის დამზადებას, რომელიც თქვენს კანს მოუხდება.

© Depositphotos

ნიღბის შემადგენლობის შეცვლა სურვილისამებრ შეგიძლიათ ეთერზეთების დამატებით. მისი მთავარი საიდუმლო მწყერის კვერცხია, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ სრულყოფს ეფექტს.

© Depositphotos

გაანებივრეთ კანი ასეთი ნიღბით კვირაში ერთხელ მაინც. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, მალევე შეამჩნევთ, თუ როგორ გაღიავდა, გალამაზდა და გაჯანსაღდა კანი, ნაოჭები კი უფრო შეუმჩნეველი გახდა. შეჰრაზადის ნიღაბს მართლაც ჯადოსნური ძალა აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს