ბევრი ყაირათიანი დიასახლისის არსენალში ყაბაყის წასახემსებლის გამოცდილ რეცეპტს იპოვით. ზოგიერთს რამდენიმე რეცეპტიც კი აქვს. თუ იდეალურად დაბალანსებულ გემოს ჯერ კიდევ ეძებთ, „პაპარაცი“ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად არ გიღალატებთ.
იდეალური პროპორციებით არომატის და გემოს შესანიშნავ თაიგულს მიიღებთ. ბაჰარის წიწაკაში ამოვლებული ყაბაყი და წვნიანი, საზაფხულო პომიდორი უბრალოდ დიდებულია! ტკბილ–მჟავე, ზომიერად ცხარე და წარმოუდგენლად სურნელოვანი წასახემსებელი ზამთრის სუფრის ნომერ პირველი კერძი გახდება.
ინგრედიენტები:
- 3 კგ ყაბაყი
- 2 კგ ბულგარული წიწაკა
- 2 კგ პომიდორი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა მზესუმზირას ზეთი
- 0,5 კგ ხახვი
- 4 ს/კ მარილი
- 100 მლ ძმარი
- 1 კონა ოხრახუში
- 5 კბილი ნიორი
მომზადება:
- ბულგარული წიწაკა თესლებისგან გაწმინდეთ და ზოლებად დაჭერით. პომიდორი ჰორიზონტალურად დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ და ოთხად დაჭერით. მზა ბოსტნეული, გასუფთავებული ნიორი და ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მასა ემალის ქვაბში გადაიტანეთ.
- ყაბაყი გარეცხეთ და კუბებად დაჭერით, ბოსტნეულის პიურე დაუმატეთ. მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ქვაბი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 30 წუთით ხარშეთ.
- ბოლოს ძმარი დაასხით, აურიეთ და წასახემსებელი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. სტერილური თავსახურით მოხუფეთ, გადააბრუნეთ, შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
პიკანტური ბოსტნეულის წასახემსებელი მოხარშულ კარტოფილს, პასტას, ნებისმიერ მარცვლეულს შესანიშნავად უხდება. ისეთი ფერადი გემოა, რომ ხორცი შეიძლება დაგავიწყდეთ! მოამზადეთ – კმაყოფილი დარჩებით. რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს გაუზიარეთ!